ერთი დღით ადრე

31 2 0
                                    

Bella's pov:
ჯერ კიდევ გაოგნებული ვზივარ იმის შემდეგ რაც გავიგე, რომ ხვალ ჩემი ქორწილი და კორონაცია იქნება.არმეგონა ეს ყველაფერი ასე მალე თუ მოხდებოდა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ როგორც ჩვეულებრივი გოგო ისე ვცხოვრობდი,ახლა კი ვიგებ რომ ხვალ დედოფალი უნდა გავხდე,ძალიან ვნერვიულობ,საერთოდ არვარ ამისთვის მზად,ან როგორ უნდა ვიყო ჩემთვის არავის უსწავლებია როგორ უნდა ვმართო სამეფო.
დღეს მთელი დღეა ხვალინდელი დღისთვის ემზადებიან.რომ იცოდეთ რა ამბავია ყველა სადღაც გარბის,აბა თქვენ მარტივი ხომ არ გგონიათ ერთ დღეში ქორწილისთვის და კორონაციისთვის მომზადება.ღმერთო რა სუნი ამოდის სამზარეულოდან,ალბათ ქლო უკვე იქ არის.
.... : ქალბატონო მკერავი მოვიდა - კარზე დააკაკუნა და თავი შემოყო მსახურმა.
ბელა: კარგი,მოვდივარ!
ვუთხარი მსახურს და მკერავთან შესახვედრად წავედი.
Jin's pov:
ჯინი: მოსაწვევები ყველა მეზობელ ქვეყანას გაუგზავნეთ?? არ მინდა რომელიმე ქვეყანა გადავიმტეროთ.-ვუთხარი და თან საყელო შევისწორე.
ჯინი: აქ ცოტა ნაჭერი მოაკელი!
მკერავი: ახლავე თქვენო უმაღლესობავ!
.... : დიახ,თქვენო
უმაღლესობავ! ყველას გავუგზავნეთ ხვალ  უკვე აქ იქნებიან. ახლა კი თქვენი ნებართვით დაგტოვებთ.
ჯინი: შეგიძლია წახვიდე.
შენც წადი!-ვუთხარი მკერავს რომელიც საკოორონაციო ტანსაცმელს მიკრავდა.
ჯინი: ცოტახანი მარტო დარჩენა მინდა!
მკერავი: როგორც თქვენ ბრძანებთ.
როცა მკერავი გავიდა ჩემს ფიქრებში გადავეშვი. არ ვიცი რამდენად კარგი მეფე ვიქნები, რამდენად შევძლებ ხალხის მართვას. მეშინია რომ შეიძლება ჩავფლავდე და მამაჩემს იმედი გავუცრუო. საერთოდაც მეფობისთვის ნამჯუნი უკეთესი კანდიდატი იქნებოდა.
.... : თქვენო უმაღლესობავ!   ვახშამი მზად არის.
ჯინი: მოვდივარ!- ვუთხარი და სავახშმოდ წავედი.იმწუთს გავაცნობიერე რომ ძალიან მშიოდა.









REIGN  Where stories live. Discover now