[♡] 1 [♡]

3.8K 199 45
                                    

თავი 1

"ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ისტორიის გაკვეთილს. რა ჯანდაბად უნდა ვიცოდეთ რაიმე წარსულიდან?" ჩავიბუტბუტე როგორც კი კარადიდან ისტორიის წიგნი გამოვიღე. ამოვიხვენეშე, კარადის კარი დავხურე და ისტორიის კლასისაკენ დავიძარი.

სულ ასეთი გაბრაზებული არ ვარ ხოლმე. მაგრამ, დღეს ასეთ ხასიათზე ვარ რადგან ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიმატოვა. გადამაგდო რადგან არდადეგებზე წასვლა უნდოდა. ჯანდაბის არდადეგებზე, როდესაც მე აქ მარტო დამტოვა ცხოვრების სიძნელეებთან საბრძოლველად.

როგორც კი საკლასო ოთახამდე მივედი მეგონა, რომ სადმე მარკეტში შევდიოდი. ისეთი ხმაური იყო, რომ შესაძლოა ყურის აპკიც კი დამიზიანდა. ჩემს ადგილამდე სერინობით მივედი (ნელი ნაბიჯებით). უიმედოდ მივდიოდი რადგან ვიცოდი რომ იმ არამზადას გვერდით უნდა დავმჯდარიყავი.

...კიმ თეჰიონის გვერდით.

ყველა კლასს ჰყავს ერთი ჯოკერი მაინც და ამ კლასში ის იყო ჯოკერი. ჩემი აზრით, ის მაიმუნივით იქცევა. სერიოზულად, მართლა მაიმუნივით იქცევა. როდესაც, მასწავლებელი არაა კლასში ის მერხებზე ახტება ხოლმე ფეხებით (მაიმუნივით) მაგრამ, ერთხელ ჩამოვარდა და ტვინის შერყევა მოუვიდა. ძალიან ბევრი ვიცინე. იმდენად ბევრი, რომ კინაღამ ცუდად გავხდი. ამ შემთხვევის შემდეგ კი ის ვეღარ ბედავს მერხებზე ცეკვას.

მოხარული ვიქნებოდი იგივე კიდევ რომ გაეკეთებინა. უხილავ პოპკორნს ავიღებდი და ვუყურებდი კიდევ როგორ დაეცემოდა. ვიცი... ბოროტი ვარ.

თეჰიონი ჩვეულებისამებრ დავაიგნორე. საერთოდ რატომ უნდა შევიწუხო თავი კიდევ უფრო მეტად მის გამო? მოდი უბრალოდ ვილოცებ, რომ გაკვეთილი მალე დამთავრდეს.

უკვე სკამზე ვიჯექი, როდესაც ისტორიის მასწავლებელი კლასში შემოვიდა. მაგარია... ახლა კიდევ უნდა ავდგე. წუწუნით ავდექი ფეხზე და მივესალმე. რომ დავკონკრეტდე უბრალოდ თავი დავუხარე. არა 90° (გრადუსზე). საერთოდ მაგას სხვები როგორ აკეთებენ. ჩემი ძვლები ზედმეტად მაგარია მაგხელაზე დასახრელად.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  حيث تعيش القصص. اكتشف الآن