Untitled Part 14

794 36 11
                                    


იმ ყველაფრის  შემდეგ რაც გავაცნობიერე,რომ ალექსი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა.გადავწყვიტე შორს წავსულიყავი და ამ სიტუაციას გავქცეოდი.მთელი ღამე ფიქრში გავატარე,სად და როგორ შეიძლებოდა გადასვლა საცხოვრებლად და სწავლის გაგრძელება.ის ფაქტი რომ უნიში ახალი გადასული ვიყავი,საშუალებას მაძლევდა რომ საბუთები გადამეტანა და უცხოეთში დამეწყო თავიდან სწავლა,არ  ჩამოვრჩებოდი და ახალ პროფესის კარგად დავეუფლებოდი,საფიქრალი იმდენი მექნებოდა,რომ ალექსის დავივიწყებდა.თუმცა იოლი არ იყო ქვეყნის დატოვება,ფინანსები და ათასი წვრილმანი საქმეა მანამდე მოსაგვარებელი.ხვალვე წავალ უნივერსიტეთში და სწავლის საქმეს მოვაგვარებ.ვიფიქრე მაგრამ ამასთან ერთად ვერ ვანებებდი ფიქრს ალექსიზე,მობილური ავიღე და ინსტაგრამზე შევედი ვიფიქრე გულს გადავაყოლებდი,მაგრამ იქაც ალექსის მიერ დადებული მისი და თავის შეყვარებულის გადაღებული ფოტო წარწერით ჩემი ცხოვრება,არვიცი როგორ შეიძლება აღვწერო ყველა ის გრძობა,რომლებმაც  მთელი სხეული მოიცვა,გული თითქოს ისეთ წვრილ ნაწილებად დაიშალა,რომ ვეღარასდროს შეერთდებოდა,შიშმა და სიცივემ მომიცვა ავდექი და რამდენიმე საბანი დავიფარე რომ როგორმე გავმთბარიყავი,ისე ჩამეძინა ვერც გავიგე.

   დილას ავდექი,ფარდები გადავწიე ოთახში და ეზოში ჩვენ საყვარელ ადგილას მჯდომი წყვილი დავინახე,რა საშინელებაა,როცა შენი საყვარელი ადამიანი ასე შორსაა შენგან,მასზე არანაირი უფლება არ გაქვს,მოიკითხო,შენი გრძონობები გაუზიარო,მერე ფარდები გადავწიე და ყავის გასაკეთებლად გავედი,დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა შემატყო რომ ვერ ვიყავი ხასიათზე

-მია როგორ ხარ?

-ვარ რა

-რაღაც ფერი არ გადევს,რამე ხომ არ გტკივა

-არა არაფერი

ვიფიქრე ვეტყოდი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ,მაგრამ ვიცოდი გაბრაზდებოდა და ამას არ დაუშვებდა,მე კი თუ აქ დავრჩებოდი ვიცოდი დიდხანს ვერ გავუძლებდი.ყავა მალევე დავლიე,ჩავიცვი და უნივერსიტეტისკენ გავეშურე.კარებში  ვატო შემხვდა

სიძულვილსა  და სიყვარულს შორისWhere stories live. Discover now