....

693 40 1
                                    

ნოუთბუქის ეკრანზე ჩემი და ალექსის ფოტო ეყენა,ძალიან გამიკვირდა ეს ფოტო მე 7 კლაში გვქონდა გადაღებული.მივუახლოვდი კომპიუტერს და ფაილი შევნიშნე რომელზეც არაფერი ეწერა,ჩავრთე  და გავოცდი იმდენი ფოტო იყო ჩემი მაგრამ არც ერთი ჩემი გადაღებული,ნეტავ საიდან აქვს ეს ფოტოები გაოცებული ვიყავი,როცა  ანას ხმა გავიგე

-მია ვერ იპოვე?

მაშინვე შევავლე თვალი ოთახს და წითელი ყუთი ვიპოვე,ავიღე და გამოვიტანე ძალიან ლამაზად იყო შეფუთული

-მია ეს ჩემი საჩუქარია შენთვის,იმედია მოგეწონება

-მადლობა ანი  დეიდა რატომ წუხდებოდი

-არა რას ვწუხვდები შენც ხომ ჩემი შვილი ხარ შენ და ალექსი რამ გაგყოთ

ამ დროს ალექსი შემოვიდა ოთახში და მკითხა

-მომეხმარები წვეულების ორგანიზებაში?

-ანი რა კარგია მოგეხმარება ჩვენო ყოჩაღი გოგო აბა რას იზავს,მე მამიდაშენთან მივდივარ  და გვიან დავბრუნდები აბა თქვენ იცით

არც კი ვიცოდი რა მეთქვა ,ჯერ სურათების  ამბავი ვერ გადამეხარშა რამდენი კითხვა მქონდა,ეს დღე კი შესანიშნავი შანსი იყო ყველაფრის გასარკვევად.

-კაი და რით დავიწყოთ

-მოდი ჩამოვწეროთ ყველაფერი რაც გვჭირდება,მერე წავიდეთ და ვიყიდოთ

-კაი ოღონდ ჩემი მანქანით მივდივართ

-კაი,დაიწყე აბა და მე ჩავიწერ

-ესეიგი შოკოლადები, ბევრი პიცა,ხაჭაპურები,სასმელი, წვენები,კიდე რა?

-ვინ მოდის?

-შენ ვინმე განსაკუთრებული გინდა რო მოვიდეს

-შენზე განსაკუთრებული ვინ მყავს

-ეგეც მართალია.თქვა და მაცდური ღიმილით შემომხედა

მერე  მანქანით წავედით საყიდლებზე,მოვიტანეთ და ყველაფერი მოვაწყეთ.ისე დავიღალეთ ერთმანეთს ვეყუდებოდით.

-იცი?მითხრა ალექსიმ

-რა

-მომენატრე

-როდის მოასწარი?არაფერი უთქვამს,უეცრად ხელში ამიყვანა და სირბილი დაიწყო

სიძულვილსა  და სიყვარულს შორისМесто, где живут истории. Откройте их для себя