გაზღვევინებ!

868 91 27
                                    

        Jimin's pov.
      ჯონქუქის ტელეფონს ხელი დავავლე და იქვე მდგომ სავარძელში უღონოდ დავეცი. ტელეფონი ჩავრთე და მესიჯების კითხვა გავაგრძელე.

  შენი მესაიდუმლე დაბრუნდა ხომ არ მოიწყინეე? ბოდიში აქამდე ვერ გწერდი რაღაცის გარკვევას ვცდილიბდი შენთვის, შენ კიდე ჩემი არ ყოფნით ისარგებლე და ჯიმინთან ურთიერთობა ააწყვე.. ხოო ეს არ მომეწონა მოკლედ მისგან თავი შორს დაიჭირე თუ არ გინდა შენმა ძმამ თავისი ნამდვილი ოჯახის შესახებ სიმართლე გაიგოს ok? აბაა შენ იცი ჯიმინისგან შორს 😉 მე თქვენ გიყურებთ.

       შენი მესაიდუმლე 😚

ძალიან დავინები.. თარიღს დავხედე რომელიც 10:05:2019-ს აჩვენებდა. ეს ის პერიოდია როცა ჩემი და ჯონქუქის ურთიერთობა გართულდა.. ნუთუ ამის გამო შეწყვიტა მან ჩემთან შეხვედრა? ან საერთოდ ჯონქუქს ძმა ყავს? რატომ არაფერი მითხრა? რისი გამოვლა მოგიწია ჩემთვის ქუქ.. რისი? ტირილი და ყვირილი ერთდროულად მინდოდა თუმცა არცერთი არ გამიკეთებია მხოლოდ კითხვა განვაგრძე. შემდეგი მონაწერი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იყო..

სერიოზულად ჯუნგო? უკვე ერთი კვირაა გითმენთ, იმის იმედით რომ ამ სისულელეს შეწყვიტავ.. მაგრამ არა! ყველა დღე მაინც იგივეს აკეთებ! რატომ დაყვები ჯიმინს ყველაგან სადაც წავა? შეწყვიტე მისი თვალთვალი გაიგეე?! შეტყვიტე მისი დევნა! ხედავ რომ ცუდათაა და შენც გაუჩერებელი მოთქვამ, უკვე მომბეზრდა! მე შენ ბევრჯერ გაგაფრთხილე ახლა კი საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ! ჯიმინს შენი ნებით თუ არ შორდები მაშინ ისე მოვიქცევი რომ ჯიმინმა თვითონვე მოგიშოროს. ეს კი უფრო გატკენს რადგან ის ძალიან შეგიყვარდა გულუბრყვილო ბაჭიავ!

    შენი მესაიდუმლე 😡

ჯანდანა სწორედ ამ დღეს მივიღე მეც ის დედამოტყნული ვიდეო რომელმაც ყველაფეერი გაანადგურა.. ძალიან შეგიყვარდა? მას რა მართლა ვუყვარვარ?.. უამრავი კითხვაა და საკუთარ იდიოტურ ქმედებებსაც ყველა წუთს უფრო და უფრო ვნანობ..

my happy virus (Jikook)Where stories live. Discover now