[♡] 14 [♡]

1.1K 98 8
                                    

თავი 14

"დროის მარტო გატარებას ვაპირებდით, მაგრამ რატომ ვართ ამ იდიოტებთან ერთად?" ამოიგმინა თეჰიონმა.

გავაჩუმე. "შენ ხომ დამთანხმდი. თანაც, მათთან დროის გატარება მომწონს. პრობლემას ვერ ვხედავ."

ტუჩები მოკუმა და პასუხზე ფიქრი დაიწყო. ისეთი საყვარელი სახე აქვს მიღებული, რომ მინდა უბრალოდ შევჭამო.

"აუ ჰეჯუ~" ტუჩები წინ საყვარლად გამობურცა. ვეღარ მოვითმინე, მივიწიე და გამოწეულ ტუჩებზე ვაკოცე. "ახლა კმაყოფილი ხარ?" ვკითხე და წარბი ავწიე.

მან ნაგლურად გამიცინა. "იცოდე, კოცნების სესია გმართებს ჩემი, პატარავ." მიჩურჩულა. სახე განიწითლდა და ხელი მის დაკუნთულ გულ-მკერდს მივარტყი.

"ღმერთო ჩემო, გთხოვთ, შეწყვიტეთ ფლირტი. ასე მგონია, რომ 21+ კორეულ დრამას ვუყურებ." შეგვაწყვეტინა ჯონგუკმა და ვითონ აღებია. იგივე გააკეთეს ჰოსოკმა და ჰუნმიმ. ჰუნმის შევუბღვირე.

[შენიშვნა: არც მე ვიცოდი 21+ კორეული დრამა თუ არსებობდა. ყოფილა თურმე.]

"მაგათ რატომ უჭერ მხარს? მეგონა ჩემი ბოზი იყავი." ვკითხე ჰუნმის. მან ხელები გადააჯვარედინა და თავი დამიქნია. " მაგიტომ ვარ შენი ბოზი. შენი."

დაბნეულმა მას გავხედე. საერთოდ რა ჯანდაბაზე საუბრობს? აღარაფერი მითხრა, ამიტომ მეც თავი დავანებე.

ახლა, ჩვენ სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით. ნუ, სახალისო მაინც იყო. ეს თამაში იმ დროს მახსენებდა, მე და თეჰიონი სკოლაში რომ ჩავიკეტეთ და ცეკვის სტუდიაში ეს თამაში რომ ვითამაშეთ.
...ჯერ კიდევ მახსოვს რა მოხდა იქ.

[შენიშვნა: არ გეგონოთ რამე გამომრჩა. წინა თავებში წერია, რომ თამაშობდნენ. მოსაცმელი რომ გაახდევინა სიცივეში ეგ მომენტია. მეტი არაფერი მომხდარა თამაშის დროს. მერე იცეკვეს და ბოლოს თეჰიონმა რომ უთხრა კარგი საჯდომი გაქვსო, ალბათ ეგ იგულისხმა.]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now