კორონაცია

42 3 3
                                    

გუშინ დილიდან კორონაციისთვის მზადება მიდიოდა.სამზარეულოში მზარეულები უამრავ კერძსა და ნამცხვარს ამზადებდნენ,მათ შორის უზარმაზარ საქორწილო ტორტსაც აწყობდნენ.სასახლის დიზაინერები კორონაციის დარბაზს და მთლიან სასახლეს რთავდნენ, რომ გენახათ თავი სიზმარში გეგონებოდათ,მთელი სასახლე ვარდებსა და სხვა უამრავ,ლამაზ ყვავილში იყო ჩაფლული. რათქმაუნდა ეს გასაკვირი არც არის ქორწილი ხომ მაისს დაემთხვა,ამ თვეს კი ამ ქვეყანაში უამრავი,სხვადასხვა ნაირი ყვავილი ხარობს. სწორედ ამიტომ აქაურები მაისში ერთ დღესასწაულს აღნიშნავენ ამ დღესასწაულს კი ვარდების წვეულებას ეძახიან,ყოველ წელს ერთი და იგივე დღეს მაშინ, როცა ვარდი მასიურად ყვავის. სამწუხაროდ სხვა ქვეყნებში ყვავილები დიდად არ ხარობს,სხვადასხვა მიზეზის გამო. აქაურობას ნაყოფიერ მიწებს უწოდებდნენ,ამ პერიოდში კი ყვავილების ქვეყანასაც.
  დილიდან სამეფო პორტში გემების ნაკადი შემოდიოდა. ქვეყანა უცხო ხალხით გაივსო,ხალხი თითქმის ყველა მხრიდან ჩამოდიოდა მაგალითად: მთიანი მიწებიდან,უნაყოფო იგივე ქვიშიანი მიწებიდან,მარილიანი მიწებიდან და ოკეანეთიდანაც კი. დიდებულები სასახლეში შედიოდნენ მხოლოდ დანარჩენი ხალხი,უკვე ახალი მეფე-დედოფლის გამოჩენას გარეთ ელოდებოდნენ,რადგან სასახლეში ამდენი ადამიანი ვერ დაეტეოდა.
   ქორწილი უკვე მალე დაიწყებოდა რასაც სასახლის კარიბჭის გახსნა მოასწავებდა. ახლა კი ყველა ზარის ხმას ელოდებოდა რაც უკვე ქორწილის დაწყების ნიშანი იყო. იმდენი ხალხი იყო კორონაციაზე დასასწრებად მოსული.ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს  იმედი ჰქონდათ რომ პრინცი ჯინი კარგი მმართველი იქნებოდა და ბევრად უკეთესი ცხოვრება ექნებოდათ ვიდრე ადრე ჰქონდათ,სხვა ქვეყნების ხალხს კი უბრალოდ მეფე-დედოფალი აინტერესებდა. რათქმაუნდა დიდებულებს არ ვგულისხმობ,მათ სულ სხვა მიზნები
ჰქონდათ,ზოგს რა უნდოდა ზოგს რა,მაგალითად: ქვიშიანი მიწების მეფეს, მომავალ მეფესთან კონტრაქტის დადება უნდოდა,რადგან წინა მმართველთან ეს ვერ მოახერხა,მთიანი მიწების მმართველებს დედოფალ ალისას და მეფე ჰენრის თავიანთი ქალიშვილის ერთ-ერთ პრინცზე დაქორწინება ქონდათ მიზნად დასახული.  
    მალევე ზარის ხმა გაისმა, რასაც ცოტა ხანში საყვირი შეუერთდა,ამ დროს კი ყველა დადუმდა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 09, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

REIGN  Where stories live. Discover now