-მოიცა რაა? შენ აქ რა გინდა?🤯

384 62 152
                                    




დილა კიმების ოჯახში იწყება სრულიად მოულოდნელად   და უჩვეულოდ ხმაურიანად, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს თეჰიონი. პატარა ბავშვთან ცხოვრებას მიუჩვეველ ომეგას თავიდან აღიზიანებს ტირილის ხმა, მაგრამ გამოფხიზლებული ხვდება,რომ ეს რუმია და გუშინდელი საღამო ახსენდება, ეღიმება.

- რა იყო კიმ თეჰიონ? რატომ იღიმი იდიოტივით?- ოჰ ოღონდ ეს არა ფიქრობს თეჰიონი.

-რას ჰქვია ეს არა? ანუ გეგონა ასე მარტივად მომიშორებდი?- ამბობს თეჰიონის მეორე მე.

-კარგი რა შენ ჰომ ისედაც იცი რა მჭირს, ჩათვალე ეს პირველი დენაა, რომელსაც უცხო ალფასთან  ასე ახლოს გავატარეთ.

-ჰმ, მართალია, მაგრამ მხოლოდ დენაში არაა საქმე ასე არაა თეჰიონ?

-ალბათ, მართალი ხარ, ჰო ზუსტად მე ის შემიყვარდა? მომეწონა? არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძნობები გამიჩნდა სულ რამდენიმე დღეა რაც ვიცნობ და უკვე მგონია,მგონია, რომ .....

- აჰ, აჰ, არც გააგრძელო!- აპროტესტებს ალტერეგო.

- მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება მე მის  მიმართ გრძნობები გამიჩნდა და სისულელეა ამ ყველაფრის უარყოფა!

- კარგი, ნუ ღელავ, უბრალოდ მე გაგაფრთხილე და დანარჩენი შენ იცი რა, ჩაო კაკაო ბეიბი.- ალტერეგო სადღაც იკარგება. თეჰიონს ისღა დარჩენია,რომ საბოლოოდ გამოფხიზლდეს და სტუმრები მოიკითხოს.

  ომეგა ჩვეულებრივ დილის პროცედურებს გაჭირვებით უმკლავდება და ბლოკატორებს სვავს,ამის შემდეგ კი სასადილო ოთახში მიაბიჯებს, იქ სადაც მამიკო ეგულება.

-დილამშვიდობისა,აბა როგორ გეძინა ჩემო პატარავ?- ისმის ჯონგუკის ხმა და თეჰიონი დაუფიქრებლად პასუხობს:

-მშვენივრად-შემდეგ კი უეცრად სახეზე წვას გრძნობს აშკარად გაწითლადა, ომეგა ერთი გემრილეად ირტყავს ხელს სახეში და თვალებს დაბლა ხრის.

Damn Umbrella! ☂Where stories live. Discover now