[♡] 5 [♡]

1.5K 116 28
                                    

თავი 5

"გამარჯობა ჰეჯუ! სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე ვარ-"

"პაკ ჯიმინი" სიტყვა გავაწყვეტინე და ტკბილად გავუღიმე. ამჟამად ლანჩის დრო გვქონდა და რადგან, მე თეჰიონს ვაშანტაჟებ და მან ლანჩი უნდა მიყიდოს, მან მთხოვა, რომ მის მაგიდასთან დავმჯდარიყავი, სადაც თვითონ და მისი ხუთი საუკეთესო მეგობარი ისხდნენ ხოლმე. მე ხუთივეს სახელი ვიცი. რადგან, ჩემი საუკეთესო მეგობარი სულ მათზე მეჭორავება.

"საიდან იცი?" მკითხა ჯიმინმა.

"ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა თქვენი სახელები" ვუპასუხე და ბრინჯიანი კოვზე ჩავიდე პირში, ჯიმინმაც ჭამაზე გადაიტანა ყურადღება.

"ანუ თქვენ ორი გუშინ სკოლაში გაიჭედეთ?" იკითხა ჰოსოკმა. თეჰიონმა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, თავი დაუქნია.

ჰოსოკმა წარბები აათამაშა. " რამე ისეთი ხომ არ გაკითებიათ?"

მე საჭმელი გადამცდა. "შანსი არაა. ეგეთ რამეს ამასთან არასდროს გავაკეთებდი და არც გავაკეთებ."

"მოხარული ვარ, რომ ორივე თქვენგანი უსაფრთხოდ ხართ." სოკჯინმა თქვა. ასე მგონია, რომ ისაა ჯგუფის დედიკო, რადგან ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია.

"ჰიონ! ჰეჯუ ძალიან ლამაზია! ნეტავ, მე ვყოფილიყავი მასთან თეჰიონის ნაცვლად გუშინ." თქვა ჰოსოკმა მეოცნებე ხმით. გავიგონე თეჰიონმა როგორ დაისისინა, მე კი უბრალოდ გავიცინე.

"ვფიქრობ, სოკჯინი უფრო ლამაზია" ვიხუმრე. ისე მთლად ხუმრობაც არ ყოფილა, ჯინი მართლა ძალიან ლამაზია. დავინახე როგორ გაწითლდა ჯინი და გამეღიმა.

"ჰიონ, გაკვეთილების მერე სკოლაში დარჩენა მიწევს. თქვენთან ერთად ვერ წამოვალ." თქვა თეჰიონმა.

"დარჩენა? რის გამო?ვისთან?" ნამჯუნმა, რომელიც თეჰიონის პირდაპირ იჯდა, იკითხა.

"გუშინ ისტორიის გაკვეთილიდან გამოვედი და აღარ შევსულვარ. მასწავლებელი გაბრაზდა." თეჰიონმა ხელი მსუბუქად წამომარტყა თავში და დაამატა: "ამასთან ერთად."

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now