კოცნა😘😳

979 62 8
                                    

გავიღვიძე, ნიკას ეღვიძა და მიღიმოდა.
-დილამშვიდობისა ცისფერთვალება_მითხრა მან, ახალ გაღვიძებულზე მისი ხმა ძალიან ბოხი და მიმზიდველი იყო.
-დილამშვიდობისა_მას გავუღიმე.
-ნიკა გამიშვი ავდგები_ვუთხარი და მისი ხელებისგან განთავისუფლება ვცადე.
-ცოტა ხანი რა ცისფერთვალება_თქვა მან და გვედრზე გადაბრუნდა.
-მე ავდგები_ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი, სპაგეტი გავაკეთე და თეფშებზე დავაწყე რა დროსაც ნიკა მოვიდა და მაგიდაზე დაჯდა.
-კარგი სუნი აქ_თქვა და ჭამა დაიწყო.
-იმედია გემოც_ვუთხარი და მეც დავჯექი.
-კი გემრიელია_მითხრა მან.
-აქედან გადასვლა როდის შემეძლება?_ვკითხე მას.
-ამ...არ ვიცი როცა ეს სიტუაცია ჩაცხრება და ხალხი ყველაფერს გაიაზრებს_მხრები აიჩეჩა მან.
-და სიტუაცია როდის ჩაცხრება_ვიკითხე და წარბი ავწიე.
-ამ...არ ვიცი ესე ზუსტად...გადასვლა გინდა?_მკითხა და შევნიშნე როგორ მოიღუშა.
-არ ვიცი რატომაც არა_ვუთხარი ხალისიანად.
-კარგი_თქვა და ოთახში ავიდა კარი კი მოიჯახუნა, რამე არასწორედ ვთქვი?
კარებზე ზარი იყო ავდექი და გავაღე სადაც 10 ბიჭი დავინახე.
-ამ...გამარჯობა_იქიდან კი ერთი მეცნო, ააა ესენი ფეხბურთელები არ არიან.
-შემოგვიშვებ სანამ ვინმემ დაგვინახა_მითხრა ერთ-ერთმა.
-მობრძანდით_ვუთხარი და შემოვუშვი კარები დავხურე.
-ნიკა სადაა?
-ოთახშია დავუძახებ..._ზევით ავედი კარებზე დავაკაკუნე.
-რა გინდა?_გამომღახა უხეშად კარები შევაღე, ნეტავ არ გამეღო წელ ზემოთ შიშველი ნიკა დავინახე რომელიც ვარჯიშობდა.
-უბრალოდ, შენი მეგობრები მოვიდნენ_ვუთხარი და იქიდან გამოვედი, ღმერთო ჩემო. ქვევით ჩავედი.
-ამ, მალე ჩამოვა, დაელოდეთ_ვუთხარი მათ, რა დროსაც ნიკა ჩამოვიდა.
-აბა ბიჭო გაგვაცანი შენი გოგო_ეშმაკურად გაიღიმა სათვალიანმა ბიჭმა.
-ოთო გაიცანი ეს არის ელენე_თვალები დაუბრიალა ნიკამ, ჩამეღიმა 'შენი გოგო' მომწონს.
-მე ოთახში ავალ_ვთქვი და ზევით ავედი, რას მიშვები ნიკა, საწოლში ჩავწექი და კითხვა დავიწყე...

ეი ცისფერთვალება მიყვარხარ (დასრულებული)Where stories live. Discover now