25 თავი

763 95 118
                                    

-ქალბატონო ნახეთ როგორი ლამაზია,მოგწონთ?(კაორი)კაორი თმის სამკაულს მაჩვენებს და თან მიღიმის.მე თავს ვუქნევ,მაგრამ მთელი გონებით გუშინდელ დღეზე ვფიქრობ.

მან მაკოცა...ღმერთო ნეტა ვიცოდე მის თავში რა ხდება!ხან ჩხუბობს,ხან ცივად მშორდება,ხანაც მისთვის ფრჩხილის ფასადაც არ ვღირვარ,ვინმე გამაგებინებს ეს ყველაფერი რა ჯანდაბას ნიშავს?!

"ხანაც დაუვიწყრად გკოცნის.."

ჩამძახა გონებამ. მაშინვე ეკლებმა დამაყარა.გუშინდელი კოცნა გამახსენდა...ის სულ სხვა ემოციებს იტევდა ვიდრე წინა კოცნები...ადრე გრძნობებით მკოცნიდა.მის კოცნებში სიყვარული კარგად ჩანდა ძველ კოცნებში. ახლანდელს კი სხვა გრძნობები დაემატა,ვნება...და კიდევ  მოთხოვნილება...

მაგრამ ჯობია ამ ყველაფერზე არ ვიფიქრო,ისედაც ცუდად ვარ. იუნგის გამო,სულ გათიშული დავდივარ.კაორიმაც სწორედ ამიტომ შემომთავაზა ქალაქში გასეირნება.

სიმართლე რომ ვთქვა ახლა არსად წასვლის თავი არ მქონდა,მაგრამ ქალაქში არასდროს ვყოფილვარ,ამიტომ გადავწყვიტე კაორის ქალაქში წამოსვლაზე დავთანხმებოდი და  აქაურობა დამეთვალიერებინა.

სწორი გადაწყვეტილება იყო წამოყოლა,აქაურობა  შესანიშნავია.მითუმეტეს მაშინ როცა უბრალო ტანსაცმელში ხარ გამოწყობილი.ჩვეულებრივი ადამიანი ხდები ივიწყებ შენს ტიტულს,ვალდებულებებს და ბრბოს ნაწილი ხდები,სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს.სადაც ყველა თვისუფალია.

ორივე ადგილობრივებივით გამოვიყურებოდით.ბაზრობაზე სიარული,მეთერთმეტე საუკუნის კორეაში,საკმაოდ გასართობი აღმოჩნდა.იმდენი რაღაც იყო:სხვადასხვაგვარი ტკბილეული და ძველებური ნივთები,ლამაზი ხელნაკეთი სამკაულები.წარმომიდგენია ბებია და ბაბუა ამ სამკაულებისთვის და უბრალო ნივთებისთვისაც კი რას არ დათმობდნე.

რომ შევინახო,მომავალში დაბრუნებისას თან წამყვება...და უეცრად გონებაში ამ ფიქრმა ექოდ გაიჟღერა.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now