ჭრილობა

855 100 9
                                    

   Jungkook pov.
  სკოლაში მისვლისთანავე დავინახე ის ნერდი და გადავწყვიტე ჩემი თავი მისთვის გამეხსენებინა. მასთან მივედი და საუბარი დავუწყე. მან ისევ გამაკვირვა როცა უხეში პასუხი მომცა თუმცა ამის შემჩნევას რა თქმა უნდა არ ვაპირებდი. მეც მოკლედ გავეცი პასუხი და წასვლას ვაპირებდი როცა ვიღაც დამეტაკა. ჩემ ჭრილობებს უნდა ვუმადლოდე რომ  წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და დავეცი. ყველაფერი ისევ ერთდროულად ამტკივდა, ძალიან ცუდათ გავხდი და თან მაშინვე ყველა თავზე მომეხვია. სუნთქვაც კი გამიჭირდა ამიტომ რაც შემეძლო სწრაფად ავდექი და გავეცალე იქაურობას ჯიმინისთვის არც კი შემიხედავს არაუშავს მის გასამწარებლად მთელი დღე წინ მაქვს. სწრაფად წავედი საპირფარეშოში იქნებ ტკივილი გამენელებინა. ჯანდაბა როცა წავიქეცი თვალები ამიცრემლიანდა იმედია ვერავინ დაინახა. ჩემი სისუსტის დანახვის უფლებას ვერავის მივცემ. საპირფარეშოში დიდ ხანს ვიყავი მარტო მაშინ გამოვედი როცა კაფეტერიაში წასვლის დრო იყო. შესალისას ჯიმინი და მისი მეგობრები დავინახე გავუღიმე და შემდეგ აღარ დამინახავს. სკოლის შემდეგ როგორც დავპირდი გარეთ დაველოდე. თავის დროზე მოვიდა მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა გეგონება მოსვლა საერთოდ არ უნდოდაო. წასვლისთვის მოვთხოვე ჩემს მოტოციკლეტზე დამჯდარიყო მაგრამ მან ლამის ისტერიკები ამიტეხა. ამან გამართო კიდეც. როგორ შეუძლია ამდენი იწუწუნოს ერთ თემაზე? საბოლოოდ მაინც მოვახერხე მისი დაყოლიება როგორც ჩანს მასზე გამოწვევა მუშაობს, ეს უნდა დავიმახსოვრო. "კიდევ დიდი ხანს უნდა გელოდო?" უცებ გამომაფხიზლა მისმა ხმამ. ჯანდაბა ერთ დღეს ჭკუიდან გადამიყვანს. ჩქარა მივედი და მეც დავჯექი ცოტა ხანს მოვიცადე და როცა ვერ ვიგრძენი მისი ხელები გადავწყვიტე მეთქვა რომ ხელები მოეხვია რასაც კიდევ ჩხუბი მოაყოლა. მაგრამ როგორც ყოველთვის ეს საქმეც ჩემებურად მოვაგვარე თუმცა ამის გაკეთება მტკინვეული აღმოჩნდა. როცა ჯიმინი მთელი ძალით შემეტაკა ტკივილის ტალღამ ყველა მხრიდან დამარტყა. ჯანდაბა ჩემი ჭრილობების შესახებ სულ დამავიწყდა. მე რა ნერდთან ყოფნამ ტკივილი დამავიწყა? არაა ეს რაღაც უაზრობაა. ჯიმინი ხელს მთელი ძალით მიჭერდა. ეს ხომ კიდევ უფრო უნდა მტკენდეს? მაგრამ რატომ მამშვიდებს ასე? ამ გრძნობას ვერ ვიტან მაგრამ არ მინდა რომ დამთავრდეს. როცა ხელების გაწევა დააპირა ვაიძულე არ გაეწია და ისევ დავიყოლიე. როცა მის სახლამდე მივედით ის სწრაფად წავიდა წინ მე კი ნელა გადმოვედი მოტოციკლეტიდან რომ კიდევ რამე არ მტკენოდა. როცა სახლში შევედით ის სამზარეულოში გავიდა და გადავწყვიტე მეც გავყოლოდი ეს სახლი ძალიან განსხვავდება ჩემისგან. ჯიმინს უკან დავყვებოდი ის კი ვერც მამჩნევდა ამიტომ მას მიუახლივდი და უცებ კვლავ აუტანელი ტკივილი ვიგრძენი თითქოს მდუღარე ქვაბში ჩამაგდესო. ამას თან დაერთო ჯიმინის ყვირილი და მე მისი შეხება კვლავ ვიგრძენი, თუმცა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ვეღარ ვითმენდი ამიტომ სწრაფად მოვიშორე ჯიმინი და ჩემი სვიტრი გადავიძრე. უცებ ყველაფერი დადუმდა მე კი ისევ ტკივილი მჭამდა ცოცხლად. როცა ცოტა გამოვფხიზლდი ჯიმინი დავინახე რომელიც ერთ ადგილას იყო გაყინული და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა რომლითაც რალობაში დამაბრუნა "ჯონგუქ შენი სხეული" და ყველაფერი ისევ ტკივილმა მოიცვა.

my happy virus (Jikook)Where stories live. Discover now