30

551 60 13
                                    

- რა ჯანდაბაა? - საშინლად გაღიზიანდა
- უბრალოდ სჯობს წავიდეთ - ანისიასაც ხასიათის წახდომა ეტყობოდა
- რა ჯანდაბას ნიშნავს შენი საქციელი ?! - თითო სიტყვა დაუმარცვლა და მკვეთრად გაუსვა ხაზი
- არ შეიძლება დაღლილი ვიყო და დაბრუნება მინდოდეს? - ენა ებმებოდა ნერვიულობისგან
- ხვდები მაინც რას ამბობ??? დაბრუნება გინდა! დაღლილს! შენი საყვარელი სახლიდან ჩემს სახლში??!! ასე უცებ როცა ორი წუთის წინ დარჩენა მთხოვე?? - ხმის კონტროლი არც უცდია ისე გადავიდა ყვირილზე
- ხო ჰარი! ხო!
- ეს იმის გამოა რომ შენთან სექსი დავაპირე??? არააა... არამგონია იცი??? ეს დედამოტყნული! უნდა ვაღიაროთ არც აქამდე გდომებია ეს არცერთხელ! მაგრამ ხომ მაინც ვაღწევდი ჩემსას!
- რეებს ამბობ? - ანისიამაც არ დააკლო ყვირილი
- იქნებ ამ ადგილის წაბილწვა არ გინდა? ეს ხომ თქვენი ბუდეა????!!!! - ირონიამ მთლიანად შეუცვალა სახის გამომეტყველება
- გეყოფა! - მართალია იმ თემას არ შეხებია რაც ასე აშინებდა და ამის გამო თავს უფრო მშვიდად გრძნობდა, მაგრამ ჰარის სიტყვები საშინლად აბრაზებდა
- რატომ მეყოფა? თქვი რა ჯანდაბა ხდება?
- ჰარი ამაზე ხომ ვილაპარაკეთ დღეს? მე ხომ აგიხსენი ყველაფერი, ისევ ამას რატომ აკეთებ? - შედარებით მშვიდად უთხრა იმის იმედით რომ ბიჭის დამშვიდებასაც გამოიწვევდა
- ანისია მე შენ გეფერებოდი, შენ უმიზეზოდ წამოხტი და ჩაიცვი! ეს ნორმალურია? - თავადაც შეეცადა თავი მოეთოკა
- უმიზეზოდ არ ყოფილა ჰარი! - ისევ უმტყუვნა ნერვებმა - მეტკინა!
- ტუჩები შეგახე ამის დედაც! ისიც არ ვიცი საერთოდ შეგახე თუ არა!
- არ ვიცი ჰარი - ტირილი აუვარდა - არ ვიცი! წავიდეთ გთხოვ!
- როგორც იტყვი! - უხეშად მიუგდო და თვითონვე გავარდა პირველი გარეთ
ხმას არცერთი არ იღებდა, უსიტყვოდ მიაბიჯებდნენ ტყეში
- ახლა მაინც რა ჯანდაბას აკეთებ? - ისევ უხეშად ჰკითხა გოგოს
- რას ვაკეთებ? - ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან
- ჩანთა სად არის???
- ბოდიში რომ ისე გავარდი ყურადღებაც არ მომაქციე და ბოდიში რომ მარტო ვერ ვათრევდი! - ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდა მისი სიტყვები გამეფებულ სიჩუმეში
- ამის დედაც! ამის დედაც! წამოდი! - ხელი მაჯაში ჩაავლო და ანისიას სახლისკენ მიბრუნდა
- შემეშვი! ვეღარ დავდივარ! დავიღალე! - გზადაგზა აწევდა სიტყვებს
- ჩამოჯექი და დამელოდე - იქვე ბალახზე მიუთითა ხელით და სწაფად მოშორდა, არ უნდოდა დიდხანს დაეტოვებინა ღამე ტყეში, მართალია უცხო იშვიათად თუ შემოაბიჯებდა ამ ტყეებში და ანისიაც საკუთარი ხელის გულივით იცნობდა ამ ადგილებს მაგრამ აქ ჩამოსვლის მეორე დღეს მომხდარი ახსენდებოდა და შიში იპყრობდა მის გოგოსაც იგივე არ დამართნოდა, სწრაფად შევიდა სახლში და მოზრდილ ჩანთად დაავლო ხელი, შეამჩნია ელვა გახსნილი იყო, ისევ ძირს დადო და შეკრა, მხარზე გადაიკიდა, კარი ჩაკეტა და ისევ ბილიკს დაადგა ტყისკენ. ანისია ძირს მჯდარი დახვდა, ხეს იყო მიყუდებული და მისძინებოდა.
- ადექი წავედით! - სიამაყე არ უშვებდა რომ ტონი შეერბილებინა
- არ შემიძლია... - მისუსტებული ხმით უპასუხა გოგომ
- დამეყრდენი - ხელი გაუწოდა
- არ შემიძლია ჰარი, ფეხეჰი თითქოს დაბუჟებული მაქვს ... - თვალები ეხუჭებოდა
ჩანთა თავზე გადაიტარა, ისე რომ მისი დაჭერა აღარ დასჭირვებოდა ანისია ხელში აიყვანა
- არც კი გაბედო დაძინება! ამაზე ვილაპარაკებთ სახლში რომ მივალთ! - შეეცოდა და ოდნავ მშვიდი ხმით უთხრა მაგრამ გოგო კარგად გრძნობდა რამდენად იყო გაბრაზებული
- რომ მეძინება იმაზე? თუ რატომ გიწევს ჩემი ხელით თრევა - ეცადა იუმორით ეპასუხა
- ტყუილად ცდილობ! ეს არ გაჭრის!
- სულ ასეთი უხასიათო რატომ ხარ?
- ამას ახლა, ამ სიტუაციაში სერიოზულად მეკითხები? - ზემოდან ჩამოხედა ჰარიმ
- ზედმეტად გადაჭარბებული რეაქცია გაქვს ყველაფერზე - ცხვირი აიბზუა ანისიამ
- ხო რათქმაუნდა, რატომ უნდა მწყენიდა რომ ჩემი შეყვარებული საწოლიდან გამექცა?? - დაუფიქრებლად მიაყარა ერთმანეთს
- შენი ვინ? - გაეღიმა
- რა? - ჰარი თითქოს ახლა გამოფხიზლდა
- შენს შეყვარებულად მომიხსენიე? - ღიმილს ვერა და ვერ იკავებდა
- ასე არ ეძახით როცა გოგო და ბიჭი ერთმანეთს ხვდება? - გაღიზიანდა
- ვეძახით? უცხო პლანეტიდან ხარ და არ ვიცი? - ახლა ანისიასაც დატყო მობეზრება
- თქვენ ყველა იქცევით უცხო პლანეტაზე მცხოვრებლებივით - მიხვდა რომ თავს ვეღარ იცავდა
- რატომ? რომ გვიყვარს? რომ გვიხარია? მეგონა შეცვლა გინდოდა?
- ახლა ხელს გაგიშვებ! - შეუბღვირა
- ვერ გიტან!
- დღეს მითხარი რომ უკვე მოგწონვარ - ისე თქვა გეგონებოდათ წინ ედგა ვითაც და მას მიმართავდა
- მაგის გარდა კიდევ ბევრი რამ გითხარი! მაგრამ ვინაიდან მეტი ვერაფერი გაიგე ასკარად შევცდი!
- რაში შეცდი? - ახლა იკადრა და ჩამოხედა
- უკვე მომწონხართქო რომ გითხარი! - თავადაც ჯიქურ თვალებში ჩახედა და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მოადინა ბრაგვანი რბილ ბალახზე
- ამ ორ ნაბიჯს იმედია თავად გამოივლი - ზურგს უკან მიაძახა და სახლში შევიდა
- ო ღმერთო - ამოიკვნესა და ძლივს წამობობღდა - იღბლიანი ვარ რომ ბეტონს არ დავასკდი, იდიოტი - ბურტყუნებდა თავისთვის

ოთახში შევიდა და ჩანთა იატაკზე დააგდო, შეამჩნია რომ ისევ გახსნილი იყო, ჩაიმუხლა და წვალება დაუწყო, გაფუჭებულიყო და შუაში იყო გადახსნილი, ეცადა ბოლო თავი გამოეძრო და თავიდან ეცადა ელვის კბილები სწორად დაემიზნებინა ერთმანეთისთვის
- რას აკეთებ - უცებ ანისიას ხმა გაიგო
- ელვა გაფუჭდა ვცდი... - სიტყვა ვერ დაასრულა, ანისია ჩანთას მივარდა
- რამე ხომ არ გადმოვარდა? რამე დაიკარგა? - აღელდა
- რა უნდა დაკარგულიყო - გაღიზიანებულმა ახედა
- გაიწიე - უხეშად გაეია ბიწი და უწესრიგოდ ჩაყრილ ნივთებში ძებნა დაიწყო, ჰარი გაკვირვებული უყურებდა, პორტატული ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათი და სამი ძველი ფირი ამოიღო ანისიამ
- ამისთვის ატეხე ამბავი? - ნივთებზე მიანიშნა ჰარიმ
- ესენი ჩემთვის ძვირფასია!
- ხო რათქმაუნდა
- ახლა არ დაიწყო! - თითი ცხვირწინ აუქნია და ნაბიჯი გადადგა, რა დროსაც ხელიდან რაღაც გაუვარდა და მახვრევის ხმამაც არ დააყოვნა, შეშინებულმა აწია ფეხი და მის ქვემოთ პლასტმასშემოცლილი მეხსიერების ბარათი დაინახა - ჯანდაბა! ჯანდაბა! ხედავ რა გააკეთე?!
- მე გავაკეთე? - გაკვირვებულმა ჰკითხა ჰარიმ
- შემეშვი! - აშკარად ორივესთვის ცუდი თამე იყო
- მანახე - მშვიდად თქვა და გატეხილი ნივთი ხელში აიღო
- დამიბრუნე!
- შევაკეთებინებ დამშვიდდი - ხელში დაატრიალა და შეათვალიერა - სქემა არ უნდა იყოს დაზიანებული, მხოლოდ ბუდე გატყდა როგორც ჩანს
- სქემაც დაზიანებულია - თან ჩანთიდან ნივთების ამოლაგებას აგრძელებდა
- შენ რა იცი?
- სრც აქამდე იხსნებოდა, ბევრჯერ ვცადე...
- ამისთვის მიყვირე აბა? თან ისე რომ მე არაფერი მიქნია - შეეტყო რომ ეწყინა
- მაპატიე, უბრალოდ მაინც მქონდა იმედი და ახლა გატეხილი რომ დავინახე... - თავი ჩახარა
- ასეთი მნიშვნელოვანია?
- არ ვიცი...
- შენ რა დამცინი? - ვერ იგებდა
- ჩემი არ არის, მისია - ძლივს ამოილაპარაკა - გთხოვ... - უნდოდა ეთქვა ამაზე არ ვიჩხუბოთო მაგრამ ჰარიმ გააწყვეტინა
- დამშვიდდი, ვეცდები შევაკეთებინო სქემა - ჯიბეში ჩაიდო
- მადლობა ... - ჩუმად ჩაილაპარაკა, ბიჭს არაფერი უპასუხია, სახლის კარი გაიხურა და წავიდა


- ედ მისმენ? - ეიდენმა ბიჭს ხელი სახესთან აუფრიალა
- ჰა? ხო ხო, ჯანდაბა არა მაპატიე, ფიქრებში წავედი, რას მეუბნებოდი?
- რადა რა ვქნათქო, ანისიას დეიდის მისამართი არ ვიცი რომ წერილი მივწერო, მაგრამ ვფიქრობ შემიძლია მისი ნომერი გავიგო, ჩვენი ბიბლიოთეკარის შორეული ნათესავია მისი ქმარი, უხერხული იქნება?
- ვისი ქმარი?- დაიბნა
- ანისიას დეიდის, იმ გოგოსი, ვემი ბავშვობის მეგობრის, რა გჭირს დღეს - გამომცდელად შეხედა
- აჰ არაფერი - თვალები დახუჭა და ხელით შუბლი მოისრისა - რაღაც საქმეები მქონდა და მგონი გადავიღალე
- კარგი, მითხარი როგორი აზრია? - ისევ თავის საფიქრალს დაუბრუნდა
- არ მგონია კარგი იყოს - მტკიცედ თქვა და ალკოჰოლი მოსვა ჭიქიდან
- ასე ფიქრობ? - სახე მოეღუშა ეიდენს
- შენ როგორც მომიყევი არც მანამდე იჩენდა დიდ ყურადღებას შენს მიმართ, უფრო არ გაბრაზდეს, მგონი ზედმეტია, არ გეწყინოს მეგობარო, ხომ გესმის არა? - არაფრით არ უნდა დაეშვა რომ ეიდენს ანისიას დეიდასთან დაერეკა, საპასუხოდ კი მოიფიქრებდნენ რამეს მაგრამ ნორას ზედმეტად ანერვიულება და რამეში დაეჭვება არ აწყობდა.
- მართალი ხარ ძმაო, როგორც ყოველთვის, სჯობს შევეშვა ამის დედაც - კიდევ ერთი ჭიქა შეუვსო
- არა ეიდენ - ჭიქა უკან მისწია - უნდა წავიდე
- ანუ ხვალამდე?
- ხვალამდე - უკვე კართან იყო მისული რომ უცებ მობრუნდა და დაუძახა - ეიდენ! შენ საუკეთესოს იმსახურებ! - ეიდენს სახე გაუნათდა და ხელი აუწია
დიდხანს დაბოდიალობდა ქალაქის ქუჩებში, არ უნდოდა სახლში დაბრუნება, ანისიასთან უნდოდა მაგრამ სახლში არა, ინატრა კიდეც აქ ჰყოლოდა, უცებ ერთი აზრი დაებადა და ქალაქის გარეუბანში, პატარა ჩიხდი შეუხვია, რამდენიმე საფეხური ქვემოთ ჩაიარა და ყრუდ მიაკაკუნა შავ კარზე, კედლის ფერიდან გამომდინარე, ამ სიბნელეში რომ არ გცოდნოდათ ვერც იგიქრებდით რომ აქ კარი შეძლება ყოფილიყო, კარი რომელიც უხმოდ გაიღო და მასპინძელს შეწუხები სახე გაკვირვებით და შიშით შეეცვალა
- არ მელოდი არა? ... ცუდად ჩაიცინა

Alive   (დასრულებული)Where stories live. Discover now