არჩევანი

353 32 14
                                    

ჯინის პოვ: წერილი წითელი ასოებით, სულ ახალდაწერილი ჩანდა. იქ უცნაური წარწერა იყო გაკეთებული და წითელი ფერი ჰქონდა. ეს სისხლია... გავიფიქრე მე და წარწერას დავაკვირდი. წინადადებიდან, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ამოვიცანი. "არჩევანი" "სიკვდილი" "ჯენი" და "ჰოუფი" არ ვიცოდი რა მექნა, ჩავფიქრდი. უცებ ხმამ გამომაფხიზლა." რა გაქვს მანდ" მითხრა მონიმ. მე აკანკალებული ხელებით გავუწოდე წერილი მას. მან წერილს დახედა და ამომხედა. შეშფოთებული სახე ჰქონდა. მისმა სიტყვებმა შინაგანად დამანგრია და გამანადგურა. "ის ითხოვს რომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ჯენი ან ჰოუფი" გული ამიჩქარდა, ვერც გავიგე ისე ჩამომიგორდა თვალზე ცრემლი და როგორ გაიკვალეს ცრემლებმა ჩემს სახეზე გზა.
ლისას პოვ: ჯინმა რაღაც წერილი იპოვა. რაც იმ წერილს დახედა, მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მონი ჩემსკენ განადგურებული წამოვიდა და ყურადღება ითხოვა, ბავშვები მოვიდნენ, მონიმ კი წერილის კითხვა დაიწყო."არჩევანი გააკეთეთ და აირჩიეთ,ჯენი ან ჰოუფი წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეულს ოჯახებს ამოგიხოცავთ და თქვენც მოგკლავთ" ჩავიკეცე. რა უნდა ვქნათ! ახლა რაღა ვქნათ! ნამტირალევი ხმით ვთქვი. "სად არიან! სად არიან! სად არიან, წყეულო არამზადავ! იყვირა ქუქიმ
უცებ კაწვრის ხმა გაისმა, იქ არავინ იყო, მაგრამ იატაკი გაიკაწრა, თითქოს ვიღაც ბრჩხილს უსვამსო, ნაკაწრმა ერთ ოთახთან მიგვიყვანა, კარი შევაღეთ და ჰოუფი და ჯენი დავინახეთ, ერთმანეთზე  ზურგით იყვნენ მიბმულები.
ჯენის პოვ: არ ვიცი როგორ, მაგრამ გვიპოვეს. "მოკლედ ჯენი, გვაიძულებენ თქვენგან რომელიმე ავირჩიოთ" თქვა იუნგიმ და ჩვენ შემოგვხედა. მის თვალებში უდიდესი სევდა იკითხებოდა. ჰოუფი გადაარჩინე... ჰოუფი გადაარჩინე გთხოვ... გთ-ხო-ვ, ყელში ბურთი გამეჩხირა, ტირილი მიდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი, ის ვერ მოკვდება... ვერ მოკვდება!! გთხოვ... გთხოვ.... მე მომკალი!
მონის პოვ: ქალის ხმა გავიგე
"მოსაფიქრებლად 5 წამს გაძლევთ, ჯენი თუ ჰოუფი. 5....4.....3....2.... და...
"ჯ...ჯე..ჯენნი" ვთქვი ძლივს, სუნთქვა შემეკრა და სულიერათ გავნადგურდი ჯენი ისევ ისეთი სიყვარულით მიყურებდა, არ მჯეროდა რომ ბოლოჯერ ვხედავდი მის პატარა ცხვირს და ლამაზ ტუჩებს.
"გაიმეორე" ისევ ქალის ხმა გავიგე.
ჯენი მოკალი. გავიმეორე ჩაწყვეტილი ხმით. ჯენი იქიდან გაქრა.... სამუდამოდ გაქრა...
მაპატიე ჯენი...
🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴🔴
შევეცადე კარგი გამომსვლოდა. იმედია მოგეწონათ ❤

☠let's play☠ (დასრულებული)Where stories live. Discover now