...

653 44 4
                                    


დიდხანს ვიბოდიალეთ ფეხით ისე,რომ არაფერი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.

-ალექსი მანქანას შენთან დავტოვებ და ხვალ ჩამომიყვანე,მე ფეხით წავალ სახლში

-ჩემი მანქანით წაგიყვან წამო

-არა ფეხით მინდა წასვლა

-მაშინ ჩაგაცილებ

-არ მინდა მადლობა

-კაი რა წამოგყვები

-გთხოვ

-კაი ხო,ოღონდ მიხვალ თუ არა დამირეკე

-კაი.ვაკოცე შუბლზე და წამოვედი,უკან რამდენჯერაც გავიხედე იდგა და მიყურებდა

გზაზე გადავდიოდი,როცა საიდანღაც მანქანა გამოვარდა, მეტი  აღარაფერი მახსოვს.

ალექსის pov

 ვფიქრობდი როდის მივა,რომ დამირეკოს მეთქი.მარტო არ უნდა გამეშვა,გული აჩქარებული მქონდა ვერ ვხვდებოდი რატომ,გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა.ცოტახანში მიას ნომერი დაიწერა მობილურზე,გამიხარდა და ვუპასუხე

-მია მიხვედი?

-გამარჯობა ,თქვენ ალექსი ხართ?

-დიახ მე ვარ,თქვენ ვინ ბრძანდებით?!

-მე სავაადმყოფოდან გირეკავთ,მიას მანქან დაეჯახა და უგონო მდგომარეობაშია,იქნებ მოხვიდეთ

ბოლო რამდენიმე სიტყვა ვეღარ გავიგე,თვალზე ბინდი გადამეკრა,ძლივს შევიკავე თავი მეც რომ არ წამსვლოდა გული.სახლიდან გიჟივით გამოვარდი,მანქანა 200ით მიმყავდა,მივედი და მიმღებში  ვიკითხე რომელ პლატაში იყო მია,კიბები სწრაფად ავიარე,მაგრამ არ შემიშვეს პალატაში ოპერაცია ახლახანს დამთავრდაო და მთხოვეს რომ ახლობლებისთვის შემეტყობინებინა,მაგრამ მე ვერ შევძლებდი მიას დედასთან დარეკვას,გაგიჟდებოდა,მია დედისერთა იყო,ყველას მას დაფოფინებდა  და მის ოჯახის წევრებს რომ გაეგოთ ვერ გადაიტანდნენ,ამიტომ გადავწყვიტე ჯერ არავისთვის არ დამერეკა და დავლოდებოდი როდის გამოფხიზლდებოდა მია.გადავწყვიტე თიკა დეიდასთვის დამერეკა, მიას დედისთვის და მეთქვა რომ ჩემთან რჩებოდა,თვთონ კი არ ეცალა რომ დაერეკა,მართალია რამდენჯერმე მითხრა დამალაპარაკეო,მაგრამ როგორღაც დავარწმუნე,რომ რამდენიმე საათში თვითონ დაურეკვდა.მოსაცდელში ვზივარ უკვე 2ი დაიწყო,ექთანი გამოვიდა მიას პალატიდან

-როგორ არის?გონს მოვიდა?

-გილოცავთ გონს მოვიდა და ყველაფერი კარგად არის,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,შეგიძლიათ ნახოთ,გახსენებდათ

-მადლობა

გავიგე თუ არა ეს,შევარდი პალატაში

-მია როგორ ხარ?მისი ხელი ავიღე და კოცვნა დავუწყე

-შენ?

-როგორ შემაშინე,ასე აღარასდროს მომექცე,რას ფიქრობდი ასე უყურადღებოდ რატომ მიდოდი გზაზე,მე უშენოდ სუნთქვაც არ შემიძლია

-როდის გამწერენ?

-არვიცი არ დავლაპარაკებივარ მაგაზე ექიმს,დედაშენი ნერვიულობს დავურეკავ და  ელაპარაკე,ვუთხარი რომ ჩემთან რჩებოდი

-კარგი,მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის

-რა ბოდიში გოგო ნუ მაგიჟებ

მთელი ღამე  მიასთან დავრჩი,თვალი არ მომიხუჭავს სულ მას ვაკვირდებოდი და თმებზე   ვეფერებოდი,რომ გაწერენ ცოლობა უნდა ვთხოვო,მეტი მის გარესე არარ შემიძლია.

დილით ექიმი შემოვიდა და გასინჯა მია.

-ყველაფერი კარგდაა შგიძლიათ 2 საათისთვის წახვიდეთ სახლში,უბრალოდ რამდენიმე დღე ნუ დაიტანთ ძალას.2 საათზე გამოვედით სავადმყოფოდან,მია რაღაც უხასიათედ იყო

-გაწუხებს რამე?

-არა რაიყო?

-აბა რაღაც  ნაღვლიანი სახე გაქვს,თითქოს ტირილს იწყებდე

აღარ მიპასუხა არაფერი,მეც აღარ გამიგრძელებია არ გადავღალო მეთქი,მანქანაში ჩავჯექით თუ არა ტირილი დაიწყო...


სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now