სისხლიანი ღამე

73 7 1
                                    

გენერალი: ვეზირო ჩვენ მზად ვართ! ჯარი ადგილზეა,ის ხალხი შევკრიბეთ ვისაც მინჰოს  მმართველობა არ მოსწონს.თქვენს ბრძანებას ველოდებით რომ შეტევაზე გადავიდეთ!
ვეზირი: ჯერ ადრეა,ორი ცეკვის შემდეგ გადადით შეტევაზე!მანამდე კი მზარეულს უთხარი იმოქმედოს!
გენერალი:კარგით ორი ცეკვის შემდეგ გნახავთ.
თქვა გენერალმა ელენას ხელზე ემთხვია და სამზარეულოსკენ გაემართა, რათა მზარეულისთვის ეცნობებინა რომ თავისი მისია შეესრულებინა.
ელენა: საყვარელო დარწმუნებული ხარ რომ შენი ძმის (მინჰოს) მოკვლას შეძლებ?
ვეზირი:ჩემში ეჭვი გეპარება?!-თქვა და ელენას გამომცდელი თვალებით შეხედა.
ელენა:არა,არა რა თქმა უნდა.
ვეზირი:ცოტაც და გეგმას განვახორციელებთ,შენივე უსაფრთხოებისთვის ჯობია აქაურობა დატოვო!
ელენა:სამწუხაროა ანუ მე ამ სანახაობას ვერ ვნახავ-თქვა ელენამ და
ტუჩები გადმობრიცა.
ვეზირი:შენი წასვლის დროა,უკვე ვიწყებთ!
ელენა:კარგი, შემდეგში როცა გნახავ ტახტზე უნდა იჯდე!-ელენამ ვეზირს აკოცა და გზას გაუდგა.
უკვე კარიდან აპირებდა გასვლასვროცა დედოფალმა ამაიამ გააჩერა.
ამაია: ელენა,ძვირფასო სად მიდიხარ?
ელენა: სახლში უნდა წავიდე უკვე  გვიანია და თან ძალიან დავიღალე.
ამაია: ხომ მაგრამ მეჯლისი ხომ ჯერ ახლა დაიწყო?....
სანამ დედოფალი ამაია და ელენა,ლაპარაკობდნენ მეჯლისის სხვა მონაწილეები გართობას განაგრძობდნენ.
ბარბარა,ერთადერთი იყო გოგოებიდან ვინც არ ცეკვავდა.ის ხალხის გაცნობითა და მათთან საუბრით ირთობდა თავს, მან ვერც კი შეამჩნია აივანზე მდგარი მეომარი რომელიც ისარს უმიზნებდა. მაგრამ ეს არ გამოპარვია იქვე მდგარ იუნგის რომელსაც ერთი სული ჰქონდა მეჯლისი დასრულებულიყო.
იუნგი:ბარბარაა!-ბოლო ხმაზე იყვირა იუნგი და ბარბარას ხელი კრა,რითიც ყველას ყურადაღება მიიქცია,ვერავინ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მანამ სანამ დედოფალ ამაიას გულში ისარი არ მოხვდა და ძირს არ დაეცა. ცოტა ხანში ზარის ხმაც გაისმა რაც თავდასხმის ნიშანი იყო.დარბაზში მყოფი ხალხი პანიკაში ჩავარდა და აქეთ-იქით დაიწყო სირბილი.
მინჰო: ექიმს დაუძახეთ!!-ყვიროდა მეფე რომელიც დედოფლის სხეულს იხუტებდა და ტიროდა.
ცოტა ხანში მეფე წამოდგა, ხმალი მოიმარჯვა და მსახურებს უბრძანა კარები გაეღოთ რათა მას თავისი ჯარისკაცების გვერდით ებრძოლა.
მინჰო: გააღეთ კარი!- ლამის ყვირილით უთხრა მცველს მეფემ. მცველმაც შეშინებულმა გაუღო კარი. მეფეს დედის სიკვდილს გამო გაბრაზებული პრინცებიც გაყვნენ.
ჯინი: გოგონები საიდუმლო ოთახში წაიყვანე და შენც მათთ ან დარჩი მანამ სანამ ყველაფერი დამთავრდება. თუ ცუდად დამთავრდება გზა იცი და გოგონები გააპარე გაიგე!!- ყვირილით უთხრა ჯინმა პირად მცველს, რადგან ისეთი ხმაური იყო სხვანაირად ვერ გააგებინებდა და ისიც დანარჩენებს შეუერთდა.
მცველიც ბრძანების შესრულებას შეუდგა და გოგოების მოძებნა დაიწყო.
მცველი: მის თქვენ და თქვენი მეგობრები უნდა წამომყვეთ რადგან  უსაფრთხო ადგილას წაგიყვანოთ.
ქლო: კარგი მაშინ მე დანარჩენებს მოვძებნი და ვეტყვი- ქლო წასვლას აპირებდა მაგრამ მცველმა გააჩერა.
მცვრლი: კიბეებთან შევხვდეთ. ოღონდ იჩქარეთ ისინი არ დაგელოდებიან- თქვა და ხელი კარისკენ გაიშვირა. ამის თქმა იყო და ქლო ბარბარასა და ჯოსელინის კენ გაიქცა, ცოტა ხანში კი შვიდივე გოგო კიბესთან იდგა, მაგრამ მცველი იქ არ დახვდათ.
ბარბარა:დარწმუნებული ხარ რომ ეს კიბეები იგულისხმა?-იკითხა შეშინებულმა ბარბარამ
ქლო: კი დარწმუნებული ვარ წესით აქ უნდა ყოფილიყო?!-თქვა არანაკლებ შეშინებულმა ქლომ.
სოფია: ხალხო,  სწრაფად დავიმალოთ თორემ ცოტა ხანში აქაც შემოვლენ და არამგონია კარგად მოგვექცნენ.
გოგოები დასამალ ადგილს ეძებდნენ, როცა უკან მცველი მოადგათ.
მცველი: წამომყევით დროზე!- თვა მცველმა რაზეც გოგოები შეხტნენ.
ბელა: მოვდივართ!-თქვა ბელამ თან ძლივს სუნთქავდა.
ცოტა ხანში კი მცველი ერთ კედელს მიადგა აქეთ იქით გაიხედა რათა შეემოწმებინა ვინმე იყო თუ არა და ერთ აგურს მიაწვა. რის შედეგადაც კედელში ბზარი გამოჩნდა, მცველი ამ ბზარს მიაწვა და კედელი შიგნით შეწუა.
მცველი: ჩქარა, ჩქარა, შედით!-თქვა მცველმა და გოგოებს ხელით ანიშნა რომ შესულიყვნენ.როცა გოგოები შევიდნენ მცველმა კედელი ისევ თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა და იმისათვის რომ სიბნელე არ ყოფილიყო ჩირაღდანი აანთო.
სანამ გოგოები საიდუმლო ოთახში დაცულად იყვნენ, გარეთ: მინჰო, იუნგი, ნამჯუნი, ჯინი, ჰოსეოკი, ტაე,ჯანქუქი და ჯიმინი უკვე თავიანთ განახევრებულ ჯართან ერთად იბრძოდნენ. მართალია აღარც მტრები იყვნენ ბევრნი მაგრამ წინააღმდეგობა მაინც დიდი იყო. დარბაზში კი ისევ დიდი არეულობა იყო, ამით კი ელენამ ისარგებლა, დედოფლის გვამს დიადემა მოხსნა და თავზე მოირგო. იმწამს კი ის ვერ მიხვდა როგორ ჩაუშვა საკუთარი თავი, ამისთვუს სად ეცალა თავი უკვე დედოფალი ეგონა.
მიუხედავად დიდი მსხვერპლისა მეფემ პრინცების დახმარებით მაინც შეძლო აჯანყებულების და მარცხება და მოღალატეების გამომჟღავნება. ალბათ ეს ღამე ისტორიაში როგორც "სისხლიანი ღამე" ისე შევიდოდა. ამ დღეს სამეფომ დედოფალი, მეფე, ვეზირი, გენერალი, და სხვა ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა.

REIGN  Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz