სასაფლაო III

155 26 0
                                    

კვირა კვირას მისდევდა, თეჰიონი კი ყოველი კვირის ბოლოს სტუმრობდა ბებიას საფლავს, იგივე მოხუცი კაცისგან ყიდულობდა, იგივე ყვავილებს, ბებიას ელაპარაკებოდა, მის საფლავს ფოთლებისგან წმენდდა და ბოლოს ღიმილით ემშვიდობებოდა ქალს.

ყოველთვის გრძნობდა რომ მარტო არ იყო, უცნაური გრძნობა სჭამდა, მაგრამ ჩვეული რუტინით განაგრძობდა სასაფლაოზე სიარულს, ირგვლივაც კი არ იხედებოდა, ეშინოდა რომ კვლავ მას დაინახავდა, მერე კი მართლა შერაცხავდა თავს გიჟად.

ახლა სამსახურის კაბინეტში ზის, ფურცლებს უაზროდ ჩაჰკირკიტებს, მაგრამ აზრი ვერც ერთი მათგანისგან გამოაქვს, სათვალე რომელიც ცხვირზე დაესკუპებინა უგულოდ მოიხსნა და მაგიდაზე მოისროლა.

ვერაფრით იგდებდა ბიჭს თავიდან, ვერ იჯერებდა რომ მართლა დაინახა, მაგრამ ის ისე რეალურად გამოიყურებოდა როგორც არასდროს.
ნუთუ დაბრუნდა ? არ ასევენებდა ეს ფიქრები ქერას.

მაგრამ... მართლა როგორ დაბრუნდა, იმდღეს როცა წავიდა ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან, რით არ სცადეს მისი გაჩერება, თეჰიონმა ისიკ კი უთხრა რომ მისთვის მეგობარზე მეტი იყო, ისიც უთხრა რომ მის გარეშე ვერ გაძლებდა, მაგრამ ბიჭი მაინც წავიდა.
თეჰიონი იმ დღეს გატყდა, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო ორი ადამიანი, პირველი მისი ბებია, მეორე კი იური.

რაც არ უნდა მომხდარიყო ბებია ყოველთვის გვერდში ედგა, იმ დღესაც მას მიაკითხა და დაღამებამდე მის მკლავებში გაატარა სანამ ტირილისგან დაღლილს არ ჩაეძინა.

იური იქცა ერთ დროს თეჰიონის ფარად, ქერამ პირველად იგრძნო რომ ის უყვარდათ, მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდა კარიერა, იურიმ კი ძალა შემატა რომ არ დაცემულიყო და დაცემის შემთხვევაში, ამდგარს ფეხზე მყარად დაგომა ესწავლა.

თეჰიონმა ბევრს მიაღწია და როდესაც მწვევრავლზე ზეიმობდა უბედურებაა დაატყდა თავს, ბებიამისი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამან მეორედ გატეხა თეჰიონი, ამ ჯერად კი ვერც იურიმ უშველა, პირიქით გოგონა უფრო ამძიმებდა ქერას მდგომარეობას, მისი საქციელი გულს უკლავდა მამაკაცს.

არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, ბიჭის თვალებს ვერ იგდებდა თავიდან, მის პატარა სხეულს ვერაფრით ივიწყებდა და კვლავჩაიხედა მის გულში, კვლავ გამ9ქექა ჩრჩილისგან დაძველებული საქაღალდეები ასე მოფრთხილებით რომ მალავდა, თავიდან გაიხსენდა და მიხვდა, კვლავ უყვარდა ბემბისთვალება ბიჭი, ბაჭიის ღიმილით.

ჯანდაბა, მაგარ შარში იყო ამას კარგად ხვდებოდა.
ოჯახი ენგრეოდა, იური ყოველ მეორე კაცთან წვებოდა, მაგრამ თეჰიონი ვერაფრით მიხვდარიყო ამის მიზეზს.
და ამ წამს გაანალიზა რომ ბიჭი რომელმაც გული გაუტეხა კვლავ უყვარდა და სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ ნახა და გამოელაპარაკა კიდეც.

- რა მემართება ? - საკუთარ თავს შეეკითხა და ქერა თმაში შეიცურა ხელები.

~together again~___Taekook___Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon