30 თავი.

1.4K 124 786
                                    

მთვარე გარშემო ყველაფერს ისე  ანათებდა,გეგონება არც კი დაღამებულა.არემარე ისეთი მშვენიერია.

ვოლი ბაღში ჩამომჯდარა და მთვარეს მომღიმარი შესცქერის.ერთი ხელი მუცელზე უდევს, მეორეს კი მაგიდაზე რიტმულად ათამაშებს.რიტმი მელოდიას ქმნის,გოგონა ღიღინებს და ნელ-ნელა,დედის ნამღერი,ძილისპირული ახსენდება.ახლა კი ის მის პატარას უმღერის, რომელიც ჯერ კიდევ დედის სხეულში თბება.

-ასეთ დროს ბაღში ყოფნისთვის გვიანი არ არის,თქვენო უდიდებულესობავ?-ვოლმა ღიღინი შეწყვიტა და გაოცებულმა მოხუცებულ ქალს შეხედა.

-თქვენ..-ვოლი დაიბნა ქალს აქამდე არასდროს შეხვედრია,მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს,ის აქამდეც ენახა.

-მე სია მქვია,ალბათ საკურამ უკვე გითხრათ ჩემზე-ქალმა თბილად გაიღიმა-შეიძლება?-ვოლს სკამზე ანიშნა.გოგონამაც თავი მაშინვე,თანხმობის ნიშნად,დაუქნია.

-მისანების გჯერათ?-იკითხა ქალმა ისე,რომ მთვარეზე მზერა არ მოუშორებია.ვოლი მის ხელებს დააკვირდა და კითხვას კარგად დაუფიქრდა.

-სიმართლე გითხრათ,დიახ.შესაძლოა ადრე ამის არც დამეჯერებინა,მაგრამ ჩემ თავს საკმაოდ ბევრი რამ გადახდა,რაც დიდ საფუძველს მიქმნის მჯეროდეს ამ ძალის-თქვა და საკუთარ ნათქვამზე ჩაეცინა.

-მაშინ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ.ნარა,მეფის ვარსკვლავი, საფრთხეშია,მაგრამ შენი ვარსკვლავი მას იცავს-თქვა ქალმა მკაცრი ხმით და ვოლს თვალებში შეხედა-შენ მის გვერდით უნდა იყო,ის უნდა დაიცვა,მაგრამ ეესაძლოა ეს შენი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს-თქვა ქალმა ანერვიულებული ხმით.

ვოლი საგონებელში ჩავარდა,ვერ ხვდებოდა ქალი რაზე საუბრობდა,მაგრამ უეცრად ერთმა ნაწილმა ყველა აზრი გაფანტა,ქალმა მას ნარა დაუძახა.....ნარა,ლი ნარა.ეს ხომ გოგონას ნამდვილი სახელია?

-ანუ ამბობთ,რომ თუ იუნგისთან არ წავალ ის მოკვდება,მაგრამ თუ წავალ შესაძლოა მე მოვკვდე?-თქვა ვოლმა აკანკალებული ხმით.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now