ტკივილი...😔

996 69 11
                                    

ისევ ჩახუტებულები ვიყავით, არაფერს ვამბობდით, თავი მის მკერდზე მედო და მის გულის ცემას ვუსმენდი, თვალები დახუჭული მქონდა და ჯერ კიდევ ჩვენს კოცნაზე ვფიქრობდი, მისი ტუჩების გემო ისევ მქონდა ჩემს ბაგეებზე...
მას ფრთხილად მოვშორდი, თვალები დახუჭული ქონდა და ეძინა, როცა მოვშორდი შეიშმუშნა და გვედრზე გადაბრუნდა, გადავაფარე და  მის ფეხებთან დავჯექი, საბანი მეც გადავიფარე და კითხვა დავიწყე შიგადაშიგ კი მას გავხედავდი. თვალები გაახილა და მე შემომხედა გამიღიმა და ყურება დამიწყო, ვცადე კითხვა გამეგრძელებინა თუმცა არ გამომიდოდა.
-ნიკა ასე ნუ მიყურებ_ვუთხარი მას, დავინახე როგორ ჩაეღიმა.
-ასე როგორ?_მკითხა მან.
-არ ვიცი, უბრალოდ ნუ მიყურებ და სხვაგან გაიხედე.
-რატომ?_თქვა და ისევ გაეოარა ღიმილი.
-უბრალოდ მაბნევ_დავუბღვირე მას და წიგსნ შევხედე, ისევ მიყურებდა. გავხედე ამოვიოხრე და კითხვა განვაგრძე.
რამდენიმე საათი ვკითხულობდი ნიკა კი ისევ მიყურებდა სიმართლე გითხრათ ამ წიგნიდან დიდი ვერაფერი გავიგე ისიც კი არ ვიცი რა ქვია.
-არ დაიღალე_ვკითხე მას, წარბი აწია.
-რითი?
-ჩემი ყურებით_ჩაეღიმა.
-შენი ყურება არასოდეს არ მომბეზრდება_მითხრა და გამიღიმა, ჩამეღიმა, მაგრამ ვცადე კითხვა გამეგრძელებინა.
-სახლში დაბრუნება ისევ გინდა?_მკითხა მოულოდენლად...არ ვიცი მინდა განა წასვლა აქ ხომ მშვენივრად ვგრძნობ თავს.
-არ ვიცი კი_ვუთხარი მას.
-კარგი_მითხრა და ადგა-მაშინ შეგიძლია დღესვე წახვიდე_მითხრა და გამიღიმა, ეს რა მეკაიფება? არ მინდა წასვლა მე შენთან მინდა ნიკა, მიყვარხარ...მოიცა რა არა ელენე შენ ის არ გიყვარს ნუ სულელობ...
-კარგი წავალ_ვუთხარი და ოთახში ავედი, შევამჩნიე როგორი გაურკვეველი მზერით შემომხედა...

"ნიკა"
-ჯანდაბა_დავიყვირე გაბრაზებულმა, იდიოტი ვარ ეს რატომ ვუთხარი ახლა რომ წავა მის გარეშე როგორ გავძლო, როგორ ვიცოცხლო, იდიოტი ვარ მე მეგონა არ წავიდოდა მეგონა ჩემთან დარჩებოდა მეგონა ის კოცნა მისთვის რამეს ნიშნავდა... ჩემთვის? ჩემთვის ეს კოცნა იყო საოცრება, მე არ ვიცი რა ვთქვა არა მას არ გავუშვებ, ასვლა დავაპირე რა დროსაც ჩემოდნით ჩამოვიდა.
-უკვე მიდიხარ?_ვკითხე დაბნეულმა, ჯანდაბა მას ხომ ისეთი ცოტა ტანსაცმელი ქონდა.
-კი აღარ შეგაწუხებ_მითხრა უემოციოდ და კარებისკენ წავიდა.
-ელენე მე შენ..._თავისი ცისფერი თვალები შემომანათა...მიდი უთხარი ნიკა ან ეხლა ან არასოდეს_იმედია გნახავ ხოლმე_ვუთხარი და გავუღიმე ჯანდაბა, მანაც სევდიანად გამიღიმა, მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ელენე არ წახვიდე მე შენ მჭირდები, გთხოვ...მომშორდა და წავიდა დამტოვა მარტო ამ წყეულ სამყაროში ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია...

ეი ცისფერთვალება მიყვარხარ (დასრულებული)Where stories live. Discover now