-ჰეი, რა ხდება, ტკბილო, რამე გაწყენინე?🤔

418 68 74
                                    




  სწორედ ეს ადამიანი ელოდებოდა თეჰიონს სახლთან, მას ყვითელი ქოლგა ეჭირა ხელში,ამასთანავე ალფა თავის მომხიბვლელ ღიმილს ამზეურებდა და გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა თეჰიონს.

-გამარჯობა,თეჰიონ!ჰომ, მითხარი შეხვედრის ადგილი თავად ამერჩია, მეც ვიფიქრე, შენთვის უფრო კომფორტული იქნებოდა ასეთი შეხვედრა.-ნაჩქარევად ხსნის თავის აქ ყოფნის მიზეზს ალფა. თეჰიონი კი თავის მხრივ, გაოგნდა და გამომცდელად მიაშტერდა თავის სტუმარს,შემდეგ უცნაური შეგრძნება დაეუფლა,თვალები გაუწყლიანდა,პირველად ცხოვრებაში მთელი თავისი არსებით შეიგრძნო დენა,ბლოკატორი და გამაყუჩებელი ეს იყო ერთადერთი რაზეც მას ფიქრი შეეძლო,ამიტომაც ჯონგუკის გვერდის ავლით ნაჩქარევად შევიდა სახლში.

-ჰეი, რა ხდება, ტკბილო, რამე გაწყენინე?-ჯონგუკი კარებზე გამალებით აბრახუნებს.

არა, არა,არა, შეუძლებელია, ჯონგუკი რა შუაშია იმ ამბავთნ, ღმერთო, რა ვქნა, რა ტკბილო აუტყდა ამ მანიაკს? რა უნდა? დროზე დავლიო ბლოკატორი,სანამ ჩემი დენა ძალიან თალსაჩინო გამხდარა. ასეთი ფიქრებით თავგზააბნეულ თეჰიონს ჯონგუკისა და მამამისის ხმა მოესმა.

-ოჰ,ჯანდაბა.-ამის თქმასღა ასწრებს თეჰიონი და გონება დაკარგა,დაცემის ხმაზე ოთახში შეშინებული სოკჯინი შევარდა და ჯონგუკიც თან შეჰყვა.

-თეჰიონა,შვილო.

-ღმერთო,თეჰიონ!-შეიცხადა ჯონგუკმაც - გული ხშირად მისდის?

-არა,არ ვიცი რა დაემართა აქამდე ასეთი პრობლემა არ ჰქონია,აი,მემგონი თვალებს ახელს,თე.

უცებ თეჰიონმა საკუთარი არათანაბარი გულისცემა გაიგო ,წამლის მძაფრი სუნი შეიყნოსა და წინდაუხედავად წამოჯდა.ჯონგუკის თავთან მწარე შეჯახებით გამოწვეულმა ტკივილმა კი საბოლოოდ გამოაფხიზლა საცოდავი ომეგა.

-აუჩ,სად გაქვს ამხელა ძალა?მემგონი ტვინის შერყევა მაქვს.-დაიჩივლა ჯონგუკმა.

Damn Umbrella! ☂Where stories live. Discover now