7

720 70 11
                                    

მხოლოდ რამდენიმე წამი მოახერხა გონზე ყოფნა ანისიამ, ზუსტად იმდენი რამდენიც მისი სიტყვების გასაგებად იყო საჭირო და ტკივილისგან და შოკისგან გონება დაკარგა. გახეთქილი ტუჩიდან და გატეხილი თავიდან წამოსულმა სისხლმა ჯერ სახე დაუსველა, შემდეგ ღია ჩალისფერი იატაკი დაფარა წითლად.
ედგა ზემოდან და უყურებდა, არასდროს უგრძვნია ეჭვიანობა, არც ახლა გრძნობდა... უბრალოდ ცხოვრებაში პირველად ითხოვა რაღაც გაეკეთებინათ მისთვის, უმნიშვნელო რამ რაც გოგოსაც სიამოვნებას ანიჭებდა და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა მისთვის. და ცხოვრებაში პირველად ვერ მიიღო ის რაც უნდოდა, არ გაიმეტა მისთვის ის რაც შეიძლებოდა ყველასთვის გაეკეთებინა და გაეზიარებინა. ერთი წამითაც არ უცეკვია მისთვის, ერთი წამითაც არ უფიქრია მასზე ცეკვის დროს, შიშიც კი დავიწყებული ქონდა რაც მის თავს გაახსენებდა იმ მომენტში, გრძნობებს მისცა თავისუფლება და მის არცერთ გრძნობაში მოიძებნა ჰარის ადგილი.
ამან გააცოფა, პირველად დააკარგვინა კონტროლი საკუთარ თავზე, აქამდე მის მიმართ ნეიტრალური ახლა უდიდეს ზიზღს და დამცირებას გრძნობდა, რაღაც მომენტი ისიც იფიქრა რომ დაეგდო ასე და დაეცალა სისხლისგან, მაგრამ ისევ მისი მიზანი გაახსენდა, ხელში თუ ჩააკვდებოდა ვერ მიაღწევდა საწადელს, მეორე იმედგაცრუებას ვეღარ გადაიტანდა, მკაცრად აღუთქვა თავს პირობა რომ ეს პირველი და უკანასკნელი იყო რაც ვერ მიიღო. 
ხელში აიყვანა, იმდენად მსუბუქი იყო სხეული, არ მოელოდა და ინერციით გვედზე გადაქანდა, ეგრევე გაიშალა მხრებში, ოთახიდან გამოსვლისას იდაყვი ჩამრთველს აკრა და შუქი გათიშა, საწოლთან მიიყვანა და დააწვინა, სააბაზანოდან პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა, გახეთქილ ტუჩს არ დაეძებდა, საერთოდ არ ფიქრობდა გოგოსთვის ტკივილის შემსუბუქებას, მთავარი იყო სასიცოცხლოდ საშიში ჭრილობისთვის მოევლო, თითქოს გაეხარდა გასაკერი რომ არ აღმოჩნდა, არა იმიტომ რომ მასზე ღელავდა, იმიტომ რომ მისი კივილი და პანიკები უნდა აეტანა და ალბათ მისი დაბმაც მოუწევდა, მერე რამდენიმე დღე მისი "მორიდება" რომ რამე სერიოზული არ დამართვნოდა და ისევ მის გეგმებს არ შეშლოდა ამით ხელი.
ჭრილობა რომ დაუმუშავა ოთახში გავიდა და ის გულისგამაწვრილებელი მუსიკა გამორთო რაც სამუდამოდ შეიძულა ამ წუთიდან, ბნელ ოთახს თვალი მოავლო, ისევ ყველგან ერთიდაიგივე სახე დაინახა, ისევ ერთიდაიგივე თვალები, თავი გააქნია, ირონიულად ჩაიცინა და აუჩქარებლად გამოვიდა იქიდან. სავარძელში ჩაჯდა და უგონოდ მყოფს დაუწყო ყურება. რამდენიმე საათი გავიდა, მალე გათენდებოდა. ის ისევ გაუნძრევლად იჯდა, ასე შეეძლო ყოფილიყო სულ, არასდროს აწუხებდა მოუსვენრობა, თითქოს უბრალოდ ერთ ადგილს შეეზრდებოდა და შეიძლება ვერც შეგენჩნია მისი არსებობა რომ არ გცოდნოდა რომ იქ იყო.
როცა ინათა წამოდგა და ნელა დახედა გოგოს, შეამოწმა სუნთქავდა თუ არა. შემდეგ ისევ შებრუნდა და ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. არ აპირებდა მის გაღვიძებას, ჯერჯერობით ჯანმრთელი სჭირდებოდა და ნაადრევად არ უნდა გამოსცლოდა ხელიდან.
შუადღის ორი საათი იყო ანისიას ჯერ კიდევ არ გაეღვიძა, შემოსასვლელ კარზე ჯერ ბრახუნი ატყდა შემდეგ ზარის ხმა გაისმა. ბიჭი წამოდგა და ფეხაკრეფით მივიდა კართან, ჩუმად გაიხედა და ნაცნობი სახის დანახვაზე კედელს აეკრა. როგორც ჩანს ეიდენმა ვიტრაჟების მხარეს გადაინაცვლა და ახლა შუშის კარებზე დაიწყო კაკუნი.
ანისიამ ძლივს გაახილა თვალები, ტკივილი აღარ უგრძვნია უბრალოდ გაბრუებული იყო, ნელა წამოჯდა საწოლზე და ეიდენი დაინახა რომელიც ხელს უქნევდა და კარის გაღებისკენ ანიშნებდა. ხელის მოძრაობით ანახა ანისიამ დალოდებოდა და ეიდენიც კედლის უკან გაუჩინარდა.
      თხელი აბრეშუმის ხალათი შემოიცვა. შემოსასვლელში გასულს ძლიერი ხელი რომ შემოეხვა წელზე და ცივმა ხმამ ყურში ჩასჩურჩულა ნებისმიერი შეცდომა შეიძლება მისი და მისი მეგობრის სიცოცხლედ დასჯდომოდა, მაშინ მიხვდა რომ არანაირი სიზმარი არ ყოფილა და რეალურ კოშმარში იმყოფებოდა. მორჩილად დაუქნია თავი და მას შემდეგ რაც ჰარი სააბაზანოს პატარა ჰოლში გაუჩინარდა ანისიამ ეიდენს სახლში შემოსასვლელად  გაუღო კარი.
      - მაპატიე... უბრალოდ არც გუშინ მოსულხარ მასთან და... ანუ ვგულისხმობ მის საფლავზე და... - დაბნეულად დაიწყო ბიჭმა, ეტყობოდა შეშინებული იყო - არც დღეს გამოჩნდი, შენგან ეს ცოტა უცნაური... ღმერთო რა გჭირს სახეზე ანისია??
     - არაფერია ეიდენ, არაფერია, მე უბრალოდ ვცეკვავდი და ზედმეტად შევიჭერი როლებში, თან დიდი ხანია ინტენსიურად აღარ ვვარჯიშობ, ფორმაშიც აღარ ვარ - ისე დამაჯერებლად იტყუებოდა ლამის თვითონ დააღო პირი
      - ღმერთო შენ რა დამუშავებაც არ გიცდია?? სად გაქვს სპირტი და ბამბა??
     - არა მეთვითონ მივხედავ, უბრალოდ გუშინ ზედმეტად გადავიღალე და ვარჩიე პირდაპირ დამეძინა - ანისია ცდილობდა რაც შეიძლება მალე მოეშორებინა თავიდან
- ანისია გელოდები მომიტანე ყუთი - მტკიცედ თქვა ბიჭმა და საწოლზე უხერხულად ჩამოჯდა
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ამ სახლში ბოლოს იყო, არც არაფერი შეცვლილიყო მას შემდეგ, თავს უცნაურად გრძნობდა, თითქოს უშველებელი უფსკრულიც გაეჩინა დროს და თითქოს ეს დრო არც ყოფილა, სხვადასხვა გრძნობები ირეოდა მასში.
ანისია დაბნეული გამოვიდა ყუთით ხელში სააბაზანოდან და ეიდენის წინ დაჯდა.
ჰარი მოთმინებით იდგა და ჩრდილიდან უყურებდა როგორ უმუშავებდა ჭრილობას ბიჭი ანისიას, როგორ ნაზად ეხებიდა ტუჩზე, როგორ უთრთოდა ხელები და ზუსტად იცოდა ეს მარტო იმიტომ არ იყო რომ ფრთხილობდა. ბიჭი რაღაც ძლიერს და მნიშვნელოვანს გრძნობა გოგოს მიმართ, რაღათქმაუნდა ადამიანების ამოცნობაში დახელივნებულს ეს არ გამოეპარებოდა და არც გამოპარვია. ვერ ახსნიდა რა იგრძნო იმ წამს, ეს არ იყო არც მოწონება, არც ეჭვიანობა, ეს იყო რაღაც დაუოკებელი სურვილი დაეცვა სხვისი ბინძური ხელებისგან თავის საკუთრება. არავის ქონდა უფლება შეხებოდა მისას სანამ მისი ერქვა. შემდეგ კი თუ მისგან გადარჩებოდა წარბიც არ აუტოკდებოდა ისე გაიმეტებდა თუნდაც სასიკვდილოდ. მხოლოდ იმიტომ რომ ვერავინ ხედავდა თავს უფლება მისცა და მუშტები ისე შეკრა ვენები დასკდომამდე დაებერა.
თუთქოს მიხვდა ანისია უცნობი ამდენს აღარ მოითნენდა და წამოდგა. ეიდენიც წამოდგა ... არ უნდოდა წასვლა და რაიმე სიტყვას ეძებდა რაც დაეხმარებოდა ლაპარაკში შეეყოლიებინა, უხერხულად შეიცურა თმებში გაშლილი ხელის მტევანი და ჭიქა წყალი მოითხოვა. სანამ ანისია წყლით უკან დაბრუნდებოდა იდგა და საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა თავჩახრილი.  უხეშად გამოართვა, ხმაურით დადო მაგიდაზე, თვითონვე ვერ მოასწრო გააზრება ისე მიიზიდა ანისია თავისკენ და თითქოს ამ წყურვილს გულისხმობდა თავშეუკავებლად დააცხრა ტუჩებზე. მერე მთელი ძალით მოიშორა გოგომ, თვალებზე ცრემლები ჩამოუგორდა, მილიონ მიზეზს იტევდა თითოეული, იცოდა ქერამ იმ საზღვარს გადააბიჯა რასაც მეგობრობა ერქვა, რასაც ერთგულება ერქვა, იცოდა ის ამას არ აპატიებდა, ის ვინც იქვე ჩრდილში იდგა და მუჭებს უარესად უჭერდა. მაპატიე გევედრებიო ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და დაუფიქრებლად მოიჯახუნა ანისიას სახლის კარები ეიდენმა. გოგო ნელა შემობრუნდა, ტანჯვით და დასასრულის მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო ჩრდილიდან გამოსულს. სახლს გამოემშვიდობე ანისიაო ისევ გაუმართლა შიში მისმა ღიმილნარევმა სიტყვებმა.

Alive   (დასრულებული)Where stories live. Discover now