სიზმრიდან რეალობაში

2.6K 164 45
                                    

  დრო ისევე ჩქარა მიდის, როგორც ქვიშის საათი იცლება მინაში.
ცხოვრება უმარავ ახალს მალავს.
ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს იყო თავისუფალი. გიყვარდეს თავგადასავლები და ერთხელ მაინც გამოსცადო ეს.

ერთხელ მაინც გააკეთო რაღაც სხვა, რაც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
უბრალოდ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის იპოვნო ის და დანარჩენი შემდეგ მოდის..."

  ქუჩის კუთხეში ყვავილებით მორთულ კაფეში ზის და თავის ახალ ჩანახატს სწერს.
უყვარს ეს ადგილი, რადგან ის თავისი სილამაზით გამორჩევა და მყუდროა მწერლისთვის.
ყვავილებით მორთული კაფე მისი საყვარელი ადგილია  მთელ ქალაქში აქ ხომ შესანიშნავ ყავას აკეთებენ. მწერალიც მისით მთლიანად მონუსხულია.

  კალამს მაგიდაზე დებს და მის აწ უკვე გაციებულ ყავის სმას იწყებს.
ხალხს უყურებს, რომლებიც სიცხისგან გათანგულები მოძრაობენ ქუჩაში.

რა უცნაურია ხალხი, როცა ზამთარია სიცივის გამო ზაფხულს ნატრობენ, ხოლო ზაფხულში სიცხეს ვერ იტანენ.

თავს კედლისკენ ატრიალებს...
იქ უამრავი სურათია, რომელიც მის ყურადღებას იბყრობს...

კედელთან მიდის და თითოეულ სურათს დეტალებში აკვირდება...
ყველა ულამაზეს ადგილასაა გადაღებული...

მაგრამ ერთ-ერთი ფოტო მის ყურადღებას იქცევს.

უდაბნოს სურათი, სადაც მზის ჩასვლაა გამოსახული იქ კი ორი ახალგაზრდა ბიჭია გამოსახული.

ფოტო იმდენად ლამაზია მწერალი ინუსხება ამით. ყველაფერი ერთმანეთს ისე ერწყმის თითქოს ეს სწორედ ის იდილია, რაც მას სჭირდებოდა.

-როგორც ჩანს ფოტოებმა მოგნუსხათ? -ხმის გაგონებისთანავე ტრიალდება ახალგაზრდა. მის წინ კაფის მოხუცი მეპატრონე დგას.
მწერალს უყვარს ეს ადამიანი მისი სათნო სახით და თბილი გამომრტყველებით.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now