სასაფლაო I

489 34 2
                                    

წვიმდა, ისე წვიმდა თითქოს ცა ჩამოქცევას აპირებდა.

"მოზომილი ნაბიჯებით მივაბიჯებდი, არ მაინტერესებდა არც წვიმა, არც ქარი და ის სიცვივეც რომელიც ასე მივლიდა სხეულში.
ბევრმა წელმა განვლო, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებია ჩემთვის, ის ალბათ ახლა ჩემით ამაყობს რადგან სურვილი ავიხდინე, მის სისრულეში მოსაყვანად კი არასდროს არაფერი დამიშურებია."

თავის ფიქრებში გართული ვერც კი ხვდებოდა, რომ მარტო არ იყო.

ცივი ქარი მის ქერა თმას წეწდა, სახეში წვიმის წვეთებს აყრიდა, მაგრამ სხეული კვლავ წინ მიიწევდა, თაიგულს რომელიც აქ მოსვლამდე მოხუცი კაცისგან იყიდა მთელი ძალით ებღაუჭება, მოვიდა კვლავ დადგა ერთადერთი ადამისნი ცივი ქვის წინ რომელით მისით ყოველთვის ამაყობდა, მისი ყოველთვის სჯეროდა და მთელი გულით უყვარდა.

სხეულმა, დასველებული მიწისკენ იწყო დახრა, მუხლები მიწას მიაბჯინა და ყვავილები ქვასთან ახლოს მიწაზე დააწვინა.

- მენატრები ბებია, იცი ყველაფერი რთულად მეჩვენება შენს გარეშე... - დაიწყო ქერათმიანმა, წვიმა ისევ სახეში ურტყამდა თავის დიდრონ წვეთებს.
- მაგრამ არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა სამსახურშიც და ჩემს ოჯახშიც. - გაეცინა ბიჭს, ოჯახს იმ ქალს უწოდებდა რომელიც მისთვის ხელსაყრელ დროს სხვსთან იკლავდა თავის სურვილებს.
ხელები სასაფლაოს მიწისკენ წაიღო და საყვარელი ბებიის საფლავის გასუფთავებას შეუდგა ფოთლებისგან, თანაც ჩუმად თავისთვის აფრქვევდა ცრემლებს.

იქვე მდგას მეორე სხეულს კი გულს უკლავდა სანახაობა.

როცა ქერათმიანი საფლავის გასუფთავებას მორჩა, მალევე წამოდგა მუხლები დაიფერთხა, მთლიანად დასველებულიყო ძლიერი წვიმის გამო, ქერა თმიდან შეუჩერებლად მოედინებოდა წვეთები, შავი მოსაცმელი კი რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა მხოლოდ რამოდენიმე ადგილას იყო მშრალი, შარვალიც სველი იყო და მას ეკვროდა.

- კარგი ბებია, მომდევნო კვირას გნახავ, არ მოიწყინო. - ქვაზე დატანილი ქალის სახეს გაუღიმა და ისევ ნელი და მოზომილი ნაბიჯებით დაიწყო სვლა.

მეორე ფიგურა კი სასაფლაოს კარებამდე მიჰყვებოდა, ნელა და მისგან ფარულად.

- სად იყავი ძვირფასო. - მთლიანად სველ ბიჭს, წინ დაახლოებით მისი სიმაღლის გოგონა შეხვდა, რომელიც თავიდან ღიმილით შეეგება ბიჭს ხოლო მერე როცა მისი მდგომარეობა გაანალიზა სახეზე მწუხარება დაეტყო.

- სასაფლაოზე ვიყავი იური. - მოკლედ უთხრა და გოგონა გზიდან ჩამოიცილა.

- თეჰიონ, იქნებ შეწყვიტო იქ სიარული... - დაბალ ხმაზე დაიწყო გოგონამ.
- ხომ ხედავ როცა იქედან ბრუნდები ყოველთვის საშინელ ხასიათზე ხარ. - დაასრულა და დამწუხრებული მზერით გახედა მეუღლეს.
თეჰიონს კი ახლა მისი "დამწუხრებული" სახითვის ყურება უფრო ცუდ ხასიათზე აყენებდა, გოგონას გაუთავებელი პირფერობა კი გულს ურევდა, დიახ იმ ქალი სახე და არსებობა ურევდა გულს რომელიც ადრე თავდავიწყებით უყვარდა.

- ჩემს კაბინეტში ვიქნები. - წყნარად უთხრა და კიბეზე სვლა დაიწყო.

ის ღამე თეჰიონმა მთლიანად კაბინეტში გაატარა.

~together again~___Taekook___जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें