38

563 67 18
                                    

     - ანისია! - სახლში შესულს რატომღაც ეგონა სამზარეულოში დახვდებოდა
     - აქ ვარ ჰარი - საძინებლიდან მოესმა მისი მისუსტებული ხმა
     - ყველაფერი რიგზეა? - საწოლთან დაიხარა და ჯერ ტუჩებზე, შემდეგ კი შუბლზე აკოცა
     - კი ჰარი, უბრალოდ თითქმის მთელი დღეა ფეხით დავდივართ - ბიჭსაც ძალიან უყვარდა მისი ღიმილი
     - მოდი მე რამეს მოგიმზადებ, ჭამითაც არაფერი გიჭამია, მე ძლიერი გოგო მჭირდება - ნაზად ეფერებოდა ხელით თმაზე
     ანისიამ თავი დაუქნია, ჰარი რომ ოთახიდან გავიდა, თავად სააბაზანოში შევიდა და ცხელი წყლის დაგუბება დაიწყო ვანაში
     - რამე მსუბუქი გირჩევნია თუ... - მაცივრში პროდუქტებს არჩევდა და ისე გამოსძახა, პასუხი რომ ვერ მიიღო ოთახისკენ დაიძრა, წყლის ხმამ მიახვედრა რომ სააბაზანოში იქნებოდა და შეღებულ კარებთან კედელს მიეყუდა, სახეზე ღიმილ აკრული ტკბებოდა სანახაობით, როგორ იხდიდა ანისია ნელი მოძრაობით, ჯერ მაისური გადაიძრო და მხოლოდ ბიუსჰალტერის ამარამ ჩაიხსნა ელვა შარვალზე, გაშლილი თმები წინ ჩამოეშალა როცა მის დაბლა ჩაწევას ცდილობდა და ხელის ერთი მოძრაობით მხრებს უკან გადაიყარა, ჰარის გაეცინა ჯერ საცვლები რომ მოიშორა სხეულიდან და როგორც ყოველთვის წინდები ისევ ეცვა, სიცილს ვნებიანი ოხვრა ამოაყოლა და ანისიას ყურადღებაც მიიქცია...
     - ღმერთო ჰარი! - შერცხვენილმა წამოიძახა და წინდებიანად ჩახტა წყლით სავსე ვანაში
     ბიჭის ხარხარმა ექოდ გაიჟღერა აბაზანის ქვის კედლებზე, იცინოდა და ვერ სულიერდებოდა, თითს მისი ფეხებიაკენ იშვერდა, მაგრამ სულს ვერ ითქვამდა რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა
     - ძალიან სასაცილოა ჰარი! ძალიან! - გაბრაზებულმა უთხრა ანისიამ და გალუმპული წინდები ფეხებიდან გაიძრო
     - უუბრალოდ იმმის ... - ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა სიცილის შეწყვეტას - იმმის კითხვა მმინდა - ანისიას სახის დანახვაზე უფრო და უფრო ეძალებოდა ხარხარი - რას შე..შეჭამ - ძლივს მოაბა თავი სათქმელს
     - ჯანდაბას ჰარი! გადი აქედან! - სიბრაზე არ გადასვლოდა ანისიას
     - ნუ მიბრაზდები ანისია - მისკენ წავიდა და ვანის ნაპირზე ჩამოუჯდა - არ გიკვირს რომ თავი შევიკავე და უბრალოდ ვიდექი?
     - უნდა მიკვირდეს? - მკრთალი ღიმილი შეეპარა
     - უნდა გიკვირდეს, თავის შეკავებით არასდროს გამოვირჩეოდი, თან როცა საქმე შენ გეხება ყველაფერი უფრო რთულადაა ... - დაიხარა და ისევ აკოცა
     - საჭმლის მომზადებას აღარ აპირებ? - სიტყვა გააწყვეტინა დარცხვენილმა
     - ვაპირებ ანისია, მადლობა თქვი რომ დღეს მშიერი ხარ, არ მინდა შიმშილით მომიკვდე, თორემ აქედან ფეხს ვერ მომაცვლევინებდი - სიცილით თქვა და წამოდგა - სალათი გირჩევნია თუ რაიმე წვნიანი?
     - სალათი უკეთესი იქნება...
     - როგორც ჩემი ქალბატონი იტყვის - თავი დაუკრა და სააბაზანოში მარტო დატოვა

Alive   (დასრულებული)Where stories live. Discover now