თავისუფლება

744 44 1
                                    

მე მაშინვე წამოვარდი,როგორღაც თავიდან მოვიშორე მისი ცხელი და დაკუნთული მკლავები,რომლებსაც ვყავდი ჩახუტებული.ეს მე არ მინდოდა მაგრამ გონება მკარნახობდა რომ სწორად არ მოვიქცეოდი თუ არ ავდგებოდი,გულს კი დარჩენა უნდოდა.მას ვერ ვპატიობდი ყველაფერს რაც გამიკეთა,ვფიქრობ არასდროს არ ვაპატიებ.(ახლა არ თქვათ არასოდეს თქვა არასოდესო,რადგან მაინც არის შანსი რომ ის რაღაც მოხდეს,რაზეც ვამტკიცებთ რომ არ მოხდება.მე ამის არ მჯერა).მინდოდა რამე მეთქვა,სიტყვები არ მემორჩილებოდნენ,თავში უამრავი აზრი და სიტყვა იყო,მაგრამ ვერც ერთს წარმოვთქვამდი.მერე ძალა მოვიკრიბე და დავიწყე:

-ალექსი მეზიზღები,მინდა რომ თავი ჩემგან შორს დაიჭირო

-კაი რა მია,მეგონა ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ

-შენ შეიძლება მართლაც დაივიწყე ყველაფერი,მაგრამ მე ეს არ შემიძლია

ეს იყო ბოლო სიტყვა რაც ვთქვი,გამოვარდი მისი ოთახიდან და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი,მივრბოდი და ტან ვტიროდი.ოთახში ტასო არ დამხვდა,გადმოვიღე ჩემოდანი და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე,როცა მოვრჩი აბაზანაში შევედი,შხაპი ცოტას მომადუნებდა ვიცოდი.წყალი გადავივლე,შორტი და გრძელი მაისური ჩავიცვი,როცა ტასო შემოვიდა ოთახში:

-რას აკეთებ მია

-მე მივდივარ

-სად?ხო არ გაგიჟდი

-სახლში ,არავვის უთხრა გთხოვ

-ამდენ წვალებას ასე ერთი ხელის მოსმით ჩაყრი წყალში?

-გკოცნი აბა შენ იცი გაერთე

   ჩქარა გამოვედი ოტახიდან,გზაში ალექსი და ლაზარე შემხვდნენ,რაღაც მკითხეს მაგრამ ვერ გავიგონე,ისე  ჩქარა მივდიოდი გზაში სამი ადამიანი გავიტანე.სასტუმროს წინ  ტაქსი იდგა,მას გავყევი.

-საით წავიდე მის

-აეროპორტში

უკან აღარც გამიხედავს.მთელი გზა  ვფიქრობდი ალექსი თუ გამომეკიდა,მაგრამ ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ბილეთი ვიყიდე,ფრენა ერთ საათში იყო,მობილური გამოვრთე,მინდოდა ცოტა ხნით ყველაფრისგან დამესვენა.თან წიგნი მქონდა წაღებული სიყვარულის 40 წესი,ყველა მის ქებაში იყო,ამიტომ გადავწყვიტე მეც წამეკითხა,მთელი გზა თვითმფრინავში წიგნს ვკითხულობდი,მინდოდა ყველანაირი ფიქრი რაც კი თავში მიტრიალებდა გამექარვებინა და რუმინეთში დამეტოვებინა.რომ ჩამოვფრინდი  დილის9 საათი იყო,მთელი გზა ვერ დავიძინე,საშინლად გამოვიყურებოდი,ლაპარაკის თავი არ მქონდა,სახლში მისვლა არ მინდოადა,დედა მკითხავდა ათას რამეს,შეიძლება ჩხუბიც გაემართა,ამიტომ გადავწყვიტე სადმე წავსულიყავი,ფული  საკმარისად მქონდა,ამიტომ ბახმაროში გადავწყვიტე წასვლა.გზად მაღაზაში შევიარე საჭირო ნივთები,რამდენიმე   ჰუდი და თბილი ტანსაცმელი ვიყიდე,რამდენიმეც წიგნი და ტაქსით ავედი გურიაში,ულამაზესი ადგილი იყო,ნისლს ზემოდან მოვექეცით.თან პროფესიონალური ფოტოაპარატი მქონდა,ყველა კადრს ვაფიქსირებდი,მიყვარს როდესაც მეხსირერებაში აღბეჭდვის  გარდა ფირზეც გადმომაქვს ნანახი,ზოგადად ჩემი ჰობია ფოტოგრაფია.

   ბახმაროში უამრავი პატარა კოტეჯი იყო,მძღოლმა მკითხა ადგილი უკვე მქონდა მოძებნილი თუ არა ,ძალიან საყვარელი მოხუცი იყო რადგან შემომთავაზა სახლის მოძებნაში დაგეხმარებიო,ულამაზესი ხის კოტეჯი ვიქირავე ერთი კვირით სულ სამი ოთახი იყო.ერთი დიდი შესასვლელი სადაც დიდი ბუხარი,პლაზმური ,დიდი ტყავის დივანი,უამრავი პლედით იყო,მეორე საძინებელი და მესამე აბაზანა,ჰო სამზარეულოც შემოსასვლელში იყო.შესვლისთანავე ვიფიქრე ეს რა სამოთხეში მოვხვდი მეთქი.სიმარტოვე მშვენიერი იყო,ბევრი მქონდა საფიქრელი და გადასაწყვეტი,ცოტა ხნით სოციალურ ქსელებს და სამყაროს მოვწყვდი.....

სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now