სამოთხე 💫

1.4K 100 85
                                    

        Jungkook's pov.
     ჯიმინს სხეულზე მთელი ძალით ვეკროდი.. ის ისევ ისეთი თბილი იყო, ისევ ისეთი სასურველი და მიმზიდველი. არ შემეძლო მოვშორებულიყავი, მინდოდა დროში გავყინულიყავით და ეს მომენტი სამუდამოდ შეგვენარჩუნებინა, თუმცა ეს ხომ შეუძლებელია.. ჯიმინს მოვშორდი რადგან ჰაერი აღარ გვყოფნიდა. თავები ერთმანეთს მივადეთ და ერთმანეთს თვალებში შევყურებდით. ულამაზესი იყო, ულამაზესი.. სიტყვა არ გვითქვამს, ჩვენი თვალები სიტყვების ნაცვლად მეტყველებდნენ, სანამ სიჩუმე ჯიმინმა არ დაარღვია.

"ქუქ, ყველაფერი უნდა მომიყვე კარგი?" მორჩა! მას ვეღარაფერს დავუმალავ მისი კიდევ ერთხელ დაკარგვა არ მინდა. თავი დავუქნიე, ხელი ჩავჭიდე, იქვე მყოფ პატარა კლდესთან მივიყვანე და იქვე დავსხედით.

"ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ ეს წერილები გახშირდა.. ჩვენს თითოეულ ნაბიჯს ზედმიწევნით მეუბნებოდა და მაშინ როცა პასუხის გაცემა მინდოდა ნომერს სულ ბლოკავდა, ამიტომ მასთან მიწვდომას ვერ ვახერხებდი. ეს ყველაფერი ერთი პერიოდი შეწყდა და მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო თუმცა შემდეგ უარესი მოხდა.. მან ჩემ უმცროს ძმას მიაგნო. ის პატარა იყო როცა ჩემმა ოჯახმა გააშვილა რადგან მისი გაზრდის სურვილი არ ჰქონდათ. სულ ამბობდნენ რომ მის კი არა ჩემ გაჩენასაც ნანობდნენ და ორივე ფეხებზე ვეკიდეთ. ბექიონი გააშვილეს და იმის მერე არც კი მოუკითხავთ. მასთან ხშირად მივდიოდი ხოლმე, ვუყურებდი როგორ იზრდებოდა და კაცდებოდა. ვცდილობდი რომ მასთან კავშირი მქონოდა.. ეს მოვახერხე კიდეც და შევიტყვე რომ მისთვის მისი ოჯახი ყველაფერია, მთელი მისი სამყარო, ისინი მთელი მისი ცხოვრება არიან და წარმოდგენაც არ მინდოდა რა მოხდებოდა თუ იმას შეიტყობდა რომ ის ადამინები რომლებიც საკუთარ თავს ურჩევნია მისი ნამდვილი ოჯახი არ იყო ვშიშობ ამას ვერ გადაიტანდა. მეშინოდა.. მის გამო მეშინოდა და ამ ნაბიჭვარმაც იპოვა ჩემი სუსტი წერტილი.." ცრემლები თავისით წამომივიდა, მათ ვეღარ ვაკონტროლებდი და საუბარსაც ვეღარ ვახერხებდი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 21, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

my happy virus (Jikook)Where stories live. Discover now