ბეჭედი?

288 29 4
                                    

ლისას პოვ: კარზე დავაკაკუნე და... კარი მოხუცმა ქალმა გამიღო, რომელსაც თმა უკვე გასჭაღარავებოდა და თბილად იღიმოდა. იმ მომენტში ყველაზე მეტად საჭმელი მინდოდა, ძალიან მშიოდა. "გამარჯობა რა გნებავთ?" მითხრა მოხუცმა მე კი ყველაფერი მოკლედ, რამდენიმე წინადადებით მოვუყევი. "შემოდი, სულ გალუმპულხარ, ამ ღამეს აქ დარჩი და ხვალ დილით წადი" ეს სიტყვები მითხრა და კარი ფართოდ გამიღო. საშუალო ზომის ოთახი იყო, მაგრამ ძალიან მყუდრო და ნათელი. შუაში მაგიდა იდგა, მაღლა ნათურა ეკიდა რომელიც ოთახს ანათებდა, იქვე ბუხარი იყო სადაც ცეცხლი გიზგიზებდა და ორი პატარა დივანი ედგა წინ. იმ ქალბატონმა სახლში შემიპატიჟა და მაგიდასთან დამსვა.ჩაი დამისხა და ორცხობილები მომცა. მალევე ვაზა გამოიტანა, სადაც ხილი და უამრავი ტკბილეულობა იყო. მე ძალიან კონტაქტური ადამიანი არ ვარ, ამიტომ იმ ქალბატონს მადლობა გადავუხადე და ჭამა დავიწყე. ცოტა ხანში ისიც მომიჯდა და მკითხა: " რა გქვია?" მე ლისა ვარ, კონკრეტულად კი ლალისა მანობანი. შეგიძლიათ ლისა დამიძახოთ. და თქვენ რითი მოგმართოთ?  ვკითხე მე. "ლილი... უბრალოდ ლილი დამიძახე." მითხრა მან. გასაგებია. ვუთხარი მე და ჩაის დასალებად ხელი გავწიე, მაგრამ მაშინვე შევწყვიტე, როცა დავინახე მისი მზერა რომელიც ჩემს ბეჭედზე იყო მიმართული. "ეს ის ბეჭედია ხო, რომ მითხარი?". დიახ, უფროსწორად კი. ვუთხარი მე. მას სახეზე აღელვება დაეტყო."ეს... ეს.... ძალიან საშიშია" მითხრა მან. რა მოხდა?. ვუპასუხე მე. "ახლავე გეტყვი. კლარა და კეტრინის მითზე, თუ ლეგენდაზე გაგიგია რაიმე?" კი, ვიცი. ვუპასუხე მე. " ხოდა მომისმინე, დააკვირდი ამ ბეჭედს, რას ხედავ?" მე თვალები დავაწვრილე და ჩვეულებრივ ვუთხარი რომ უბრალო ბრილიანტს ვხედავდი. მან ამოიხვნეშა და თქვა."ეს ბეჭედი კლარას ეკუთვნის, შენ მისი პირველი მპოვნელი ხარ, კიდევ ერთხელ დააკვირდი მას." მე თვალები დავაწვრილე და 7 ბიჭი დავინახე, ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან! შევშფოთდი მე.ლილიმ კი განაგრძო" მისი პირველი მპოვნედი და ბეჭედზე გამოსახული ადამიანები ერთმანეთისთვის არაფერი არ უნდა იყვნენ, ეს დაუშვებელი და საშიშია, მითხარი რომ არ იცნობ!" ანერვიულებულიი თვალები მომაბყრო და ინტერესით მიყურებდა. მე ვუპასუხე, რომ ვიცნობდი. "ჯანდაბა" ჩაილაპარაკა მან. "ბევრის გადატანა მოგიწევთ, ძალიან ბევრის..." მითხრა მან. რრ....ისს.. ვუთხარი ხმის კანკალით. " პირველი მპოვნელისთვის თუ ბეჭედზე არსებული პიროვნება/პიროვნებები რამეს ნიშნავს, მათ ერთად უნდა შეასრრულონ, ძალიან რთული დავალებები რომ ბეჭედს წყევლა მოეხსნას, ხოლო თუ ბეჭედს მოიხსნი, შენც და ის 7 ბიჭიც მოკვდება.დაიმახსოვრე, ბეჭედი ნელ-ნელა შენს დამონებას ცდილობს, მაგრამ, არასოდეს... არასოდეს არ მოიხსნა, ეს არც კი გაიფიქრო. ა რ ა ს ო დ ე ს
⭕⭕⭕⭕⭕⭕⭕⭕⭕⭕⭕⭕
იმედია ძალიან უაზრო არაა და მოგეწონათ. ❤🧡💛💚💙

☠let's play☠ (დასრულებული)Where stories live. Discover now