სასაფლაო VI

144 27 2
                                    

მომდევნო დღეები როგორც ადრინდელი ერთნაირად მიმდინარეობდა, თეჰიონი დილით ადრე იღვიძებდა, საუზმესაც თავად იკეთებდა და სამსახურში მიიჩქაროდა.

თეჰიონს არღარ ჰყავდა მეგობრები ახლოს რომ მისი დარდი ვინმესთვის გაენდო, ახლა ყველას საკუთარი ოჯახი ჰყავდათ, შეიძლება ზოგი მათგანი არ იყო ბედნიერი, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას რომელსაც ოჯახი ჰქვია ვერანაირი მიზეზით დატოვებ და თუ დატოვებ მოგიწევს ტყავიდან გამოძვრე სხვადასხვა მიზეზის გამო.
ისინი ძალიან იშვიათად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.

თეჰიონი იაზრებდა იმ ფაქტს თუ რამდენად მარტოსული გახდა იგი, მაგრამ არ ბრაზობდა, არასდროს გაბრაზებული, არც ერთ მათგანზე, ყველას საკუთარი საზრუნავი აქვს, მოსწონს ეს თუ არა.

უეცრად იმაზე დაფიქრდა თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი, ჯერ ჯონგუკი წავიდა, შემდეგ ბიჭებმა მის გარეშე გაატარეს რამოდენიმე წელი და თავიანთ გზაზე წავიდნენ, თეჰიონის კარიერულმა წინსვლამ მწვერვალს მიაღწი, საყვარელი ქალი ცოლად მოიყვანა და უეცრად ბუმ ! ბებია გარდაეცვალა.

რა მოხდებოდა ბიჭები რომ არ დაშლილიყვნენ ? რა მოხდებოდა კიდევ რამდენიმე წელი ერთად რომ გაეტარებინათ ? იქნებ თეჰიონს და ჯონგუკს ერთად ყოფნა შესძლებოდათ ?
ამდენი ფიქრისგან თავი კინაღამ გაუსკდა ქერას, მაჯაზე მოთავსებულ საათს დახედა, ამოიოხრა, თითებით თვალები მოისრისა და წამოდაგა.
კვირა დღე დამდგარიყო.

- გამომართვი ახალგაზრდავ. - მოხუცმა თაიგული გაუწოდა ქერას, თეჰიონს გაეღიმა, კაცი უკვე სცნობდა მას.

- მადლობთ. - ფული მიაწოდა, თავი ოდნავ დაუკრა და სასაფლაოს ჭიშკარი შეხსნა.

ღრმად ჩაისუნთქა და საფლავს მიუახლოვდა, ისევ იგივე რუტინა, ყვავილები იყიდა, საფლავთან ახლოს დადო, ქალს ელაპარაკა და ბოლოს ღიმიც არ დავიწყებია.

- გამარჯობა. - ნაცნობ ხმაზე შეცბა, ხელებიც კი აუკანკალდა მოზღვავებული ენერგის და გრძნობათა ღელვის გამო.

- გამარჯობა. - ღრმად ჩაისუნთქა, წამოიწია და ბიჭის მრგვალ თვალებს მზერა გაუსწორა.

- მე ჯეონ ჯონგუკი ვარ... - დაიწყო ღიმილით ბიჭმა.

- ვიცი ვინც ხარ. - ცივად მოუჭრა თეჰიონმა.

- ანუ გახსოვარ ? - იკითხა გულუპრყვილოდ.

- ჰო, მახსოვხარ და ისიც მახსივს როგორ წახვედი. - სუნთქვას ამოაყოლა და მზერა მოაშორა ბიჭს, საკუთარ თავს არწმუნებდა რომ ამ ადგილს უნდა მოსცილებოდა, მაგრამ არა ჯიუტი სხეული კვლავ აქ რჩებოდა.

- მეგონა არ გახსოვდი რადგან მაშინ ხმა არ გამეცი. - გაიკრიჭა ბიჭი, თეჰიონს არ გამოჰპარვია ის რომ ჯონგუკს ერთი სიტყვაც არ დასცდენია მისი წასვლის შესახებ.

- ჯონგუკ. - ღრმად ჩაისუნთქა ქერამ.
- რა იყო შენი წასვლის მიზეზი ? - ბიჭს გახედა რომელიც ისევ უაზროდ იკრიჭებოდა.

- ძალიან მიმზიდველი ხარ, იცი ? - ბიჭს მიუახლოვდა ისე რომ მათი ფეხსაცმლი წვრები უკვე ედებოდა ერთმანეთს, თეჰიონი კინაღამ პაერით დაიხრჩო, მან ახლახანს ეს მართლა თქვა ? არა ნამდვილად მოელანდა.

- ჯონგუკ კითხვაზე გამეცი პასუხი ! - მტკიცედ დასძინა და ბიჭს დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში, შეხებას ერიდებოდა, თორემ ჩაავლებდა ხელებს მხრებში და გამოსაფხიზლებლად კარგად შეანჯღრვდა კიდეც.

- ისევ გიყვარვარ ჰიონ ? - უცნაურად ჩაეღიმა უმცროსს.

თეჰიონისთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, ჰაერი ხმაურიანად ამოისუნთქა, ხელები ბიჭისკენ უნდა წაეღო და მხრებზე უნდა ჩასჭიდებოდა, თვალები დაახამხამა და წამებში ბიჭის სილუეტიც გაქრა, თეჰიონის მაღლა აზიდული ხლები ჰაერში გამოეკიდა, შოკში მყოფმა, თვალები ისევ დაახამხამა, ხელები ჩამოუშვა და იექთ-აქეთ მიმოიხედა.

არავინ ჩანდა, მაგრამ ვინ უნდა გამოჩენილიყო სასაფლაოზე, ამას მიზეზიც არ სჭირდება რადგან ხალხს უბრალოდ ეშინიათ სასაფლაოების, ან მათ არ დაუკარგავთ ვინმე ვინც მათთვის ყველაფერს უტოლდებოდა.

აფორიაქებული მაშინვე დაიწყო სასაფლაოს ჭიშრისკენ სვლა, კარები ჭრიჭინით გამოაღო და ზღურბლზე გაშეშდა.

ბიჭი აღარსად ჩანდა, მაგრამ თეჰიონის მისი სიცილი მკვეთრად ჩაესმოდა ორივე ყურში.

~together again~___Taekook___Where stories live. Discover now