შეშლილი

831 103 26
                                    

   Jimin's pov.
  ქუქის ჭრილობების გასუფთავება დავასრულე, ფრთხილათ შევუხვიე და ასადგომად მოვემზადე როცა ქუქი მაჯაზე მომეჭიდა. მისკენ შევტრიალდი და დაველოდე რამეს როდის იტყოდა. ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია შემდევ კი თქვა "მადლობა. მადლობა იმისთვის რომ ჩემზე იზრუნე იმის მერეც კი რაც მე გაგიკეთე" გაოცებული შევყურებდი მას და საპასუხოდ ხმა ძლივს ამოვიღე "არაფრის. ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა" უთხარი და სიარული კვლავ დავიწყე როცა მისი ხმა გავიგონე "არა. ესე ყველა არ მოიქცეოდა" მისი ხმა სასურწარკვეთილად ჟღერდა, ნამდვილად რაღაცაზეა იმედგაცრუებული. არ ვიცი რატომ მაგრამ მისი დახმარება მართლა ძალიან მინდა თუმცა მას ჯერ არ ვენდობი. "ცოტა ხანს დაისვენე როცა მოგინდება დაბალა ჩამოდი იქამდე პროექტზე მე ვიმუშავებ. შენ დასვენება გჭირდება" ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი კარი კი უკან ფრთხილად მოვიკეტე. დაბლა ჩავედი ნივთები ამოვალაგე და პროექტიზე მუშაობას შევუდექი. 15 წუთი არ იყო გასული რომ უკნიდან ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი. მივტრიალდი და ხელში ჯონქუქი შემრჩა. მაშინვე მივედი მასთან და ჩხუბი დაუწყე თუ რატომ ადგა ლოგინიდან მე კი ისევ იგივე პასუხი მივიღე რაც გულს საშინლად მიმძიმებდა "არაუშავს. კარგად ვარ. ტკივილს დიდი ხანია შევეჩვიე" ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და დამელოდა სანამ მეც არ შევუერთდებოდი თუმცა მე ისევ გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას. "იქნებ მუშაობა ერთად გაგვეგრძელებინა" მითხრა მან და რეალობაში დამაბრუნა. ნელა მივედი მაგიდასთან და მის პირისპირ დავჯექი. "კარგი ეხლა რას ვაკეთებთ?" იკითხა ქუქიმ. "ამმ პ..პროექტის გა..გაკეთება დავიწყე მაგრამ ჯერ მხოლოდ ინფორმაციის მოძიება მოვასწარი თუმცა ცოტაა კიდევ გვჭირდება"პასუხი გავეცი მე და ჩემი თავი დავწყევლე იმისთვის რომ თავიდან ორი სიტყვა ერთმანეთს ძლივს გადავაბი. "მოდი მე დანარჩენ ინფორმაციას მოვძებნი შენ კი რაც იპოვე იმას მიხედე" შემომთავაზა მან. მე თავი დავუქნიე და ჩვენი საქმის გაკეთებას შევუდექით. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია მხოლოდ რამოდენიმეჯერ გავხედეთ ერთმანეთს.  ასე 1 საათი გავატარეთ. მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდით რაც ჩვენ საქმეს სჭირდებოდა ზედმეტი კითხვის დასმის მეშინოდა კიდეც. მოულოდნელად მისმა ტელეფონმა დარეკა და როდესაც საუბარი დაასრულა ჩანთას ხელი სწრაფად მოკიდა დამემშვიდობა და სახლიდან გავარდა. ეხლა რაღა დაემართა? 
    ლამის მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით თუ რა ჯანდაბა ჭირს ჯონქუქს. ბევრი ფიქრის შემდგომ ერთ დასკვნამდე მივედი ის მე მაბულინგებდა, ჩემთვის არფერს წარმოადგენს ამიტომ დავანებებ თავს მასზე ფიქრს და იმაზე თავის ტეხვას თუ რა ჭირს. მისი პრობლემები მე არ მეხება.
     დილით ადრე გამეღვიძა ამიტომ აბაზანა მივიღე ჩავიცვი ჩემი ჩვეულ ფორმა და დაბლა ჩავედი

      დილით ადრე გამეღვიძა ამიტომ აბაზანა მივიღე ჩავიცვი ჩემი ჩვეულ ფორმა და დაბლა ჩავედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სწრაფად დავემშვიდობე ყველას და სკოლისკენ წავედი. სკოლაში ფიქრებში გართული მივედი თან იმ ფიქრებით რომლებიც მძულს. რატომ უნდა იყოს მანდამაინც ჯონქუქი ჩემს გონებაში? მას თავისი ცხოვრება აქვს რომელიც ფეხებზე მკიდია. ირგვილივ მიმოვიხედე მე რა უკვე სკოლის შენობაში ვარ? ყოჩახ ჯიმინ იმ მონსტრზე ფიქრისას ისე გაერთე ისიც ვერ მიხვდი აქ როდის მოხვედი ვამაყობ შენით. სიარული დავიწყე და ჩემი ისედაც საშინელი დღე ჯენის დანახვამ კიდევ უფრო გაფუჭა. ის ჩემთან მოვიდა ჩაიღიმა და თავის თავს სილა ძლიერად გაარტყა მოიცა რაა? რაა ჯანდაბას აკეთბს? ეს რა საბოლოოდ შეიშალა?  "პაკ ჯიმინ როგორ გაბედე და გოგს ხელი როგორ დაარტყი?" უცებ დაიწყო ყვირილი "მტკივაა" ყვიროდა და თან მის ნიანგის ცრემლებს ყრიდა. ყველა მასთან მოცვივდა მე კი შოკისგან ადგილიდან ვერ ვინძრეოდი ამ გაუგებრობიდან ხელის მთელი ძალით დარტყმამ გამომაფხიზლა რომელიც ჩემი კედელზე მინარცხებით დასრულდა. "ბიჭებთან ვერაფერს აკეთენ და ეხლა გოგოებს ურტყამ არა?" დაიღრიალა ვიღაცა ბიჭმა. რაა? ხელს მე ვურტყამ? ხმა უნდა ამომეღო როცა მუცელში დარტყა ვიგრძენი და მუხლებში მოვიკეცე, მათ ესე იოლად არ დავნებდები ამ ძუკნას თავისი არ გაუვა  ფეხზე ავდეგი რასაც ჯენის ხმამაღალი ტირილი და ბიჭების გინება მოჰყვა. უცბათ გავიგონე თეჰიონის ხმა რომელიც ჩემს სახელს გაყვიროდა. ის ბავშვების ბრბოში შემოიჭრა თუმცა სანამ ჩემთან მოახლოებას მოასწრებდა ორმა ბიჭმა დააკვა და განძრევის საშუალება არ მისცა. მე თეჰის გაუღიმე, თავი დაუქნიე და ისევ ამ ბიჭს მოუბრუნდი რომელსაც მგონი დღეს პირველად ვხედავდი. მან ხელი მაღლა ასწია რომ დაერტყა. მე თვალები დავხუჭე ტკივილი მოლოდინში. ირგვლივ მხოლოდ ყვირილი მესმოდა შემდეგ ისევ სილის გაწნის ხმა გავიგონე და უცებ ყველა დადუმდა. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა ის იყო რომ... მე ტკივილი არ მიგრძვნია.

my happy virus (Jikook)Where stories live. Discover now