პრინცის ოაზისი

767 103 56
                                    

მოგონებები ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება, რამდენადაც არ უნდა სცდილობდეს მისგან გაქცევას.
სწორედ ამ მდგომარეობაში იყო თეჰიონი. მისი მოგონებები ჯონგუკს უკავშირდებოდა, რომელიც მას მთელი ცხოვრება თან სდევდა.

თითოეული მომენტი საჰარაში გატარებული ძალიან კარგად ახსოვს, მაგრამ არა გუშინდელი დღე.

ნამჯუნი ნაცნობს კარებს უახლოვდება და სახლში შედის. ირგვლის სრული სიჩუმეა.
აივანზე გადის სადაც მოხუცი თავის ყვავილებთან ზის და წიგნს კითხულობს.

ნამჯუნი მის წინ ჯდება და ელოდება სანამ მოხუცი მას შეამჩნევს, მაგრამ თითქოს ის სრულიად გათიშული ჰკითხულობდა წიგნს და თითქოს გარე სამყარო მასში არ არსებობდა.
მხოლოდ ის და წიგნი იყვნენ ერთნი.

ყურადღების მისაქცევად კი ნამჯუნმა დაახველა, მოხუცმა თავი ასწია და მის წინ მჯდარი ახალგაზრდა, რომ დაინახა გაუღიმა ისევ ნაზად და თბილად, როგორც სჩვევია.

-როგორ ხართ ბატონო თეჰიონ?გუშინ ცუდად გამოიყურებოდით?

-კარგად ვარ, არა გუშინაც კარგად ვიყავი- მოხუცი წიგნს მაგიდაზე ათავსებს და ნამჯუნისკენ ტრიალდება.

-დღეს არ გავაგრძელოთ ისტორია?
-კი რა თქმა უნდა, სად გავჩერდი?-მოხუცი ცდილობს გაიხსენოს წინა დღის შეწყვეტილი ადგილი, მაგრამ მისთვის რთული აღმოჩნდა.

-მგონი ოაზისზთან მიდიოდით?

-აა ხო,-თეჰიონი მკრთალად უღიმის ახალგაზრდას და მის გონებაში ნელ-ნელა თავიდან იწყებს მოგონებები გახსენებას.-'პრინცის ოაზისი', ეს საოცარი იყო.

-----------------------------------------------

თეჰიონს დილით ისევ ჯონგუკის ყვირილი აღვიძებს,რომელიც გაღვიძებას სთხოვს.
მობეზრებული და გამოუძინებელი სახით გადის კარავიდან და ცდილობს გარემოს თვალი შეაჩვიოს.

თვალი მოავლო უდაბნოს დიუნებს.
მაგრამ მისი თვალები უკვე ჯონგუკისას შეხვდა,რომელიც მას პირდაღებული უყურებდა.
თეჰიონი გაოცებული უყურებს ბიჭს, თუ რამ გამოაშტერა იგი?

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now