Baby-Boom!

507 49 308
                                    




-კიმ ნამჯუნ! მოგკლავ! ამხელა კაცმა კოვიდის და ორსულობის ტესტი ვერ უნდა გაარჩიო?-ყვირის ჯინი და თან ანანასიან პიცას შეექცევა.

-კარგი, ჰიონ, დაწყნარდი, აღელვებული იყო და ვერ მიხვდა.-აწყნარებს ჰოსოკი.

-ჰო, ისეთ ემოციებში ვიყავი ყველა შესაძლო ტესტი წამოვიღე, მემგონი აივ ვირუსის ტესტიცაა.-იკრიჭება ალფა.

-მოიცათ, მოიცათ, ჰოსოკი-ჰიონი ორსულადაა?- ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა ხდება თეჰიონი.

-მმ, არა, საიდან მოიტანე?-არ იმჩნევს ჯინი.

-აბა, ორსულობის ტესტი რად გინდოდა, მამა, ამხელა მუცელი გაქვს მტკიცებულებად და მაინც გადამოწმება გინდოდა?

-ოჰ, კარგით, ნუღარ გავაწვალებთ ბავშვს, კი ორსულად ვარ და მემგონი შენც თეჰიონ.

-რა? რა ორსულობა? რა ბავშვი? ანუ დენის დროს არაფერი გვქონია და საიდან?-ოცდება თეჰიონი.

-სექსოლოგიის გაკვეთილები უნდა ჩაგიტაროთ?- ჯინი აღშფოთებულია.-თუ ჯონგუკს ცხელება ჰქონდა და შენი დენა მალე უნდა დაწყებულიყო დიდი რისკია იმისა, რომ დაორსულდებოდი. თეჰიონი ფიქრდება, ნეტავ ბოლოს როდის ჰქონდათ სექსი? პრინციპში მართალია, ჯონგუკს ცხელება რამდენიმე დღის წინ დაუმთავრდა და ამ პერიოდში უეჭველი ჰქონდათ კავშირი,მაგრამ მაინც რაღაც არაა რიგზე, ასე მარტივად ჰოპ და ორსულადაა ვერ მოხდებოდა! ომეგას ფერი ეცვლება, გული სწრაფად უცემს და სახეზევე აწერია, რომ დაფიქრდა და ახლა აღელვებულია.

-კიდევ გვაქვს ტესტი?-ჩუმად კითხულობს.

-ამდენ ორსულებს რა გაუძლებს ღმერთმანი, ჯიმინიც ხო არ შემოგიერთდებათ? ნამდვილი ბეიბი-ბუმია.-ნამჯუნის ტრიადას სოკჯინის მკვლელი მზერა აჩერებს.- კარგი ჰო, ვხუმრობ, ეს მართლა ძალიან მაგარია, თე, მაგრამ ჯონგუკს მაინც ვცემ.-ასერიოზულებს ალფა.

-ტესტი გვაქვს?-კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა კითხულობს თეჰიონი.

Damn Umbrella! ☂Where stories live. Discover now