...

731 45 10
                                    

ერთ-ერთ მაღაზიასთან შევჩერდით,გიორგის ხელი უხეშად მოვიშორე.

მე:კაი აბა წავედი,მადლობა დახმარებისთვის.აღარაფრის თქმა აღარ დავაცალე და გავშორდი იქაურობას.სახლში მივედი თუ არა  საწოლზე გადავარდი და ასეთ გაშეშებულ მდგომარეობაში ვიყავი დიდხანს,რამდენ რამეზე მქონდა საფიქრელი,მაგრამ ყველაფერი ჩემს ტვინში ერთიანად იყო არეული და რომელიმეს გამოცალკევებას ახლა ნამდვილად ვერ შევძლებდი,ამ ფიქრებში ვიყავი რომ  ტელეფონზე მესიჯი მოვიდა.დავხედე,ალექსი იყო:გილოცავ!

-რას მილოცავ

-შეყვარებულის გაჩენას

-ააა ხო,მადლობა

-...

   ეს სამი წერტილი რაღას ნიშნავს,აუ ამ ბიჭმა მე ნამდვილად დამღალა, ხო შეიძლება რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს,მაგრამ მერე ,მე რა მეშველება მის გარეშე არ შემიძლია,ხანდახან ვფიქრობ ლექციაზე რომ არ მოვიდეს და არ ვნახო გული გამიჩერდება.აღარაფერი მიმიწერია,მისი გაგება რთულია,თვითონაც იმის მაგივრად რომ საქმე გამიმარტვოს უფრო ართულებს. გადავწყვიტე რომ საერთოდ აღარ გავცე ხმა და აღარ მივწერო,ამიტომ მისი ნომერი ამოვშალე მობილურიდან,მაგრამ რათ გინდა ზეპირად ვიცი და აზრი.

   ლექციები დუნედ მიდიოდა.უნიში არაფერი საინტერესო არ მომხდარა რომ მოსაყოლად ღირდეს.ერთმანეთს არც კი ვუყურებთ მე და ალექსი და არც ხმას ვცემდით. რათქმაუნდა,მე ყველას ჩამოვშორდი აღარ მინდოდა ამ ყალბი სახეების ყურება.

    შემოდგომით სახლში მივდივართ,რადგან რთველი  გვექნება,უამრავი სტუმარი მოვა,თანაც ერთი კი არა ორი რთველი მაქვს ხოლმე,ბებიასთან და ჩემთან,ამიტომ მე და დედა მოვემზადეთ და რამდენიმე დღით გადავწყვიტეთ სახლში დაბრუნება,თან ისე მომიწია რომ პრასკევს საღამოთი მივდიოდით და შაბათი,კვირა და ორშაბათიც იქ ვიქნებოდით,ორშაბათს სვეტიცხოვლობა იყო.

სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now