39

521 66 10
                                    

მისი ხელები თავისაში მოიქცია და სიყვარულით სავსე მზერით ჩახედა თვალებში, დიდხანს აკვირდებოდა, იმ სიღრმეებში შეეძლო ჩაწვდომა სადაც ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლებოდა მიეკუჭა და თავადაც მივიწყებოდა, მაგრამ არა მას, არა ჰარის, ყველაფრის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა, ყველაფერს იმახსოვრებდა და იმ ადგილზე ინახავდა გონებაში, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეტანა, არ ივიწყებდა არც სიტყვას, არც საქციელს, არც დროს, ადამიანების მზერასა და გამოხედვასაც კი იმახსოვრებდა, რა დროს რა ამინდი იყო და ქარი საიდან ქროდა ამის დამახსოვრების აუცილებლობაშიც ვერ შეატანინებდი ეჭვს, ღრმად სწამდა რომ ყველაფერს თავის დანიშნულება ჰქონდა, ერთადერთი მისი რწმენა ყოველთვის გარემოებების მნიშვნელობა იყო, დიდი მნიშვნელობა, და მუდამ ამართლებდა კიდეც ასეთი დამოკიდებულება. ახლაც უყურებდა და ყველაფერს ერთად ხედავდა, მის სევდას თვალებში, რადგან მასზე ნერვიულობდა, მის გრძნობებს, რასაც აჩქარებული გული ამოწმებდა, მის აღწლვებას ჰარის სიახლოვის გამო, აცახცახებული სხეული გასცემდა, თავდადებას და სინაზეს, სიძლიერეს და ბრძოლის სურვილს, ყველაფერი ერთად უყვარდა მასში და არ შეეძლო დაეთმო და გაეშვა
- სულელო... - მზრუნველი ხმით უთხრა და თბილად გაუღიმა
- რა ჰარი, რა? შენ გგონია მე არ შემიძლია შენთვის რაიმე კარგის გაკეთება? - ბავშვივით გაჯიუტდა ანისია
- იმაზე მეტი... იმაზე კარგი, რა უნდა გამიკეთო რაც უკვე გააკეთე შენი არსებობით - ცერა თითებს ნაზად უსვამდა ღაწვებზე
  - თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია ჰარი, თან მე თუ ისედაც განწირული ვარ, გამოდის რომ არც არაფერს ვწირავ ამით, შენ კი, შენ ისწავლი რა არის ცხოვრება, ბედნიერებით და ემოციებით სავსე, და გამოვა რომ ჩვენს შეხვედრასაც ფუჭად არ ჩაუვლია - ვარსკვლავები უციმციმებდნენ თვალებში ისეთი აღფრთოვანებით უხსნიდა ამ ყველაფერს
- და იმაზე რას იტყვი რომ უშენოდ არც არაფერი მინდა, და ზუსტად იმიტომ რომ შენ არსებობ და შენთან ყოფნის საშუალება მეძლევა, ამიტომ გამიჩნდა თავისუფლების სურვილიც - წამიერად დაეწაფა მის ტუჩებს, ანისიას ცრემლებმა მის ლოყებზეც გაიკვლიეს გზა - ახლა სჯობს დაიძინო, ხვალიდან ყველაფრის გარკვევას და მოგვარების გზების ძებნას უნდა შევუდგეთ, აუღელვებლად და ცივი გონებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი
     - შენ ჰარი? - არ აუხედავს მის მკლავებში ჩაფლულმა ყრუდ ამოილაპარაკა
     - რა მე? - უცებ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ანისია
     - შენ არ აპირებ დაძინებას? - უფრო მიეკრო გულზე - თუ დაძინებას არა, დაწოლას მაინც - უცებვე დაამატა
      - მინდოდა ცოტა კიდევ მეფიქრა... იქნებ რამე გამომრჩა... იქნებ რაღაცას ვერ ვხვდები... - ჩაფიქრებულმა თითქოს საკუთარ თავს უთხრა
     - იცი ჰარი, არ მეძინება, მართლა, ხომ არ სჯობს დავწვეთ და ერთად ვიფიქროთ, ვისაუბროთ ამაზე და იქნებ უფრო მივაგნოთ იმას რასაც შეიძლება ყურადღება არ მივაქციეთ... - მისი მუხლებიდან წამოდგა და ხელი გაუწოდა
     - შეიძლება მართალიც ხარ... - ხელი ჩასჭიდა და მძიმე ნაბიჯებით გაჰყვა საძინებელ ოთახში

Alive   (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang