😦 გაქცევა😦

303 26 4
                                    

ლისას პოვ: ახლა უკვე ის ქალი მომღიმარი სახით იყურებოდა, ავადმყოფური ღიმილით... ვაღიარებ, მზად ვიყავი ფანჯრიდან გადავმხტარიყავი, ის ქალი თვალებს ახამხამებდა და პირს ამოძრავებდა. საათის ისრევი მოძრაობდნენ და მათი ხმა ჭრიალს იწვევდა "ტიკ ტაკ ტიკ ტაკ" ასე გრძელდებოდა ხმაური. ქალის ღიმილს და საათის ისრებს წვიმის ხმაური ემატებოდა და საშინელი სინქრონი იქმნებოდა. უცებ წამიერად დამთავრდა წვიმა, ქალის ღიმილიც გაქრა და საათის ისრებიც გაჩერდა, ფანჯარაზე კაკუნი გავიგე. კაკუნი არ ჩერდებოდა. თავის მიტრიალება არ მინდოდა. "კაკ კუკ კაკ კუკ" ეს არ იყო უბრალო კაკუნი, ეს რაღაც მელოდიას ქმნიდა, ეს მელოდია კი საიდანღაც მეცნობოდა.
თავის მიტრიალების მეშინოდა, ვიცოდი რომ იქ კარგი არაფერი მელოდა და სწორედ ამიტომ თავი ნელა შევატრია ლე და რაღაც საშინელება დავინახე. ფანჯარასთან ვიღაც ქალი იყო და ავადმყოფურად იღიმოდა თან ფანჯარაზე აკაკუნებდა, ეს... ეესს ისს ქალია იმმ სახხლშში რომმ იყყო. ასე გავიფიქრე, პორტრეტს გავხედე მაგრამ იქ არავინ იყო... შემეშინდა, კაკუნი გაძლიერდა მე კი საბანში ჩავიმალე და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი. რატომ არ შეიძლება რომ ნორმალურად ვცხოვრობდე... რატომ მე.. რატომ მე... რატომ! ცრემლები წამომივიდა. ვტიროდი.. აღარ შემეძლო და გადავწყვიტე გავქცეულიყავი სადმე შორს ოღონდ არა აქ, ვიბრძოლებ, პირობას ვდებ ვიბრძოლებ რომ გადავრჩე, ვიბრძოლებ რომ ჩემი მეგობრები გადავარჩინო... ბოდიში ლილი. ვერ გენდობი...მაპატიე და ნახვამდის...იმ "ვიღაცის" დღიური ავიღე და ფანქჯარას მივუახლოვდი, ნაბიჯები მცირდებოდა... ღია ფანჯრისკენ მივიწევდი, ბოლოს მივედი კიდეც და რაფაზე ნელა შევდექი, არა... აქ ღამე ვერ დავრჩები.... არა.... მე ამას შევძლებ, შევძლებ აუცილებლად... 3...2...1... და გადმოვხტი... ისევ ეს წყეული ტყე და ისევ ეს წყეული ხეები... ისევ ეს ბეჭედი... გარშემო მიმოვიხედე და სახლისკენ სვლა დავიწყე, ეს დღიურიც მომქონდა. მივდიოდი ტყეში მთვარე ანათებდა, ჩემს სახეს მთვარის შუქი ეფინებოდა. რომ არა ის დღე როცა თავგადასავლებს ვეძებდით... რომ არა ის დღე როცა ბეჭედი ვიპოვე ყველაფერი კარგად იქნებოდა... თავი ჩაღუნული მქონდა და ფეხსაცმელს ვუყურებდი რომელსაც, balenciaga ეწერა. ასე მივდიოდი სანამ ქალის ნაცნობი ხმა არ გავიგე.... ძალიან ნაცნობი ხმა...

☠let's play☠ (დასრულებული)Where stories live. Discover now