მოულოდნელი სტუმარი😒

413 71 100
                                    

*აჰა, გიპოვე, ჯონ ჯიმინ, ახლა ქუქისაც ვიპოვი* - გაიფიქრა თეჰიონმა და შემდეგ სახეში ერთი გემრიელად შემოილაწუნა,
-რა ქუქი და გუკი აგიტყდა?- ჰკითხა მას მეორე მემ.
-თეჰიონმა ეს კითხვა დააიგნორა და ახლა უკვე ჯონგუქის ინსტაგრამ გვერდზე გადავიდა. კლიკ. დააფოლოვა. მორჩა უკან დასახევი გზა მოჭრილია,ახლა იუნგის უნდა მიწეროს და ეს ზარმაცი, მძინარა ალფა სახლიდან გამოათრიოს. თეჰიონმა იცის,რომ იუნგის ის უყვარს ამიტომაც აუცილებლად შეხვდება, მაგრამ ომეგა ,,მუქარით" სავსე მოკლეტექსტურ შეტყობინებას უვზავნის ალფას,რომლის შინაარსი ასეთია:

,,ტკბილო, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს,ხვალ,12 საათზე,ჩვენს ადგილას, არ დააგვიანო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგპუტავ, გაკოცე!💙"

საქმე მოგვარებულია, ახლა ისღა დარჩა მამას დაელოდოს და ხვალ ასიანში გაიგებს რა ჯანდაბა ჭირთ ამ ალფებს.

ტრადიციულად რთავს მუსიკას და დასაძინებლად ემზადება, შინაგანად აფორიაქებულს ისე ჩაეძინა, რომ ჯონგუკისგან მოსული დაფოლოვების მოთხოვნა არც შეუნიშნავს.

***
-თეჰიონ, პატარავ, მოვედი- ხმამაღლა აცხადებს სახლში შემოსული ომეგა,- სად ხარ, გძინავს?

თეჰიონს ეძინა, მაგრამ ჯინის ხმის სიძლიერეს ნებისმიერის გამოღვიძება შეუძლია. თეჰიონს ადგომა უნდა, ან მამისთვის პასუხის გაცემა, მაგრამ რაღაც ისე ვერაა,როგორც უნდა იყოს. მთელი სხეულით აკანკალებს და ძვლები ტკივა.

-აჰ, მა..მა.- ძლივსღა ამბობს ომეგა.

-თეჰიონ, რატომ არ მცემ პასუხს! -პრეტენზიით აღებს შვილის საძინებლის კარებს ჯინი და ოთახში შესულს საშინელად მძაფრი ალუბლის სურნელი სცემს.

-ოჰ, პატარავ, მაპატიე, არ მახსოვდა, დენა თუ გქონდა.ძალიან გტკივა? - შეწუხებული სახით ამბობს ჯინი.

-მამიკო- აცრემლიანებული და დაბინდული თვალებით თავს უკნევს უმცროსი ომეგა.

Damn Umbrella! ☂Where stories live. Discover now