საიდუმლო ოთახი

80 8 2
                                    


ჯინი: გოგონები საიდუმლო ოთახში წაიყვანე და შენც მათთ ან დარჩი მანამ სანამ ყველაფერი დამთავრდება. თუ ცუდად დამთავრდება გზა იცი და გოგონები გააპარე გაიგე!!- ყვირილით უთხრა ჯინმა პირად მცველს, რადგან ისეთი ხმაური იყო სხვანაირად ვერ გააგებინებდა და ისიც დანარჩენებს შეუერთდა.
მცველიც ბრძანების შესრულებას შეუდგა და გოგოების მოძებნა დაიწყო.
მცველი: მის თქვენ და თქვენი მეგობრები უნდა წამომყვეთ რადგან  უსაფრთხო ადგილას წაგიყვანოთ.
ქლო: კარგი მაშინ მე დანარჩენებს მოვძებნი და ვეტყვი- ქლო წასვლას აპირებდა მაგრამ მცველმა გააჩერა.
მცვრლი: კიბეებთან შევხვდეთ. ოღონდ იჩქარეთ ისინი არ დაგელოდებიან- თქვა და ხელი კარისკენ გაიშვირა. ამის თქმა იყო და ქლო ბარბარასა და ჯოსელინის კენ გაიქცა, ცოტა ხანში კი შვიდივე გოგო კიბესთან იდგა, მაგრამ მცველი იქ არ დახვდათ.
ბარბარა:დარწმუნებული ხარ რომ ეს კიბეები იგულისხმა?-იკითხა შეშინებულმა ბარბარამ
ქლო: კი დარწმუნებული ვარ წესით აქ უნდა ყოფილიყო?!-თქვა არანაკლებ შეშინებულმა ქლომ.
სოფია: ხალხო,  სწრაფად დავიმალოთ თორემ ცოტა ხანში აქაც შემოვლენ და არამგონია კარგად მოგვექცნენ.
გოგოები დასამალ ადგილს ეძებდნენ, როცა უკან მცველი მოადგათ.
მცველი: წამომყევით დროზე!- თვა მცველმა რაზეც გოგოები შეხტნენ.
ბელა: მოვდივართ!-თქვა ბელამ თან ძლივს სუნთქავდა.
ცოტა ხანში კი მცველი ერთ კედელს მიადგა აქეთ იქით გაიხედა რათა შეემოწმებინა ვინმე იყო თუ არა და ერთ აგურს მიაწვა. რის შედეგადაც კედელში ბზარი გამოჩნდა, მცველი ამ ბზარს მიაწვა და კედელი შიგნით შეწუა.
მცველი: ჩქარა, ჩქარა, შედით!-თქვა მცველმა და გოგოებს ხელით ანიშნა რომ შესულიყვნენ.როცა გოგოები შევიდნენ მცველმა კედელი ისევ თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა და იმისათვის რომ სიბნელე არ ყოფილიყო ჩირაღდანი აანთო.
კორა: აქ რამდენ ხანს მოგვიწევს ყოფნა?
მცველი: დიდხანს არა!
თქვა მცველმა და გოგოებისკენ მიბრუნდა.
ბელა: ეს კარი სად გაგვიყვანს?- იკითხა ბელამ და ხელი კარისკენ გაიშვირა,რომელიც ოთახის ბოლოს იყო და პატარა ჭუჭრუტანიდან სინათლე სინათლე შემოდიოდა. რთული შესამჩნევი იყო ეს მაგრამ როგორც ჩანდა ბელას მახვილ თვალებს ეს არ გამოჰპარვია.
მცველი: თქვენ არსად არ გაგიყვანთ!- თქვა მცველმა და ჩირაღდანი ჩააქრო.
გოგოები მიხვდნენ რომ მცველი მათ დახოცვას აპირებდა.
ბარბარა: ჩქარა კარისკენ!- იღრიალა ბარბარამ და ყველა იმ კარისკენ გაიქცა, რომელთანაც ბელა და სოფია იდგნენ და კარებს ეჯაჯგურებოდნენ. ბოლოს კი ყველამ ერთად ცადეს კარის გაღება მაგრამ მიხვდნენ რომ, ვერაფერს გახდებოდნენ და შემობრუნდნენ. მცველს კი უკვე ქარქაშიდან ხმალი ქონდა ამოღებული და ნელი სვლით მოდიოდა გოგოებისკენ.
ელა: გოგოებო არ მინდა სიკვდილი. მაგისთვის ზედმეტად პატარა ვარ.
ქლო:  თქვენი არ ვიცი მაგრამ მე არ ვაპირებ დღეს სიკვდილს.
მოკლედ მე მის ყურადღებას მივიქცევ და თქვენ მოკალით ან გათიშეთ რავი ქენით რამე!- თქვა პანიკაში მყოფმა ქლომ.
სოფია: კარგი ოღონდ მალე უკვე აქ არის!
როცა მცველი საკმარისად ახლოს მოვიდა ქლო გოგოებს წინგადაუდგა. მცველმა ხმალი მიუშვირა და ის-ის იყო უნდა დაეჭრა რომ ქლომ ხმალი ხელებით დაიჭირა და მცველს საშვალება არ მისცა ხმალი გამოეყენებინა მაგრამ სამაგიეროდ ხელები დაესერა და სისხლი მოსდიოდა. სანამ ქლო,მცველს ეჭიდავებოდა გოგოებმა დრო იხელთეს და მცველს ყველამ ერთად გამოგლიჯა ხმალი ხელიდან. მაგრამ მაინც მოასწრო მცველმა ქამრიდან პატარა ხანჯლის ამოღება და ქლოს ფერდში გაუყარა. ქლო კედელს მიეყუდა და იქვე ჩაიკეცა, ჯოსელინი კი ისე გამწარდა არც კი დაფიქრებულა ისე გაუყარა იქვე დაგდებული ხმალი მუცელში მცველს და ზედვე შეატოვა.
გოგოები ქლოს მივარდნენ და დაეხმარნენ რომ ხანჯალი გამოეძროთ მისი სხეულიდან. შემგეგ ბარბარამ, კორამ და სოფიამ კაბიდან ნაჭერი მოიგლიჯეს იმისათვის რომ ქლოსთვის ჭრილობები შეეხვიათ.
სოფია: დაწყნარდი ქლო, ეხლა ჭრილობას შეგიხვევ და მალე კარგად გახდები გაიგე!- ეუბნებოდა სოფია ქლოს რომელსაც ტკივილისგან ცრემლები მოსდიოდა.
სანამ სოფია,ქლოს უხვევდა ჭრილობას, დანარჩენები კარების გაღებას ცდილობდნენ.
კორა: გაიღო!გაიღო!-თქვა გახარებულმა კორამ და სოფიასთან მივიდა რომ ქლოს აყენებაში დახმარებოდა.
კარებიდან რომ გავიდნენ დერეფანში აღმოჩნდნენ რომლის ბოლოსაც ჯარისკაცები მოჩანდნენ,რომლებიც ჩირაღდნებით აქეთ-იქით დარბოდნენ.

REIGN  Where stories live. Discover now