19

675 71 5
                                    

      ღრმა ოხვრა ამოაყოლა სუნთქვას, გულის სიღრმეში ესიამოვნა რომ ანისიამ ღირსად ჩათვალა გაეფრთხილებინა, მაგრამ იმაზე ეჭვიც სჭამდა რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, ზეინის საფლავის მოვლა რომ დაევალებინა, რა სისულელეა? ამას ხომ ისედაც გააკეთებდა, მას უყვარდა ზეინი, ის ძმასავით ყავდა და ისევე განიცდიდა მის სიკვდილს როგორც ანისია, უბრალოდ კაცებს შედარებით უჭირთ ემოციების გამოხატვა, მითუმეტეს სხვისთვის ამის ჩვენება ეთაკილებათ. ზეინზე ფიქრებმა ისე შეიბყრო არც დაუსვენია ისე გაემართა მისკენ, გუშინ არ მოსულა... ზედმეტად ცუდად გრძნობდა თავს, ის წერილი გაახსენდა, თავი უსუსურად იგრძნო, როგორ შეიძლებოდა ასე არევოდა გონება და მოჩვენებოდა და ნათლად დაენახა ის, რაც სინამდვილეში არ ყოფილა... თავის მდგომარეობიდან გამომდინარე დარწმუნდა რომ ანისია სწორად მოიქცა ცოტახნით ამ ყველაფრისგან გარიდება რომ გადაწყვიტა, უყვარდა და უნდოდა კარგად ყოფილიყო, მართალია მისგან შორს იქნებოდა, მაგრამ მთავარია თავს უკეთესად იგრძნობდა. საფლავთან მუხლი მოიყარა, ახლად ამობიბინებულ მწვანე ბალახში უხეშად ამოშვერილი მომხმარი ფოთოლი მოაშორა
- ანისია წავიდა... ცოტას დაისვენებს... ცხოვრება უნდა განაგრძნოს ... დამავალა აქ მევლო - ჩაეცინა - მაინც ზრუნავს შენზე... იცი მე... მე გუშინ ამ დროის განმავლობაში პირველად ვიგრძენი როგორია მეგობარს ელაპარაკო... კარგი ბიჭი ჩანს... მგონი ყველანი ვაგრძელებთ ცხოვრებას... - ნელა წამოდგა - მთელი გულით ვწუხვარ ძმაო რომ შენ ჩვენთან ერთად არ ხარ. ამ სიცარიელეს ვერ ამოავსებენ, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ - კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და მთელი ღამის უძილო და დაღლილი სახლისკენ გაეშურა, უნდა გამოეძინა, ამაღამ ისევ თავის პატარა ბარი ელოდა, ქალაქის მოზუზუნე მცხოვრებლებით.

- იფიქრე ანისია, იმდენს ვხვდები რომ ასე ჰაერში გასროლილი პასუხი ჩემთვის საიმედო არ იქნება - უჩვეულოდ მშვიდი ხმა ჰქონდა, შეიძლება ითქვას გადაღლილიც - ხომ გესმის, მე დარწმუნებული უნდა ვიყო. ახლა მოდი და დაწექი, უკვე გათენდა და არ გიძინია.       
       ანისია წამოდგა და ჰარის გვერდით საბნის ზემოდან წამოწვა, ხმა არ ამოუღია, ჯერ კიდევ უჭირდა იმ ყველაფრის გონებაში დალაგება რაც ჰარისგან მოისმინა.
- საბნის შიგნით ანისია - ანისიამ სიტუაციის გამწვავებას თავი აარიდა და მორჩილად შეწვა შიგნით. ისე ჩაეძინა ჰარი არც კი შეხებია, თითქოს პირადი სივრცე დაუტოვა რომ ფიქრში ხელი არ შეეშალა.

Alive   (დასრულებული)Where stories live. Discover now