წერილები

547 89 30
                                    

   როცა საქმე ბედისწერას ეხება, მაშინ უმოქმედოები ვართ. ვერ შევძლებთ მის შეცვლას.
სიკვდილი ეს ის ბედისწერაა, რომლის შეცვლა არცერთ სულიერს არ შეუძლია.
  მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ შევეგუოთ ბედს.

----------
ნერვიულობს. აქეთ იქით დადის დერეფანში. პასუხს ელოდება, რომელიც ჯერ არ ისმის.
შეიძლება დიდი ხანი არაა, რაც მოხუცს იცნობს, მაგრამ ის მისთვის ოჯახია.
თეჰიონი მისთვის ძვირფას ადამიანად იქცა. გული ეკუმშება, რადგან იცის როგორ დაიტანჯა თეჰიონი და შეიძლება ვერც გაიღვიძოს.
  და ვერც ჯონგუკი ნახოს.
ნუთუ ასეთი უსამართლოა ცხოვრება?.

დროის თვლაც კი აერია. უკვე თითქმის გათენდა. ექიმებისგან კი არაფერი ისმის.
ამას კი ის ემატება, რომ საოპერაციოდან არავინ გამოდის..
  ლოდინში იქვე სკამზე ჩამოეძინა..

მხარზე შეხება აღვიძებს. მის წინ  უცნობი მოხუცი ზის..

-თეჰიონი გამოიყვანეს შვილო საოპერაციოდან. მე ჯიმინი ვარ მისი მეგობარი.
-ააა, ხო გიცნობთ მან მიამბო თქვენზე.

-როგორც კი გავიგე ბუსანიდან გამოვიქეცი, მას ვერ დავტოვებდი ასე.

-ახლა სად არის?

-ინტენსიურშია ჯერ, გულის შეტევა ჰქონდა.  ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ექიმები ამბობენ, რო. გადარჩენის შანსი ცოტაა.. ამ შეყევებმა კი თავის ტვინის მეხსიერების წილიც დაუზიანა.. მიკვირს როგორ გიმახსოვრებდა..

-მოიცა ანუ?

-მის მეხსიერებაში მარტო საჰარა და მისი მოგონებები იყო.

ნამჯუნი გაკვირვებული უყურებდა. ვერ წარმოედგინა თუ მოხუცი მას ვერ სცნობდა.
როგორ უმალავდა ამას..

-შვილო შეგიძლია თეჰიონის ნივთები წამოიღო?

-აჰ კი რა თქმა უნდა.

ნამჯუნი თეჰიონის სახლის წინ დგას და ხედავს, რომ აივანზე არავინ დგას.
არავინ რწყავს მცენარეებს. არავინ იყურება თბილი ღიმილით ვერანდიდან..
არავინ ეუბნება გამარჯობას კარებში შესვლის დროს.
  სახლი ცარიელია. თეჰიონის გარეშე.
თითქოს თეჰიონი ამ სახლის ნაწილია. თითოეული კუთხე მას ეკუთვნის თითოეული კედელი, რომელიც სავსეა საჰარის სურათებით..
ყველაფერს თავისი ლამაზი ისტორია აქვს.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now