უდაბნოს ბოლო

643 89 34
                                    

ის, რაც ერთ დროს ბედნიერებას ნიშნავდა შეიძლება ერთ დღეში შეცვლილიყო.
ცხოვრება ხან ბედნიერებას გჩუქნის, ხან  კი უბედურებას უკან მოგაწევს.
როცა გგონია, რომ სამოთხეში ხარ ეს უბრალოდ ილუზიაა, რომელსაც შენ ქმნი, რომელსაც უბრალოდ ოცნებაში ხედავ.
რეალობა კი სხვაა, წარმოსახვისგან სამას სამოცი გრადუსით განსხვავებული..

-------------------
   წერილების ყუთს იღებს კარადიდან. ეს ის მოგონებების გასაღებია, რომელსაც უბრალპდ ვერ ეხება.
ჰგონია ისევ ეტკინება, რადგან სიმართლე სხვა აღმოჩნდეს..
მშიშარაა თან საშინლად.
ეგოისტია, რადგან არც ერთისთვის არ უპასუხია. ამით თავსაც იტანჯავდა და მასაც. არც ერთხელ მიუცია მისთვის ახსნის უფლება.
  ნუთუ მისგან ეს დაიმსახურა?.
შეიძლება ჯონგუკმა გული ატკინა, მაგრამ მან უარესი ჩაიდინა.
მისგან გაიქცა.
მისი ხელი გაუშვა.
არა დროებით, არამედ სამუდამოდ.

ყუთი  მისაღებში გააქვს, სადაც ნამჯუნი უცდის.
ისე მიეჯაჭვა ამ პიროვნებას უკვირს წარმოდგენა, დღე მის გარეშე. თითქოს შვილივითაა, რომელიც არასოდეს ჰყოლია. ადამიანი, რომელიც მისი ისტორიის ყველა ნაწილს ელოდება.
მადლობის მეტი რა ეთქმის, რადგან სიცოცხლის ბოლო დღეებს ვიღაცასთან მაინც ატარებს..
   წერილების ყუთს იქვე მაგიდაზე დებს და სავარძელში ჯდება.
ბიჭი ხმაზე კრთება და თავს სწევს მისი ბლოკნოტიდან.

-ეს რა არის?
-წერილები. ჯონგუკისაგან
-წაიკითხეთ?-  ნამჯუნი ყუთს თავსახურს ხდის და ხედავს წერილებს, რომლებსაც ხელიც არ ეტყობათ- არა ხო?
-ვერ შევძელი, მშიშარა ვარ.
-ბატონო თეჰიონ, ვალდებული ვარ რაღაც გითხრათ, რაც თქვენს გარეშე გავაკეთე..-  ნამჯუნი ხელებს ერთმანეთში ხლართავს, რადგან ეშინია მოხუცის რეაქციის, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს.

-გისმენ შვილო.

-მე.. მე ჯონგუკს დავურეკე- თავს მაღლა სწევს და ხედავს მოხუცის გაფითრებულ სახეს, რომელიც მისი სახელის ხსენებამ გამოიწვია.- ვიცოდი ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ თქვენზე ვღელავ ბატონო თეჰიონ,  ეს თქვენს გამო გავაკეთე, მიბრაზდებით?.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now