სასაფლაო VI

148 26 3
                                    

თეჰიონისთვის კიდევ ერთი მწუხარებით სავსე დღე გათენდა, მაგრამ მისთვის ეს უკვე ყოველდღიურობად იქცა.

ყველაფერი თავიდან მეორდება, ადრიანად დგება, საუზმეს თვითონვე იმზადეს და სამსახურში გარბის.

ეღიმება როცა მის სახეს მზის სხივები ანათებენ, საოცრად კარგი ამინდი იდგა მშვიდ გარემოსთან ერთად, მასაც ასეთი ამინდი უყვარდა.
ოღონდ როცა "მას" ვახსენებ, არ ვგულისხმობ ქერას.

სმსახურში იმდენი რამე იყო გასაკეთებელი კინაღამ იქვე ჩაეძინა, მაგრამ ამას ვერ იზამდა, რადგან აუცილებელი წასასვლელი იყო.

იგივე გზა, იგივე მოხუცი კაცი თავისი თაიგულებით, იგივე ჭიშკარი და ისევ საყვარელი ბებიას საფლავის ქვა.

ისევ ის გრძნობა, თითქოს მარტო არ იყო.

- იქნებ არ ღირს დამალვა, მე მაინც ვგრძნობ რომ აქ ხარ. - ჩუმად თქვა ქერამ და საფლავის ფოთლებისგან წმენდა დაიწყო.

- ვფიქრობდი, რომ წასვლის წინ დაგელაპარაკებოდი. - ბიჭის სხეული მაშინვე გაჩნდა ქერასთან.

- ჰმ... - საპასუხოს კი მხოლოდ ამოიზმუვლა თეჰიონმა, ქალს გაუღიმა და წამოდგა, თეჰიონის სხეული სიმაღლით დიდად აღემატებოდა ყავისფერთმიანის სხეულს, მაგრამ ქერა არ იყო იმდენად ღონიერი რამდენადაც ეს ერთი შეხედვით პატარა ბიჭი.

- მითხარი ჰიონ, როგორ მიდის საქმეები ? - საუბარი განაახლა უმცროსმა.

- ძველებურად. - მოკლედ უთხრა და სხვადასხვა ზომის საფლავის ქვებს გახედა.

- ჰიონები როგორ არიან, ალბათ ერთად ძალიან კარგად გაგყავთ დრო. - გულწრფელად გაეღიმა ბიჭს.

თეჰიონმა გაკვირვებული მზერა მიანათა ბიჭს, ნუ თუ მან არ იცის როგორ აირია სიტუაცია მისი წასვლის შემდეგ ?
ყავისფერთმიანი კი ისევ ღიმილით უყურებდა ბიჭს.

- სისულელეა. - თავი გააქნია ქერამ.
- ერთად უკვე ძალიან ბევრი წელია აღარ შევკრებილვართ, ყველას თავისი საზრუნავი აქვს. - თქვა და ბიჭის სახეს დააკვირდა რომელზეც მხოლოდ სიმშვიდე და ოდნავი გაკვირვება ამოიკითხა.

- ცუდია, და შენი საზრუნავი რა არის ჰიონ ? - ბემბის თვალებით და ბაჭიის ღიმილით გახედა ქერას.

- ჩემი საზრუნავი ბევრ რამეს არ მოიცავს. - მზერა თავისი ფეხსაცმელიაკენ მიმართა ქერამ.

- მაინც ? - არ ცხრებოდა ჯონგუკი, თეჰიონს დიდად არ სიამოვნებდა მის ამჟამინდეთ მდგომარეობაზე საუბარი, მაგრამ დაფიქრდა, ის ხომ გუკია, მასთან არაფრის თქმა არ უნდა უჭირდეს.

- ჩემი საზრუნავი ამჟამად ჩემი ოჯახია, იური და ბებია. - ჯონგუკი შეცბა, ეს არ გამოჰპარვია თეჰიონს, მაგრამ შემდეგ კვლავ დამშვიდდა.

- ბებიას გამო ვწუხვარ ვიცი რამდენს ნიშნავს იგი შენთვის. - მწუხარებით აღსავსე მზერით შეხედა ქალის საფლავს.
- და შეიძლება ვიკითო იური ვინ არის ? - საფლავს თვალი მოაშორა და ქერას თვალებში ჩააშტერდა.

- ჩემი ცოლია. - მოკლედ უთხრა ქერამ, ისიც კი შეამჩნია როგორ აუკანკალდა ბიჭს ქვედა ტუჩი და ხელები.
- კარგად ხარ ? - აღელვება ვერ დაფარა, ბიჭისთვის უნდა ჩაევლო ხელები როცა მან თეჰიონი წამებში მოიცილა.

- მეგონა გიყვარდი... - სასოწარკვეთით ამოილაპარაკა ყავისფერთმიანმა.

- მიყვარდი. - დაუდასტურა ქერამ, მაგრამ ვინ იცის ეს რის ფასად დაუჯდა.

- მე წავალ. - ამიჩურჩულა ათრთოლებული ბაგეებით ყავისფერთმიანმა, ხლები საკუთარ თავს შემოხვია და ზურგი აქცია ქერას.

- დაბრუნდები ? - ფრთხილად იკითხა თეჰიონმა.

- მე სულ აქ ვარ, მთავარია შენც იყო. - ამოიჩურჩულა და საბოლოოდ გაქრა მისი პატარა სილუეტი.

- რასაკვირველია, მე აქ სიარულს ვერასდროს შევწყვეტ. - ამოიჩურჩულა ქერამ, მანტო შეისწორა და გამართული გაემართა სასაფლაოს ჭიშკრისკენ.

"თეჰიონ, მგონია რომ ტყუი, ძვირფასო..."
ხმამ ადგილზე გაყინა ქერა სხეული.
ბიჭის ხმა არ ტოვებდა მას.

საბოლოოდ ღმად ამოისუნთქა და სასაფლაოს ჭიშკარიც მიიხურა.


____________________

ჰო მართლა მარგალიტებო, ეს ფიქცია არ იქნება დიდი და თავებიც დაახლოებით ოთხას სიტყვაზე მეტი.
სადღად ათი ან თერთმეტი თავი ექნება სულ.

~together again~___Taekook___Where stories live. Discover now