დაბნეულობა😳😳

970 69 8
                                    

"ელენე"
ძალიან მოვიწყინე ამიტომ გოგოებს დავურეკე რადგან აქ მოსულიყვენ კარზე ზარი იყო, წავედი და გავაღე.
-პრივეტ გოგოებო_მივესალმე მათ.
-პრივეტ, ვაუუ რა მაგარი სახლია_თქვა ნუცამ და სახლი შეათვალიერა.
-ხოო ძააან მაგარია_თქვა გაოცებულმა კესომ.
-რა მდიდრულია_თქვა ლიზიმ და მდივანზე დაჯდა.
-ხომმ_მეც დავჯექი.
-აბა გოგო მოყევი რას აკეთებდით?_იკითხა ნუცამ და ეშმაკურად გაიღიმა.
-ისეთ არაფერს.
-უი ხომ მართლა სად არის?_თვალი მოავლო კესომ სახლს.
-ეხლა თავის გუნდთანაა წასული_ვუთხარი მათ.
-აჰამ.
-კარგი აბა რა გავაკეთოთ_ვიკითხე მე.
-აუუ რავი მე არაფრის გაკეთება არ მინდა დაღლილი ვარ მეძინება_ამოიხვნეშა ნუცამ.
-აუუ ხო მეც_დაეთანხმნენ გოგოები.
-ვერ გავიგე რისთვის მოხვედით?_ვიკითხე გაოცებულმა.
-რათქმაუნდა სიტუაციის დასაზვერად_წარბები აათამაშა კესომ.
-ოხხხ_თვალები გადავატრიალე და გავაცილე კარებზე ზარი იყო.
-აი რას ცანცარებთ, თუ გინდათ მოდით თუ არადა..._კარები გავაღე და ენა ჩამივარდა-უი ნიკა შენ ხარ?_გავეკრიჭე მას.
-ხო აბა ვის ელოდი_შემეკითხა და შიგნით შემოვიდა.
-ამ, არავის_დაბნეულმა ვუპასუხე, ჩემკენ წამოვიდა.
-შენ...შენ რატომ მოხვედი ესე მალე_ვუპასუხე მას და გული ამიჩქარდა, რადგან ისევ და ისევ ჩემკენ მოდიოდა.
-მე იქ მოვიწყინე, შენთან მინდოდა_თქვა მან რა დროსაც კედელს მივეჯახე.
-აუჩ_ამოვიკვნესე, კედელში მომაწყვდია.
-ნიკა რას აკეთებ_ვთქვი დაბნეულმა და თვალებში შევხედე.
-შენი თვალები ისეთი ლამაზია_თქვა და თვალებში ჩამხედა.
-ხო დედასაც ცისფერი თვალები ქონდა_მას გავეცალე და სამზარეულოში გავედი წყალი დავლიე და ცოტა დავმშვიდდი.
-მე წავალ დავიძინებ_ვუთხარი და ოთახში ავედი, რას მიკეთებ ნიკა? ან რატომ აკეთებ ამას?
გათენდა, ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, საშინელი სუნი იყო რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა, ნიკა სამზარეულოში იყო წინსაფარი ეკეთა და სუნის გაყვანას ცდილობდა, სიცილი ამიტყდა რაზეც მისი ყურადღება მივიქციე, დამიბღვირა.
-რა გაცინებს, მოდი მომეხმარე_მასთან მივედი ხელთათმანი გავიკეთე, ღუმელიდან დამწვარი ორცხობილები გამოვიღე და ღუმელი გამოვრთე.
-რას აკეთებდი?
-შენი აზრით?_მკითხა და გაიცინა.
-მზარეული არ გყავს?
-არა სულ მეთვითონ ვამზადებ, დღეს არ ვიცი რა დამემართა_თქვა მან.
-კარგი არაუშავს მოგეხმარები_ვუთხარი და მეც წინსაფარი გავიკეთე, გამიღიმა.
-ესეც ასე ეხლა ჟარუნაზე დავდოთ_ვუთხარი და ორცხობილები ჟარუნაზე დავდეთ-ეხლა დაველოდოთ მალე გამოცხვება_ვუთხარი და საათს დავხედე.
-კარგი, მანამდე ფილმს ვუყუროთ_მითხრა და ტელევიზორში ფილმი ჩართო, შიგადაშიგ კი ორცხობილებს გავხედავდი.
-ვსიო მზად არის_გაძახე მას ისიც წამში შემთან გაჩნდა, ორცხობილები გამოვიღე, ცოტა ზანში გაცივდა და თეფშებზე დავაწყე, ყავაც გავაკეთე.
-იცი ელენე ხვალ, ბიჭები მოდიან აწ შენი გაცნობა უნდათ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?_შემეკითხა მან, მე მხრები ავიჩეჩე.
-რავი როგორც გინდა.
-კარგი მაშინ ვეტყვი ხვალ ოთხზე მოვიდნენ_თავი დავუქნიე.
-იცი ძალიან გემრიელია_თქვა ნიკამ.
-ხო მართლაც.
-მეც ესეთებს ვაკეთებ ხოლმე_თქვა მან, ჩამეცინა.
-მაგიტომაც დაგეწვა არა_ვუთხარი და გავიცინე, დამიბღვირა.
-უბრალოდ ფიქრებში გავერთე_მითხრა მან.
-და ვისზე ფიქრობდი?_შევეკითხე და წარბი ავწიე.
-არ დაგიმალო?_შემეკითხა და გამიღიმა თეფშები ავალაგე.
-ხო არ დამიმალო_ვუთხარი მას და თეფშების გარეცხვა დავიწყე, უკნიდან წელზე შეხება ვიგრძენი ჩემი გულის ბაგაბუგი მესმოდა, რატომ მაქ ასეთი რეაქცია მასზე, თავი კისერში ჩამირგო რაზეც ჟრუანტელმა დამიარა, დავიბენი.
-შენზე ვფიქრობდი_ჩამჩურჩულა ყურში, ლოყაზე მაკოცა და მომშორდა, მართლა საშინლად დაბნეული ვიყავი რას მიკეთებს ეს ბიჭი? ან რატომ?
-მე წავალ დავიძინებ_დაბნეული ვუთხარი ნიკას და ოთახში ავედი, კარებს მივეყუდე, ელენე დამშვიდდი ის უბრალოდ, ჯანდაბა საწოლზე დავწექი და შევეცადე დამეძინა.
უკვე ორი საათია ისევ დაძინებას ვცდილობ, თუმცა არ გამომდის, კარების გაღების ხმა მესმის თავს ვიმძინარუნებ, ვგრძნობ როგორ წვება ვიღაც საწოლზე, ლოყაზე ხელებს ვგრძობ, ნიკაა თუმცა სხვას ვის ველოდი, თმა გადამიწია, ვეღარ მოვითმინე და თვალები გავახილე დავამთქნარე თითქოს მართლა ახლა გავიღვიძე.
-გაგაღვიძე?_მკითხა და გამიღიმა.
-არაუშავს რამე გინდოდა?_ვკითხე და წამოვჯექი.
-უბრალოდ ვერ ვიძინებ_მართლა რა დამთხვევაა...
-მოდი_ვანიშნე საწოლზე დაწოლილიყო-აქ დაიძინე, თუმცა_შუაში ბალიშები ჩავდე-ამ ბალიშებს არ გადმოცდე.
-კარგი ძილინებისა_მითხრა მან, ხმა აღარ გამიცია, ბალიშებს ვუყურებდი და ახლა უფრო უარესად ვერ ვიძინებდი რადგან ვიცოდი ნიკა აქ იყო, ბალკშები აიღო და გადაყარა.
-რას აკეთებ?_ვკითხე დაბნეულმა, ჩემკენ მოიწია და თავისკენ მიმიზიდა წელზე ხელები მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო-ნიკა_მისი მოშორება ვცადე.
-გთხოვ ცისფერთვალება ცოტა ხანი_მითხრა მან, მეც მოვდუნდი და თავი მის მკერდზე დავდე.
____
ესეც ახალი თავი...🖤🖤💙💙
იმედია მოგეწონათ ❣️
Vote & comment

ეი ცისფერთვალება მიყვარხარ (დასრულებული)Where stories live. Discover now