გაცნობა🤔😌

1.1K 70 13
                                    

(გაცნობა)
-მოვედით_თქვა და მანქანა გააჩერა.
-დედა როგორ გამახარე_ვთქვი სარკასტულად და გავხედე, თვალები გადაატრიალა, მანქანისან გადმოვედი, პატარა კაფე იყო თუმცა მყუდრო და ძალიან ლამაზი.
-მოგწონს?_შემეკითხა და გამომხედა.
-კი_ვთქვი, მას გავხედე და გავუღიმე, მანაც გამიღიმა.
-შევიდეთ_შიგნით შევედით, ხალხი არ იყო.
-ხალხი რატომ არ არის?_გამიკვირდა რადგან მართლა ძალიან ლამაზი ადგილი იყო...
-დღეისთვის ვიქირავებ, რომ მარტო ვიყოთ_თქვა და გამიღიმა, მე კოდევ ერთხელ მოვათვალიერე კაფე რა დროსაც ოფიციანტი მოვიდა.
-რას ინებებთ?
-შამპანიური და_მე გადმომხედა.
-პიცა_ვუთხარი მას.
-მორჩა?_შემეკითხა ოფიციანტი.
-დიახ_ვუთხარი და გავუღიმე, წავიდა.
-აბა შემზე მომიყევი რამე_თქვა და შემომხედა.
-მაგალითად_მეც შევხედე და წარბი ავწიე.
-რავი, შეყვარებული გყავს.
-არა...შენ?_არადა ზუსტად ვიცოდი რამდენიც ყავდა.
-არც მე_გამიკვირდა.
-სხვა რამეებს წერენ შენზე.
-სად?_იკითხა და დამაკვირდა.
-ინტერნეტში...
-ესიგი მოძებნე_თქვა და ეშმაკურად გაიღიმა.
-უბრალოდ ვნახე ვისთან ერთად მივდიოდი_ვთქვი და თვალები ავატრიალე.
-გასაგებია_თქვა მან.
-ესეიგი შეყვარებული არ გყავს არა?
-ნუ ბევრი მყავდა თუმცა არცერთი არ მომწონდა.
-აბა რატომ იყავი მათთან?_ვკითხე მე, არ ვიცი რატომ მაინტერესებდა თუმცა ის გასაგებია, რომ მოთამაშეა და მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო.
-მოდი გვეყოს ჩემზე შენზე რას მეტყვი.
-არც არაფერს უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ_მხრები ავიჩეჩე.
-გინდოდა გეთქვა არაჩვეულებრივი_მითხრა მან წარბი ავწიე, როგორიც უნდა ისეთი ჩამთვალოს სულ ერთია.
-ხო, რავი...იცი მაინც ვერ გავიგე რატომ მაინცადამაინც მე, იქ კიდევ ათასი
-იცი მაინც ვერ გავიგე რატომ არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა ამას ხომ ყველა გოგო ოცნებს.
-მე 'ყველა გოგო' არ ვარ_გამოვკვეთე და თვალები გადავატრიალე.
-წავიდეთ?_შემეკითხა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ.
-ხო წავიდეთ_ვუთხარი, მას ოფიციანტს ფული გადაუხადა, კაფედან გამოვედოთ.
-გინდა ფეხით გავისეირნოთ?
-კი, რატომაც არა_მხრები ავიჩეჩე, კეპკა დაიფარა და წინ გამიძღვა მეც გვერდით ამოვუდექი.
-და ან ძმა გყავს?_შემეკითხა უეცრად.
-არა, შენ...
-არც მე, მშობლები?
-არა მარტო ვცხოვრობ შენ?_მას შევხედე.
-მე ჩემს გუნდთან ერთად ვცხოვრობ_თვალები გამიფართოვდა.
-15 ბიჭთან ერთად?
-ჯერ ეგ ერიც 11 და მეორეც საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს ყველას აქვს თავისი სახლი თუმცა ძირითადად იქ ვართ ხოლმე_მხრები აიჩეჩა.
-ფეხბურთის აზრზე არ ვარ_გაიცინა.
-აბა, თამაშზე რა გინდოდა?
-არც მე ვიცი_მეც გავიცინე.
-კარგია, რომ დაგინახე..._თქვა გაჩერდა და თვალებში შემომხედა.
-რატომ?_მეც შევხედე.
-არ ვიცი_თქვა მან, გზა გავაგრძელეთ და მალევე სახლშიც მოვედით-ესეც ასე მოვედით_თქვა მან.
-ხომ_დავეთანხმე მეც.
-შეხვედრამდე ცისფერთვალება_მითხრა მან, ჩამეღიმა რატომღაც ძალიან მომწონს ეს ზედმეტსახელი.
-კარგად_დავემშვიდობე მეც და შიგნით შევედი, კარები დავკეტე, რა დროსაც შუქი აინთო.
-მოყევი გოგო_დაიყვირეს გოგოებმა მე კი გული გამისკდა და შევხტი.
-ნორმალურები ხართ?_დავუყვირე მეც-აქ საიდან გაჩნდით_ვთქვი და მდივანზე დავჯექი, სამივე დაჯდა. ახლა გამახსენდა, რომ მათ აქვთ ჩემი სახლის გასაღები არ ვიცი რატომ გოგოებმა ეს სახლი რომ მომცეს მაშინ გააკეთეს კიდევ დამატებითი გასაღებები თავიანთვითს ალბათ ასეთი შემთხვევებისთვის...
-აბა გელოდებით_თქვა კესომ.
-ხო მიდი დაიწყე_ჩაერთნენ საუბარში ლიზი და ნუცაც.
-პირველ როგში შემახსენეთ, რომ.გასაღები გამოგართვათ, რა მივყვე, ჩემზე კარგად იცნობთ იმას ვისთანაც ერთად ვიყავი წასული.
-სად იყავით, რა გითხრა, მომწონხარო_მომაყარეს კითხვები.
-ხალხო ყველამ ცალ-ცალკე დამისვით კითხვები თუ შეიძლება, მე გიპასუხებთ_აბა მოვემზადოთ ინტერვიუს ჩაწერისთვის.
-სად იყავით?_იკითხა ნუცამ.
-თავის გუნდზე თუ გითხრა რამე?_შემეკითხა კესო.
-რა მოხდა, რომ მიხვედი?_შემეკითხა ლიზიმ და სამივემ დაინტერესებულმა შემომხედა, ამოვიხვნეშე.
-დამშვიდდი გოგოებო, პატარა კაფეში ვიყავით, ერთმანეთის უკეთ გავიცანით. გუნდზე კი ის მითხრა, რომ ერთ სახლში ცხოვრობენ ხოლმე ხანდახან...
-ვაუ...
-თერთმეტი ბიჭი ერთ სახლში_გაიკვირვა ლიზიმ., თვალები გადავატრიალე.
-აბა გავიდა ჭორიკნები ეხლა და დამაძინეთ, დაივიწყეთ ეგ ადამიანი რადგან მას აღარასოდეს ვნახავ...
-ავტოგრაფი არ გამოართვი?
-არა_ვუთხარი ნუცას, შემომიბღვირა ენა გამოვუყავი, გოგოები სახლიდან გავაგდე და ოთახში ავედი, ნიკაზე ფიქრებმა გამიტაცა მისმა ღიმილმა, როგორ მეძახდა ცისფერთვალებას...''რაზე ფიქრობ ელენე' დავტუქსე ჩემი თავი და ფიქრები განვფანტე, მალევე დამეძინა.
____
ესეც შემდეგი...💙💙
შემიფასეთ...
Vote & comment

ეი ცისფერთვალება მიყვარხარ (დასრულებული)Where stories live. Discover now