სასაფლაო X

134 28 8
                                    

ჯიმინი ცდილობდა მეგობარს დაწეოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

თეჰიონმა იქაურობა წამებში დატოვა, მიდიოდა და მხოლოდ ერთზე ფიქრობდა, დღეს ხომ კვირა არ იყო ? მაშ, დახვდებოდა კი ჯონგუკი სასაფლაოზე ?

უეცრად გადაირბინა ტროტუარი, წამით მზერა დაუბნელდა, მაგრამ მლევე მოვიდა გონს და სვლა გააგრძელა.

თეჰიონი უკვე სასაფლაოს ჭიშკრისკენ მიდიოდა, მაგრამ არ მისალმებია მოხუცს, ყვავილებიც არ უყიდია, მოხუციც ისე იქცეოდა, თითქოს ქერას მთელი სისიწრაფით არ ჩაექროლა მისი დახლის წინ, მოხუცი კი იჯდა და ისევ და ისევ თაიგულის შეხვევით იყო გატაცებული.

თეჰიონი თავს საოცრად თავისუფლად გრძნობდა და ამავე დროს გული უსაშველოდ დამძიმებული ჰქონდა, ქალის საფლავს მიუახლოვდა თუ არა მაშინვე შეამჩნია სასურველი სხეული.

გაეღიმა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა და ბიჭის სხეულს მიუახლოვდა რომელიც ქალის საფლავს აკვირდებოდა, ხელები ყვითელი მოსაცმლის ჯიბეებში ჩაელაგებინა, სუსხის გამო ლოყები, ყურები და ტუჩები გასწითლებოდა.

და თეჰიონიც მის წინ იდგა, მასთან, ვისთვისაც მეგობრების გამეოქცა.

- ჰიონ. - გაიღიმა ბიჭმა და მამაკაცისკენ მთელი ტანით მოტრიალდა.

- გ-გუკ. - წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რატომ დაუძახა ასე ან ენა რატომ დაება.

- ჰიონ შენ საბოლოოდ აქ ხარ, ჩემთან. - კვლავ იღიმოდა ჯონგუკის ლამაზი სახე.

- ჰ-ჰო. - ისევ დაება ენა ქერას, ბიჭის ნათქვამმა დააბნია.

- ახლა შეგვიძლია წავიდეთ, კარგი ? - კვლავ ბაჭიის ღიმილით გაიღიმა ჯონგუკმა.
ეს ღიმილი იყო თეჰიონის წყვდიადს რომ ანათებდა, ეს ბიჭი იყო მისი ხანმოკლე სევდიანი ბედნიერების წყარო.

- სად წავიდეთ გუკ ? - ფრთხილად იკითხა.

- ჩემთან ჰიონ, არ იცი ? აქედან შორს, მე შენს გამო დავბრუნდი ჩემი სახლიდან, მაგრამ რადგან აქ ხარ, საბოლოოდ ჩემთან ხარ უკვე დროა ჩემთან წაგიყვანო. - შემოტრიალდა, კვლავ გაუღიმა და ოდნავ თვალებიც დაემალა.

- იცი ბიჭები არიან აქ, ისინიც წავიყვანოთ ? - ისევ ფრთხილად თქვა და მათ შორის სივრცე საგრძნობლად შეამცირა.

- ჰიონ, მათი წაყვანა არ შეგვიძლია, ეს ჩვენი ისტორიაა, მათი ჯერ ახლა იწყება. - უკვე თეჰიონს სასოწარკვეთა უტევდა უმცროსის საუბრის გამო, რომელ ისტორიაზე იყო ლაპარაკი ?
ან რომელ სახლს გულისხმობდა ჯონგუკი, თეჰიონი ვერ მიმხვდარიყო ასე რამ გააბედნიერა ბიჭი.

- მე ხშირად დავდიოდი შენთან ჯონგუკ, მაგრამ არასდროს მოქცეულხარ ასე, ახლა რა შეიცვალა ? - სერიოზული ტონით შეეკითხა ქერა კვლავინდებურად გაღიმებულს ჯონგუკს.

- ჰიონ წავიდეთ და მოგიყვები კარგი ? - ისევ ზურგი შეაქცია ქერას ჯონგუკის ფიგურამ.

- არა მოიცა ! ახლა მითხარი ! - თეჰიონს ერიდებოდა, ან ეშინოდა ბიჭზე შეხება, მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ ჩაავლო მკლავში ხელი, რის გამოც ჯონგუკს გაჩერება და მოტრიალება მოუწია.

თეჰიონმა შეჩერებული სუნთქვა გამოუშვა, რამდენი ხანია არ შეხებია, რამდენი ხანია ასე ახლოდან არ დაკვირვებია ახლა კი მის სუნთქვასაც კი გრძნობს სახეზე, გადიდებული ბემბის თვალებით და ოდნავი ღიმილით რომ უყურებს ქვევიდან.

- მე შემიძლია შეგეხო გუკ. - ჩასჩურჩულა და უფრო მიიკრო ბიჭი საკუთარ მკერდზე, ჯონგუკის ორივე ხელი კი თეჰიონის მკერდზე დაესვენა.

- ხომ გითხარი ახლა საბოლოოდ აქ ხარ, საბოლოოდ... ჩემი ხარ. - ამოიჩურჩულა ზედ ქერას ტუჩებზე.

- მე ყოველთვის შენ გეკუთვნოდი გუკი. - გაეღიმა ქერას ჯონგუკის მომაჯადოებელი გამოსვლის შემდეგ.

- მაშ წავიდეთ ? გამომყვები ? - თვალები აუკაშკაშდა უმცროსს.

- რათქმაუნდა, დასასრულამდე გამოგყვები. - ბიჭის თვალებში ჩაძირულს მამაკაცს სახეზე ყველაზე, თბილი და სიყვარულით სავსე ღიმილი ეხატა.

და აი, ისინც ხელი-ხელ ჩაკიდებულები, რომ მიუყვებოდნენ ბილიკს მიყრუებულ სასაფლაოზე.

ორი სელუეტი, ერთი ყვითელი მოსაცმლით, ყავისფერი თმებითა და ბაჭიის ღიმილით.
მეორე კი შავი პალტოთი, ქერა თმებითა და ყველაზე გულწრფელი ღიმილით.

~together again~___Taekook___Where stories live. Discover now