[♡] 3 [♡]

1.8K 125 50
                                    

თავი 3

"რა?" ვიყვირე. ღმერთო, არა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და აღმოვაჩინე, რომ თურმე უკვე დამჯდარა.

ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა.

"მოდი ცეკვის სტუდიაში წავიდეთ და იქ დავიძინოთ. ყვირილს აზრი არ აქვს. აქ მაინც არავინაა" თქვა. ხელი მომკიდა და ცეკვის სტუდიისკენ წამიყვანა, რომელიც ჭიშკართან ახლოსაა.

საბედნიეროდ, ცეკვის სტუდია ღია იყო. თეჰიონმა სინათლეები ჩართო. მე იქვე იატაკზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩემ თავს დავუწყე ყურება. ასევე სარკიდან დავინახე როგორ მომიახლოვდა თეჰიონი და ჩემს უკან დაჯდა.

როდესაც თეჰიონის სუნთქვა კისერზე ვიგრძენი წამოვიყვირე. ჩემს რეაქციაზე კი მას გაეცინა.

"არამზადა" ჩავიბუტბუტე.

"ტელეფონი შენც დაგიჯდა თუ..?" ვკითხე.

"კი მეც დამიჯდა" გამაწყვეტინა სიტყვა. მის პასუხზე კი უკმაყოფილომ ამოვიოხრე. საბედნიეროდ, ამ ოთახში საათიც იყო. გავიხედე და დროს მივაჩერდი. 15:30

"და სადილზე რა ვქნათ?" ვიკითხე. აქ ხომ მთელი ღამე უნდა დავრჩეთ.

" რამდენიმე შეფუთვა ჩიფსი მიდევს ჩანთაში. წესით უნდა გვეყოს." თქვა და ჩანთა გააღო. ჩიფსები ამოიღო და მე უბრალოდ დავეთანხმე.

"ახლა რა გავაკეთოთ? ტელეფონები ორივეს დაგვიჯდა და ეს მოწყობილობა მთელი ჩემი ცხოვრებაა."

"არ ვიცი. გინდა სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ?" მკითხა.

[♡][♡][♡]

"მძულხარ." ამოვიწუწუნე. სიცივეა. თეჰიონმა კი მოქმედებად ამირჩია, რომ მოსაცმელი აღარ ჩამეცვა მთელი დღე."

"არა არ გძულვარ." გაიკრიჭა.

"იცი რაა? ჩემთვის ლანჩის ყიდვა მოგიწევს ყოველ დღე" ვთქვი და როდესაც მისი პროტესტის ხმა გავიგე გავიღიმე. მე გავიმარჯვე.

"ისე დირექტორის მანქანას რატო აფუჭებდი *ჩახველება* უფრო სწორად, ღებავდი?" ის ვკითხე, რაც მართლა მაინტერესებს.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now