[♡] 6 [♡]

1.5K 119 15
                                    

   თავი 6

2 კვირის განმავლობაში, ყოველ დღე თეჰიონი მყიდულობდა ლანჩს და სამ შეფუთვა შოკოლადიან რძეს, ამის გამო აღარ მიწევდა ჩემი ფულის დახარჯვა.

ფულს დავაგროვებ და იმ ფიმლებს ვუყურებ, რომლებიც მომეწონება. ამ ფიქრზე გამეღიმა.

ისე, როდესაც 2 კვირის წინ თეჰიონთან ერთად სკოლაში დამტოვა ისტორიის მასწავლებელმა, როგორც კი სახლში მივედი გაბრაზებულმა დედაჩემმა დამტუქსა და ყვირილი დაიწყო, მე უბრალოდ ბოდიში მოვუხადე. თურმე, ბევრჯერ დაურეკავს კიდეც, მაგრამ ტელეფონი ხომ დამჯდარი იყო და თავის დროზე ვერ ვნახე.

და საბოლოოდ, ჩემი საუკეთესო მეგობარი ჰუნმი როგორც იქნა დაბრუნდა არდადეგებიდან.

"გავიგე შენ და თეჰიონი დაახლოებულხართ" დამიწყო გაჯავრება ჰუნმიმ. ხელი მხრებზე გადამხვია. ის თეჰიონთან მშიფავს, მას შემდეგ, რაც მის გვერდით მომიწია დაჯდომა. ამის მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი.

"და რა?" ვუპასუხე და ჩუპა-ჩუფსი მოვწუწნე. ისევ მგონია, რომ მამაკაცის სასქესი ორგანოს ვლოკავ ამ რაღაცის ფორმის გამო. ეს ჩემი ბინძური გონება დამღუპავს.

"მეტი რა. მალე შეიძლება წყვილიც გახდეთ." თქვა. არ ვიცი რატომ, თუმცა მის თვალებში სევდა დავინახე. რატომ დასევდიანდა?

შეიძლება ისეთი რამ გააკეთა, რისი თქმაც არ უნდა ჩემთვის. მის პირად სივრცეს პატივს ვცემ, ამიტომ თუ თქმა არ უნდა არც დავაძალებ.

"მინ ჰეჯუ!" ვიღაცამ ჩემი სახელი იყვირა. ხმისკენ მივტრიალდი და თეჰიონი დავინახე, რომელიც ჩემკენ მორბოდა ჰუნმიმ ფრჩხილები ჩამასო კანში, რის გამოც ამოვიწკმუტუნე.

"გისმენ?" ვკითხე. ნეტავ რა უნა?

"დირექტორმა დაგვიბარა ორივე მის კაბინეტში." თქვა.

"ჯანდაბა."

"რა ხდება?" იკითხა ჰუნმიმ. "მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი" ვუთხარი და დირექტორის კაბინეტისკენ გავიქეცი.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now