[♡] 11 [♡]

1.4K 137 9
                                    

თავი 11

"რა?რა-რაზე საუბრობ? ვერ ვხვდები." ენა დამება. გული ისე სწრაფად მიცემს მგონია, რომ სადაცაა გასკდება. უკვე მართლა ვეღარ ვხვდები რა ხდება.

"არაფერი. დაივიწყე." თქვა და დაფას გახედა.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან არ მითხრა რას გულისხმობდა. მე რას უნდა ვუკეთებდე მის გულს?

მთელი ისტორიის გაკვეთილი არცერთს ხმა აღარ ამოგვიღია.

[♡][♡][♡]

"თეჰიონი დღეს ლანჩს არ გყიდულობს?" მკითხა ჰუნმიმ. ორივე ბუფეტისკენ მივდიოდით. მის კითხვაზე თავი გავაქნიე. "მაგაზე არაფერი უთქვამს, თანაც ჩვენ მისი ნახვა ყველანაირად უნდა ავირიდოთ."

მან წარბები შეჭმუხნა. "ბოდიში. ჩემ გამო იტანჯები."

"სულელო, არ ვიტანჯები. რატომ უნდა ვიტანჯებოდე საერთოდ? უფასო შოკოლადიან რძეს და ლანჩს ყოველ დღე ხომ მაინც ვერ მივიღებდი." ვთქვი და თმა ავუჩეჩე.

ჰუნმი ჩემზე დიდია, თუმცა ზოგჯერ მე უფრო ვიქცევი მისი ასაკის შესაფერისად.

ლანჩი ვიყიდეთ და მაგიდასთან დავსხედით. მარტო ჩვენ ორი (თეჰიონის მაგიდა არაა). თეჰიონის ჯგუფთან აღარ ვზივარ.

"ჰეჯუ!" ვიღაცამ ჩემი სახელი იყვირა. მიმოვიხედე და ჰოსოკი დავინახე, რომელიც ხელს მიქნევდა. შემდეგ ხელი მისი მაგიდისკენ გასწია და მანიშნა აქ მოდითო. მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და გავუღიმე. იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც იქ ვიჯექი მე და ჰოსოკი დავახლოვდით. ძალიან კეთილი და მეგობრულია. ნებისმიერთად ადვილად პოულობს სასაუბრო თემას. ალბათ, ამის გამო დავახლოვდით.

ჰოსოკმა მანიშნა რატომო. მე ისევ თავი გავაქნიე და ჩემი საჭმლისკენ შევბრუნდი.

"ჰოსოკს უნდოდა, რომ მათთან დამჯდარიყავი?" მკითხა ჰუნმიმ. პირი ისე ქონდა საჭმლით გამოტენილი, გამიკვირდა სიტყვები საერთოდ რომ წარმოთქვა.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now