-რამდენს ბედავთ! საერთოდ ვინ ხართ? ☔️

1.2K 103 255
                                    

გაზაფხულია,მაგრამ კოკისპირული წვიმა დაიწყო.

      *რა უბედურებაა, ღმერთმანი!*- გაიფიქრა თეჰიონმა, დიდი ყვითელი ქოლგა გაშალა და სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა.

  არა, მას უყვარდა წვიმა, სიამოვნებდა წვიმის წვეთების ხმა და მათი შეხება, მაგრამ დაბალი იმუნიტეტის გამო თავს არიდებდა ასეთ ამინდში გარეთ გასვლას. ზოგადად,ძალიან განსხვავებული ახლგაზრდა იყო თე, ზედმეტად კეთილი იმისთვის, რომ დედამიწაზე ეარსება, ის რომელიმე ზღაპრის გმირს უფრო ჰგავდა. თითქოს ისეთი გულუბრყვილო და ჩვეულებრივი, მაგრამ იმ დღეს მის ყოველდღიურობაში შემოიჭრა
ერთი ადამიანი, ადამიანი, რომელმაც მის ცხოვრებაში ხელები ააფათურა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ეს ისტორია კი დაიწყო ასე: ბიჭი ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა შინისაკენ, იმდენად დიდი ინტერესით აკვირდებოდა წვიმის წვეთებს, რომ მის გვერდით აღმართული ფიგურა,რომელიც სრულიად გაუგებარი გზით მისივე ქოლგის ქვეშ აღმოჩნდა ვერცკი შეამჩნია, უცებ თბილი შეხება იგრძნო ომეგამ და ამან გამოაფხიზლა, აღშფოთებულმა, პირადი სივრცის ასეთი დარღვევა გააპროტესტა:

-რამდენს ბედავთ! საერთოდ ვინ ხართ? -ყვირილით წამოენთო თე.

-ეი, ლამაზმანო, ცოტა დაშოშმინდი - გამომწვევი, იექიდნური ღიმილით მიუგო მისმა უცნობმა თანამგზავრმა.

-თავს რამდენის უფლებას აძლევ! უზრდელო! - იმის და  მიუხედავად, რომ კიმ თეჰიონი, ერთი შეხედვით, ციდან ჩამოვარდნილ ანგელოზს ჰგავდა, საკმაოდ  ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა (განსაკუთრებით ომეგასთვის) სიკეთე, სიგიჟე და ფეთქებადობა ამ ბიჭში საოცარ ტანდემს ჰქმნიდა.

-არა,საკმაოდ ზრდილი ახალგაზრდა ვარ,როცა დამგზავრება გთხოვე თავი დამიქნიე, ეტყობა ფიქრებში გაერთეა - უკვე თბილად იღიმის, თითქოს და ბრუტალური ალფა,- ვაიმე, რა უტაქტობაა! -თავის თავს სახეში ერთი გემრიელი ჩარტყმა უთავაზა და განაგრძო -მე ჯონგუკი მქვია, შენი სახელი?

-მე თეჰიონი ვარ, მმ, ბოდიში.- უხერხულად იშმუშნება ომეგა და მართლაც უცნაურად გრძნობს თავს, წვიმის სუნი ყოველთვის ასე მოქმედებს თეჰიონზე, აჯადოებს.

-რისთვის მებოდიშები? - ალფა ისე იწყებს ლაპარაკს თითქოს თეჰიონს, უკვე წლებია იცნობს- დაიმახსოვრე, როცა დანაშაული არფერში მიგიძღვის, არ გაბედო და ბოდიში არ მოიხადო, ეს ისე მეგობრული რჩევა ქუქისგან!

- ამ, კარგი, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, ყველაზე უცნაური კი იცი რა არის?

-აბა?

- ის,რომ ჩემს ცხოვრებაში ასე ნაგლად ჯერ არავინ არ შემოცუნცულებულა? შემოჭრილა?- თეჰიონის ბაგეები ნაზმა ღიმილმა გააპო- იცი, მემგონი კარგი მეგობრები ვიქნებით, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები.-ის გრძნობდა,რომ ჯონგუკი მისი ადამიანი იყო, თანაც კიმი სოციალური არსებაა, დიახ, ალფას და ომეგას მეგობრობაც საერთოდ არ ძაბავს.

-არა, საერთოდ არ ვიქნები- ეშმაკურად ეღიმება ალფას.

.
.
.
.
-აი,მოვედით! იქნებ შემოხვალ? ცივა! ჩაი-ყავა?- დიასახლისის როლი მოირგო ომეგამ.

-რაოდენ სამწუხაროც  არ უნდა იყოს, ძალიან მაგვიანდება, თუ შენს ყვითელ, გვირილებიან ქოლგას მათხოვებ ძალიან დამავალებ!

-ჰმმ, არ გიტყდება ასეთი ,,ომეგური" ქოლგით მოძრაობა? -იკითხა თემ, თან ზემოთხსენებული ქოლგა გაუწოდა.

-არა, თანაც ასეთი საოცარი ადამიანის სანახავად კიდევ ერთი მიზეზი გამომიჩნდება. ნათხოვარი ნივთების მითვისება არაა ჩემი სტილი, რაც ჩემია ჩემია, რაც სხვისია, სხვისია. -ბაჭიასავით გაიღიმა ჯონგუკმა.

-კარგად იყავი! -შეჰყვირა თემ.

-შეხვედრამდე, ლამაზმანო- უცნაური ალფა გაუჩინარდა. თეჰიონმა ახლაღა გააცნობიერა თავისი სულელური საქციელი, მაგრამ ის ისეთი სხვანაირია, რომ ომეგა მას ენდობა და მართლაც, ძალიან უნდა ასეთ კარგ ადამიანთან ურთიერთობა.

Damn Umbrella! ☂Where stories live. Discover now