10 თავი.

883 102 110
                                    

სადილობისას გადაწყვიტეს,რომ ყველას დედოფლის დარბაზში გვესადილა.პატარა მაგიდებთან ვიჯექით და საჭმელს მივირთმევდით.

მკვლელობიდან ერთი კვირა გავიდა.მას შემდეგ პრინცის დაკრძალვის რიტუალიც ჩატარდა.ყველა თეთრებში იყვნენ გამოწყობილები.

იუნგი დაკრძალვაზე იყო,პრინცებთან იდგა და უემოციო სახით ერთ წერტილს აკვირდებოდა.მასთან გასაუბრება მინდოდა,მაგრამ ის პრინცია და მხოლოდ მას შეუძლია ჩემთან მოსვლა,მე კი არ შემილია ასე უბრალოდ ავდგე და მასთან მივიდე!

ამ ერთი კვირის მანძილზე დაკრძალვის შემდეგ ის აღარ მინახავს.მომენატრა,თან ძალიან.რატომ არ მოდის?ნუთუ ის უბრალოდ გასართობი კოცნა იყო?იქნებ არ ცალია?

ვერაფერს ვერ ვხდები.მისთვის სულ ერთი ვარ?მინდა დავიჯერო რომ,ეს ასე არაა!მაგრამ არ გომომდის.ყოველჯერზე როცა ამას ვცდილობ,მისი სიტყვები მიტრიალებს გონებაში."ამ სასახლეში,ყველა ძალაუფლებისთვის იბრძვის",იქნებ ეს ძალაუფლების სურვილი მასსაც შეეხო?

ადამიანი,რომელიც მაბნევს,იუნგია!მე ფსიქოლოგი ვარ,ადამიანის ქცევებით და გამოხედვით მის შინაგან სამყაროს ვხედავ.მაგრამ მისი ქცევები და შინაგანი სამყარო სხვადასხვა გალაქტიკაზეა.თითქოს ორ სხვადასხვა ადამიანს ვუყურებ.

საკითხავი კი ისაა,თუ რომელი მათგანია რეალური?

იმ ამბის მერე ყველა მე მიყურებს და მაკვირდება.ბევრს ისიც გონია რომ უჰაერობა მოვიმიზეზე და თითქოს ჯიმინის საიდუმლოდ ვხვდებოდი,შემთხვევით კი მის მკვლელობას შევესწარი.ნუ რა გასაკვირია,სასახლის რომანები ხშირია.

ზოგიც ფიქრობს რომ ჯიმინი მე მოვკალი.მაგრამ მათზე განაწყენებას არ ვაპირებ,შესაძლოა ამდაგვარ სიტუაციაში სხვაზე მეც ასე მეფიქრა.

ხო კიდევ,ამ ამბის შემდეგ ყველა პრინცს დაცვა მიუჩინეს,რვავეს იცავენ,აბსოლიტურად ყველგან დაყვებიან და აკონტროლებენ მათ თითოეულ ნაბიჯს!რამდენჯერაც აქ რომელიმე მოვიდოდა უკან დაცვა მოყვებოდა.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now