19 თავი

763 97 131
                                    

კაორის პ.ო.ვ

დღეები არც ისე სახარბიელოდ მიიკლაკნება.ნამჯუნის სიკვდილმა ყველაფერი შეცვალა,თეჰიონი აღარავისთვისაა,გულუბრყვილო იდიოტი.ის ახლა ძმაზე დამწუხრებული იდიოტის როლს ირგებს.

მაგრამ მისი მზერა შეიცვალა,ადრე მარტივად შეიძლებოდა მის მზერაში,მოთამაშე საყვარელი ბიჭუნა ამოგეკითხა,ახლა კი იმ შინაგან მხარეს, რომელიც სულში უზის და გარეთ გამოსვლას ლამობს,კარგად ვამჩნევ.შესაძლოა ეს იმიტომ რომ მე მას ვიცნობ და მისი საიდუმლოც ვიცი.

ასევე ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვალა მის მიმართ.მას ჩემი აღარ ეშინია(არც არსდროს ეშინოდა)მეტად სერიოზული და მამაკაცური გახდა,რის გამოც მაიძულა მასში კაცი დამენახა(და არა ჭკუამხიარული იდიოტი).

მასთან დიდი დროს ვატარებ,ეს ჩემი დავალებაა,მაგრამ მე თვითონაც მინდა ეს გავაკეთო.როცა ახლა ვუყურებ თუ როგორ ზის აივანზე და ჰორიზონტს მისჩერებია,მინდა მივიდე,მოვეხვიო და ის დარდი გავაქრო მისი გონებიდან,რომელიც შიგნიდან ღრღნის.

არა არა!კაორი რეებზე ფიქრობ?ის უნდა დაიცვა და არა შეიყვარო!თან შენ ხომ,ძმა იუნგი გიყვარს?მაშინ თეჰიონისადმი ლტოლვა რატომ მაქვს?

თავი გავაქნიე,რომ ეს უაზრო ფიქრები მომეშორებინა.თეჰიონისკენ წავედი და გვერდით ჩამოვჯექი.

-ყველაფერი რიგზეა თქვენო უდიდებულესობავ?(მე)მას ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მიპასუხა.

-განა შეიძლება რამე იყოს რიგზე?(თეჰიონი)

-პრინც იუნგისთან მოხდა რამე?(მე)მას ჩაეცინა.

-არა,რა უნდა მომხდარიყო?ან საერთოდ არ არის საჭირო ყოველ წამს აქ იყო და თამყურებდე.იუნგიმ დაგავალა ეს,დავიღალე მუდამ ყველაფრის გაკონტროლება უნდა(თეჰიონი)თქვა გაღიზიანებულმა.

მისი სიტყვები არ მომეწონა.

-იუნგისთან იჩხუბეთ?(მე)

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now