29 თავი.

775 96 95
                                    

და ეს მომენტიც დადგა.ორი კვირა გავიდა....მე მის გვერდით ვდგავარ,სასახლის ცენტრში,სწორედ ამ წამს დავდე ფიცი,რომ მეყვერებოდა კორეის მომავალი იმპერატორი და ვუერთგულებდი მას,ვიქნებოდი მისი დედოფალი და მისი საყრდენი!

ვთქვი ეს დამსწრე საზოგადოების,ღმერთისა და მთელი იმპერიის წინაშე.ჩემს არცერთ სიტყვას არ ვნანობ.

იუნგისთან ხელჩაკიდებული ზემოდან გადავყურებ ხალხს, რომლებიც თაყვანს გვცემენ და ესალმებიან ჩვენს ქორწინებას.

არ მჯერა,რომ მე მალე დედოფალი გავხდები,ვიქნები ამ ქვეყნის დედოფალი და ამ ქვეყნის მმართველის მეუღლე.ვიქნები ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით.

ნუთუ ესაა ბედნიერი დასასრული?როცა წიგნში ისტორია მთავრდება,ხშირად იწერება "...და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.."  ნუთუ სწორედ ეს წამი დადგა?

ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად?

***
ავტორის პ.ო.ვ

მთვარე ოთახს ანათებს,თეთრ,თხელ,აბრეშუმის მოსასხამში გამოწყობილი გოგონა ფანჯარასთან დგას და მთვარეს შეჰყურებს.დღეს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იდგა,ის დღე,რომელსაც ყველა ქალიშვილი ელის სრულყოფილ ასაკში,...ქორწინება....ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.მართალია მეთერთმეტე საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარადაა,მაგრამ ეს მაინც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა,ამიერიდან აღარ ასებობს მე...ამიერიდან არც ის იარსებებს ...არამედ ჩვენ.....

თანაც ახლა გოგონას სხვა რაღაც აფიქრებდა....მისი ოჯახი,ახლა რა ხდება იქ?ან  შეძლებს ის უკან დაბრუნებას?ის უკვე გათხოვილი ქალია,თანაც მისთვის ძვირფას მამაკაცზე,ახლა რა მოხდება?

იმდენი უპასუხო  კითხვა და არც პასუხის გაცემას გეგმავს ვინმე...მთვარე კი პასუხის გაცემას არ აპირებს ამ ღამეს დაჰყურებს,მშვიდად,უგრძნობად და მიმზიდველად.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now